1 8 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

კლასიკური ავტომობილების რალი „Peaks of the Caucasus” დაიწყო!

დღეს თავისუფლების მოედნიდან უნიკალური კლასიკური ავტომანქანების რალიმ - Peaks of the Caucasus - აიღო სტარტი. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს პირველად ეწვია სამოცამდე ბიზნესმენი, რომლებიც ქვეყნის თითქმის ყველა კუთხეს მოივლიან. დღეს რალის მონაწილეები ვარძიას ესტუმრებიან. Peaks of the Caucasus 12 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

 

მარშუტი:

2 ოქტომბერი: თბილისი - ვარძია (230 კმ)

3 ოქტომბერი: ვარძია - ბორჯომი (110 კმ)

4 ოქტომბერი: ბორჯომი - წყალტუბო (200 კმ)

5 ოქტომბერი: წყალტუბო - წყალტუბო (195 კმ)

6 ოქტომბერი: წყალტუბო - მესტია (210 კმ)

7 ოქტომბერი: მესტია - უშგული - მესტია (100 კმ)

8 ოქტომბერო: მესტია - წყალტუბო (230 კმ)

9 ოქტომბერი: წყალტუბო - თბილისი (260 კმ)

11 ოქტომბერი: თბილისი - სიღნაღი (170 კმ)

12 ოქტომბერი: სიღნაღი - ლოპოტა (165 კმ)

13 ოქტომბერი: ლოპოტა - ყაზბეგი (230 კმ)

14 ოქტომბერი: ყაზბეგი - თბილისი (135 კმ)

 

რალიში მონაწილე მანქანები მეორე მსოფლიო ომამდელი წარმოებისაა. ყველაზე ძველი ავტომობილი Vauxhall-ი 1922 წელს არის გამოშვებული.

 

ინიციატივა „Peaks of Caucasus”-ის  შესახებ ბარტ კლაინს ეკუთვნის, რომლის ორგანიზებითაც პირველად 2005 წელს იტალიაში კლასიკური ავტომობილების რალი სახელწოდებით „Via- Flaminia“ ჩატარდა.

„რალი ხშირად დაძაბული და მაღალ სიჩქარეზე ორიენტირებულია, ვიდრე უბრალოდ სიამოვნებაზე. 2005 წლიდან დღემდე ჩვენი  ორგანიზებით 25-ზე მეტი რალი  6 ქვეყანაში ჩატარდა. ყველა მათგანი  ერთი მთავარი ნიშნით ხასიათდება : „რალი ღიმილით“. - ბარტ კლაინი

რალის დასკვნითი ღონისძიება  14 ოქტომბერს შატო მუხრანში გაიმართება.

 

„Peaks of the Caucasus”-ის მთავარი პარტნიორები არიან: თბილისის მერია, თიბისი, Gulf, სილქნეტი, Tsikolia Watches, United Airports, Altena, Georgian Airways, Sontrop, Anlex Logistics, Prewarcar.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:54

    თიბისის ბიზნესკლიენტებს SelectUSA სამიტში მონაწილე...

    თიბისი, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან და საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატასთან ერთად, უკვე მეორე წელია ბიზნესკლიენტებს შესაძლებლობას აძლევს ამერიკაში საინვესტიციო სამიტ...

  • 10:08

    თიბისი, ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე, ...

    2025 წელს საქართველო პირველად წარადგენს მოსწავლეთა ეროვნულ ნაკრებს ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე (IOAI). საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციამ GAIA, IOAI-ისგან ეროვნული ნაკრების შერჩ...

  • 16:02

    თიბისი ტექსკოლის მე-5 სეზონზე მთელი საქართველოდან ...

    გაზაფხულის სემესტრზე, თიბისი ტექსკოლაში, უფროსკლასელები, როგორც საქართველოს 12 რეგიონიდან, ასევე, წელს პირველად საზღვარგარეთ მცხოვრები ემიგრანტი მოსწავლეებიც დარეგისტრირდნენ. კონკურსის საფუძველზე 155...

  • 14:21

    Tegeta Commercial Vehicles-მა სომხეთს, EBRD-ის ტენ...

    „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ Tegeta Commercial Vehicles-მა სომხეთს 30 ერთეული სპეციალიზებული სატვირთო ავტომობილი გადასცა. Renault Trucks-ის პრემიუმ ხარისხის 28 ერთეული ნაგავშემ...

  • 12:58

    პრემია „ელისო“ ნამუშევრების მიღებას იწყებს...

    ნატო ვაჩნაძის ფონდი და თიბისი წარმოგიდგენთ პრემია „ელისოს“, რომელიც წელს, 14 ივნისს, უკვე მეორედ გაიმართება. ნამუშევრების მიღება 25 მარტიდან დაიწყო და ეს პროცესი 15 აპრილამდე გაგრძელდება...

  • 10:14

    „ლუმიერსი“ - ქართული საკონდიტრო, რომელიც თიბისი ბი...

    ალბათ, მომხმარებლების უმეტეს ნაწილს ნაყინისა და დარიჩინის ტკბილი სურნელის სინთეზზე „ლუმიერსი“ ახსენდება. უფრო კონკრეტულად კი, ამ საკონდიტროს ერთადერთი პროდუქტი — “ტრდელნიკი&rd...

  • 12:23

    თიბისი კონცეპტი და Coaching Lab გიწვევთ ტრენინგ პრ...

    თიბისი კონცეპტის და Coaching Lab-ის პარტნიორობის ფარგლებში, 27-29 მარტს გიწვევთ ტრენინგ პროგრამაზე დასასწრებად - „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“. „გუნდური ქოუჩინგი – ფუნდამენტ...