1 8 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი ბანკმა ევროპის საინვესტიციო ბანკთან (EIB) 30 მილიონი ევროს ოდენობის სასესხო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი

თიბისი ბანკმა და ევროპის საინვესტიციო ბანკმა (EIB) ხელი მოაწერეს 30 მილიონი ევროს ოდენობის სასესხო ხელშეკრულებას. რესურსის ვადიანობა 5 წელია და ის მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებას მოხმარდება. 

„მოხარული ვართ, რომ ასეთი წარმატებული პარტნიორობა გვაქვს ევროპის საინვესტიციო ბანკთან. ეს უკვე მეოთხე ტრანზაქციაა, რომელიც 2012 წლიდან დღემდე ჩვენმა ინსტიტუტებმა განახორციელეს. რესურსი მოხმარდება მცირე და საშუალო ზომის საწარმოების დაფინანსებას, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს თიბისი ბანკის პოზიციებს ამ სეგმენტში, საქართველოში“,  - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ. 

„თიბისი ბანკის დაფინანსებით EIB ხელს უწყობს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის მიზნების განხორციელებას აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში კერძო სექტორის სტაბილიზაციისა და ხელშეწყობისთვის. ამ ტრანზაქციით ქართული მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის გრძელვადიანი ფინანსირების ხელშეწყობა იზრდება, რაც მათ ზრდასა და კონკურენტუნარიანობაზე პოზიტიურ გავლენას მოახდენს, შეიქმნება მეტი სამუშაო ადგილი და საქართველოს ეკონომიკა გაიზდება“, -  განაცხადა EIB-ის ვიცე- პრეზიდენტმა,  ვაზილ ჰუდაკიმ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:54

    თიბისის ბიზნესკლიენტებს SelectUSA სამიტში მონაწილე...

    თიბისი, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან და საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატასთან ერთად, უკვე მეორე წელია ბიზნესკლიენტებს შესაძლებლობას აძლევს ამერიკაში საინვესტიციო სამიტ...

  • 10:08

    თიბისი, ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე, ...

    2025 წელს საქართველო პირველად წარადგენს მოსწავლეთა ეროვნულ ნაკრებს ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე (IOAI). საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციამ GAIA, IOAI-ისგან ეროვნული ნაკრების შერჩ...

  • 16:02

    თიბისი ტექსკოლის მე-5 სეზონზე მთელი საქართველოდან ...

    გაზაფხულის სემესტრზე, თიბისი ტექსკოლაში, უფროსკლასელები, როგორც საქართველოს 12 რეგიონიდან, ასევე, წელს პირველად საზღვარგარეთ მცხოვრები ემიგრანტი მოსწავლეებიც დარეგისტრირდნენ. კონკურსის საფუძველზე 155...

  • 14:21

    Tegeta Commercial Vehicles-მა სომხეთს, EBRD-ის ტენ...

    „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ Tegeta Commercial Vehicles-მა სომხეთს 30 ერთეული სპეციალიზებული სატვირთო ავტომობილი გადასცა. Renault Trucks-ის პრემიუმ ხარისხის 28 ერთეული ნაგავშემ...

  • 12:58

    პრემია „ელისო“ ნამუშევრების მიღებას იწყებს...

    ნატო ვაჩნაძის ფონდი და თიბისი წარმოგიდგენთ პრემია „ელისოს“, რომელიც წელს, 14 ივნისს, უკვე მეორედ გაიმართება. ნამუშევრების მიღება 25 მარტიდან დაიწყო და ეს პროცესი 15 აპრილამდე გაგრძელდება...

  • 10:14

    „ლუმიერსი“ - ქართული საკონდიტრო, რომელიც თიბისი ბი...

    ალბათ, მომხმარებლების უმეტეს ნაწილს ნაყინისა და დარიჩინის ტკბილი სურნელის სინთეზზე „ლუმიერსი“ ახსენდება. უფრო კონკრეტულად კი, ამ საკონდიტროს ერთადერთი პროდუქტი — “ტრდელნიკი&rd...

  • 12:23

    თიბისი კონცეპტი და Coaching Lab გიწვევთ ტრენინგ პრ...

    თიბისი კონცეპტის და Coaching Lab-ის პარტნიორობის ფარგლებში, 27-29 მარტს გიწვევთ ტრენინგ პროგრამაზე დასასწრებად - „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“. „გუნდური ქოუჩინგი – ფუნდამენტ...