1 8 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი „საბას“ საკონსულტაციო საბჭოს ქმნის

„საბას“ მე-16 საზეიმო დაჯილდოების ფრანკფურტში გამართვამდე, თიბისი საკონსულტაციო საბჭოს ქმნის. საბჭოს მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყანაში ლიტერატურული სფეროს განვითარებას და განსაზღვროს „საბას“ პოლიტიკა ლიტერატურის განხრით. საბჭოს შემადგენლობაში შედიან ქვეყანაში არსებული თითქმის ყველა ინსტიტუცია, რომელიც დაკავშირებულია ლიტერატურასთან:

·         საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

·         ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი

·         საქართველოს ეროვნული მუზეუმი

·         ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი

·         ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

·         ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

საკონსულტაციო საბჭოს წევრები ერთობლივად დაგეგმავენ და განახორციელებენ პროექტებს, რომლებიც წვლილს შეიტანს საქართველოში ლიტერატურული პროცესების განვითარებაში, წერა-კითხვის კულტურის გაძლიერებასა და მხარდაჭერაში.  ასევე, საბჭო უზრუნველყოფს „საბას“ და სხვა დაინტერებული პირების ჩართულობის გაზრდას ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტებში. საბჭოს „საბას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე უხელმძღვანელებს.

საკონსულტაციო საბჭოს შექმნის შესახებ მემორანდუმს, თიბისი ბანკის სათაო ოფისში ხელი 25 სექტემბერს, 17:00-ზე მოეწერება.  

ლიტერატურული პრემია „საბა“  თიბისიმ  2003  წელს  დაარსა. მას შემდეგ ყოველწლიურად „საბა“ აფასებს გასული წლის ლიტერატურულ პროცესებს. იგი იქცა ლიტერატურული პროცესების მთავარ განმსაზღვრელ პრემიად, მან მისცა სტიმული უამრავ შემოქმედს, დააფასა არა ერთი მწერლის ღვაწლი და გახდა სასურველი ჯილდო მრავალი ადამიანისთვის. „საბა“ ხელს უწყობს კითხვის კულტურის ამაღლებას და მხატვრული ლიტერატურის პოპულარიზაციას. ლიტერატურული წრეების გარდა, მკითხველიც ყოველ წელს  ელოდება „საბას“ დაჯილდოებას და გამარჯვებული წიგნები თუ ავტორები მაშინვე იქცევიან ბესტსელერებად. 15 წლის მანძილზე „საბამ“ 140 პრემია გასცა, 111 სხვადასხვა ავტორზე.

2018 წელი პრემია „საბას“ ისტორიაში განსაკუთრებული იქნება - წლევანდელი დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გერმანიაში, ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობის ქართული პროგრამის ფარგლებში გაიმართება, სადაც საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით იქნება წარდგენილი.

ცერემონია 2018 წლის 12 ოქტომბერს, ქ. ფრანკფურტის მერიის ისტორიულ დარბაზში Kaisersaal ჩატარდება, რაც საერთაშორისო ასპარეზზე ქართული წიგნის გატანის კარგი შესაძლებლობაა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:54

    თიბისის ბიზნესკლიენტებს SelectUSA სამიტში მონაწილე...

    თიბისი, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან და საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატასთან ერთად, უკვე მეორე წელია ბიზნესკლიენტებს შესაძლებლობას აძლევს ამერიკაში საინვესტიციო სამიტ...

  • 10:08

    თიბისი, ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე, ...

    2025 წელს საქართველო პირველად წარადგენს მოსწავლეთა ეროვნულ ნაკრებს ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე (IOAI). საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციამ GAIA, IOAI-ისგან ეროვნული ნაკრების შერჩ...

  • 16:02

    თიბისი ტექსკოლის მე-5 სეზონზე მთელი საქართველოდან ...

    გაზაფხულის სემესტრზე, თიბისი ტექსკოლაში, უფროსკლასელები, როგორც საქართველოს 12 რეგიონიდან, ასევე, წელს პირველად საზღვარგარეთ მცხოვრები ემიგრანტი მოსწავლეებიც დარეგისტრირდნენ. კონკურსის საფუძველზე 155...

  • 14:21

    Tegeta Commercial Vehicles-მა სომხეთს, EBRD-ის ტენ...

    „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ Tegeta Commercial Vehicles-მა სომხეთს 30 ერთეული სპეციალიზებული სატვირთო ავტომობილი გადასცა. Renault Trucks-ის პრემიუმ ხარისხის 28 ერთეული ნაგავშემ...

  • 12:58

    პრემია „ელისო“ ნამუშევრების მიღებას იწყებს...

    ნატო ვაჩნაძის ფონდი და თიბისი წარმოგიდგენთ პრემია „ელისოს“, რომელიც წელს, 14 ივნისს, უკვე მეორედ გაიმართება. ნამუშევრების მიღება 25 მარტიდან დაიწყო და ეს პროცესი 15 აპრილამდე გაგრძელდება...

  • 10:14

    „ლუმიერსი“ - ქართული საკონდიტრო, რომელიც თიბისი ბი...

    ალბათ, მომხმარებლების უმეტეს ნაწილს ნაყინისა და დარიჩინის ტკბილი სურნელის სინთეზზე „ლუმიერსი“ ახსენდება. უფრო კონკრეტულად კი, ამ საკონდიტროს ერთადერთი პროდუქტი — “ტრდელნიკი&rd...

  • 12:23

    თიბისი კონცეპტი და Coaching Lab გიწვევთ ტრენინგ პრ...

    თიბისი კონცეპტის და Coaching Lab-ის პარტნიორობის ფარგლებში, 27-29 მარტს გიწვევთ ტრენინგ პროგრამაზე დასასწრებად - „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“. „გუნდური ქოუჩინგი – ფუნდამენტ...