1 8 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

Commerzbank-მა თიბისი ბანკი ვაჭრობის ფინანსირებაში გამორჩეული პარტნიორობისთვის დააჯილდოვა

თიბისი ბანკი პირველი ბანკია საქართველოში, რომელმაც ვაჭრობის ფინანსირების სფეროში გერმანიის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკისგან - Commerzbank ჯილდო მიიღო. აღიარება თიბისი ბანკს Commerzbank-მა აღნიშნულ სფეროში მაღალკვალიფიციური თანამშრომლობისა და გამორჩეული პარტნიორობისთვის გადასცა.

„მოხარული ვართ, რომ თიბისი ბანკმა აღიარება ისეთი საერთაშორისო დონის ფინანსური ინსტიტუტისგან მიიღო, როგორიცაა Commerzbank-ი. ეს აღიარება კიდევ ერთხელ ადასტურებს თიბისი ბანკის მოწინავე პოზიციებს ვაჭრობის ფინანსირების სფეროში და ხაზს უსვამს ამ ორი ინსტიტუტის წარმატებულ თანამშრომლობას. დარწმუნებული ვარ, ეს პარტნიორობა მომავალშიც გაგრძელდება და ერთად არაერთ პროექტს განვახორციელებთ“, - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

თიბისი ბანკი ვაჭრობის ფინანსირების მიმართულებით მსოფლიოს მაშტაბით ყველა ძირითად საერთაშორისო ბანკთან და ფინანსურ ინსტიტუტთან თანამშრომლობს. აღნიშნული პარტნიორობის ფარგლებში, წლების განმავლობაში, თიბისი ბანკმა საკუთარ მომხმარებელს არაერთი პროდუქტი შესთავაზა. ვაჭრობის ფინანსირების სფეროში ბანკს მოპოვებული აქვს საერთაშორისო აღიარება ისეთი ფინანსური ინსტიტუტებისგან, როგორებიცაა - ADB, EBRD, Global Finance.

Commerzbank-ი, რომელიც გერმანიის ერთ-ერთ უმსხვილეს ბანკს წარმოადგენს, თიბისი ბანკის უძველესი პარტნიორია ვაჭრობის ფინანსირების სფეროში. პირველი საერთაშორისო ტრანზაქცია ბანკებმა 1999 წელს განახორციელეს და მას შემდეგ მომხმარებელს ერთობლივად არაერთი პროექტი შესთავაზეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:54

    თიბისის ბიზნესკლიენტებს SelectUSA სამიტში მონაწილე...

    თიბისი, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან და საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატასთან ერთად, უკვე მეორე წელია ბიზნესკლიენტებს შესაძლებლობას აძლევს ამერიკაში საინვესტიციო სამიტ...

  • 10:08

    თიბისი, ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე, ...

    2025 წელს საქართველო პირველად წარადგენს მოსწავლეთა ეროვნულ ნაკრებს ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე (IOAI). საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციამ GAIA, IOAI-ისგან ეროვნული ნაკრების შერჩ...

  • 16:02

    თიბისი ტექსკოლის მე-5 სეზონზე მთელი საქართველოდან ...

    გაზაფხულის სემესტრზე, თიბისი ტექსკოლაში, უფროსკლასელები, როგორც საქართველოს 12 რეგიონიდან, ასევე, წელს პირველად საზღვარგარეთ მცხოვრები ემიგრანტი მოსწავლეებიც დარეგისტრირდნენ. კონკურსის საფუძველზე 155...

  • 14:21

    Tegeta Commercial Vehicles-მა სომხეთს, EBRD-ის ტენ...

    „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ Tegeta Commercial Vehicles-მა სომხეთს 30 ერთეული სპეციალიზებული სატვირთო ავტომობილი გადასცა. Renault Trucks-ის პრემიუმ ხარისხის 28 ერთეული ნაგავშემ...

  • 12:58

    პრემია „ელისო“ ნამუშევრების მიღებას იწყებს...

    ნატო ვაჩნაძის ფონდი და თიბისი წარმოგიდგენთ პრემია „ელისოს“, რომელიც წელს, 14 ივნისს, უკვე მეორედ გაიმართება. ნამუშევრების მიღება 25 მარტიდან დაიწყო და ეს პროცესი 15 აპრილამდე გაგრძელდება...

  • 10:14

    „ლუმიერსი“ - ქართული საკონდიტრო, რომელიც თიბისი ბი...

    ალბათ, მომხმარებლების უმეტეს ნაწილს ნაყინისა და დარიჩინის ტკბილი სურნელის სინთეზზე „ლუმიერსი“ ახსენდება. უფრო კონკრეტულად კი, ამ საკონდიტროს ერთადერთი პროდუქტი — “ტრდელნიკი&rd...

  • 12:23

    თიბისი კონცეპტი და Coaching Lab გიწვევთ ტრენინგ პრ...

    თიბისი კონცეპტის და Coaching Lab-ის პარტნიორობის ფარგლებში, 27-29 მარტს გიწვევთ ტრენინგ პროგრამაზე დასასწრებად - „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“. „გუნდური ქოუჩინგი – ფუნდამენტ...