1 8 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

სს „ქართული ლუდის კომპანიის” ახალი, საბავშვო პროდუქტი „ჩერო გმირები“ უკვე ხელმისაწვდომია

„ჩერო - ქალაქში ახალი გმირები არიან“
მორიგი სიახლე სს „ქართული ლუდის კომპანიისგან - “დღეიდან ბაზარზე ახალი საბავშვო პროდუქტი „ჩერო გმირები“ გამოჩნდება.კომპანიის მენეჯმენტის განმარტებით, ბავშვებში „ჩერო“ საკმაოდ პოპულარული წვენია და შესაბამისად „გმირები“ მათ ნატურალური წვენებისადმი სიყვარულს კიდევ უფრო გაზრდის.

„სურვილი გვქონდა შეგვექმნა პირველი ქართველი სუპერ გმირები, რომლებიც ერთდროულად განასახიერებდნენ როგორც ხილებს, ასევე ვიტამიენებს და მათ დადებით თვისებებს. სურვილი რეალობად ვაქციეთ და ასე დაიბადა „გმირები“, აცხადებს სს „ქართული ლუდის კომპანიის“ ბრენდმენეჯერი ირაკლი გელაძე.

სს „ქართული ლუდის კომპანიისთვის“ პროდუქციის ხარისხი უმნიშვნელოვანესია. ჩერო „გმირები“ ჩვეულებრივი „ჩეროს“ მსგავსად ჩამოსხმულია ასპეტიკური ტექნოლოგიით, რაც თავის მხრივ საშუალებას იძლევა მაქსიმალურად შენარჩუნებულ იქნას ხილში არსებული ვიტამინები და სასარგებლო თვისებები.

„თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ „ჩერო“ შეიცავს იმ საჭირო ვიტამინების დღიურ ნორმას, რომელიც აუცილებელია ჩვენი პატარებისთვის“, განმარტავს ბრენდმენეჯერი.

ჩერო „გმირები“ 5-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფზე გათვლილი საბავშვო სასმელია, რომელსაც 0,25 ლიტრიანი შეფუთვა აქვს და მასზე დატანილ გმირებში კარგად ჩანს თავად ამ გმირების ძლიერი მხარე და ის ვიტამინები, რომლებსაც თავის მხრივ წვენი შეიცავს და ბავშვებისათვის სასარგებლოა.

სასმელის შეფუთვაზე გამოსახული სხვადასხვა გმირები განასახიერებენ ბავშვებს სუპერ შესაძლებლობებით.

ალუბალი - ალუ და ბალი (ტყუპები, ქარივით სწრაფები);
ვაშლი - კაპიტანი ვაშლი (რკინასავით ძლიერი);
ფორთხოალი - დოქტორი ცევი (მკურნალი, ცნობისმოყვარე);
ბროწეული - ბროწო მაგი (ინტელექტუალი);
მულტიხილი - მულტი გოგო (ჭკვიანი, გაჯეტების მოყვარული, თანამედროვე);

სს „ქართული ლუდის კომპანიას“ „ჩეროს“ ხაზის განვითარებასთან დაკავშირებით საკმაოდ დიდი გეგმები აქვს.ჩერო „გმირები“ კიდევ ერთი ნაბიჯია ამ ბრენდის პოპულარიზაციისთვის, როგორც საქართველოში ასევე ექსპორტიორ ქვეყნებში.
2018 წლის ბოლომდე „ჩერო“ კიდევ 2 ახალი სახეობის დამატებას გეგმავს, რაც „გმირების“ პორტფელში ავტომატურად 2 ახალი გმირის დამატებას გულისხმობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:54

    თიბისის ბიზნესკლიენტებს SelectUSA სამიტში მონაწილე...

    თიბისი, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან და საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატასთან ერთად, უკვე მეორე წელია ბიზნესკლიენტებს შესაძლებლობას აძლევს ამერიკაში საინვესტიციო სამიტ...

  • 10:08

    თიბისი, ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე, ...

    2025 წელს საქართველო პირველად წარადგენს მოსწავლეთა ეროვნულ ნაკრებს ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე (IOAI). საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციამ GAIA, IOAI-ისგან ეროვნული ნაკრების შერჩ...

  • 16:02

    თიბისი ტექსკოლის მე-5 სეზონზე მთელი საქართველოდან ...

    გაზაფხულის სემესტრზე, თიბისი ტექსკოლაში, უფროსკლასელები, როგორც საქართველოს 12 რეგიონიდან, ასევე, წელს პირველად საზღვარგარეთ მცხოვრები ემიგრანტი მოსწავლეებიც დარეგისტრირდნენ. კონკურსის საფუძველზე 155...

  • 14:21

    Tegeta Commercial Vehicles-მა სომხეთს, EBRD-ის ტენ...

    „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ Tegeta Commercial Vehicles-მა სომხეთს 30 ერთეული სპეციალიზებული სატვირთო ავტომობილი გადასცა. Renault Trucks-ის პრემიუმ ხარისხის 28 ერთეული ნაგავშემ...

  • 12:58

    პრემია „ელისო“ ნამუშევრების მიღებას იწყებს...

    ნატო ვაჩნაძის ფონდი და თიბისი წარმოგიდგენთ პრემია „ელისოს“, რომელიც წელს, 14 ივნისს, უკვე მეორედ გაიმართება. ნამუშევრების მიღება 25 მარტიდან დაიწყო და ეს პროცესი 15 აპრილამდე გაგრძელდება...

  • 10:14

    „ლუმიერსი“ - ქართული საკონდიტრო, რომელიც თიბისი ბი...

    ალბათ, მომხმარებლების უმეტეს ნაწილს ნაყინისა და დარიჩინის ტკბილი სურნელის სინთეზზე „ლუმიერსი“ ახსენდება. უფრო კონკრეტულად კი, ამ საკონდიტროს ერთადერთი პროდუქტი — “ტრდელნიკი&rd...

  • 12:23

    თიბისი კონცეპტი და Coaching Lab გიწვევთ ტრენინგ პრ...

    თიბისი კონცეპტის და Coaching Lab-ის პარტნიორობის ფარგლებში, 27-29 მარტს გიწვევთ ტრენინგ პროგრამაზე დასასწრებად - „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“. „გუნდური ქოუჩინგი – ფუნდამენტ...