1 8 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკს Global Finance-ის სპეციალური ჯილდო - ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში Digital Bank of Distinction მიენიჭა

14 სექტემბერი, 2018- მთელი საქართველოს ბანკმა, ქვეყნის წამყვანმა ბანკმა Global Finance-ის სპეციალური ჯილდო- ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში Digital Bank of Distinction მიიღო. საქართველოს ბანკს ჯილდო Global Finance-ის მიერ ორგანიზებულ მესამე, ყოველწლიურ „გამორჩეული ციფრული საბანკო მომსახურების“ დაჯილდოებაზე ერგო. საქართველოს ბანკს ჯილდო  Infosys-ის მსოფლიო დონის ჟიურის წევრების, კონსალტინგის, ტექნოლოგიებისა და აუთსორსინგის სფეროში გლობალური ლიდერების გადაწყვეტილებით მიენიჭა. Global Finance-ის მიერ ხდება იმ ბანკებისა და გამორჩეული ციფრული საბანკო მომსახურების აღიარება, რომლებიც მუდმივად უზრუნველყოფენ საკუთარი საცალო და კორპორატიული კლიენტებისთვის საუკეთესო სერვისის მიწოდებას.

 

„მოხარულები ვართ, რომ საქართველოს ბანკი უკვე ზედიზედ მეორე წელია იღებს  გამორჩეული ციფრული საბანკო მომსახურების ჯილდოს, არამხოლოდ საქართველოში, არამედ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. საქართველოს ბანკი საკუთარ საცალო და კორპორატიულ კლიენტებს სთავაზობს უახლეს ციფრულ საბანკო გადაწყვეტილებებს,  კომფორტულ მომსახურებას და ხელს უწყობს მათი წარმატების მიღწევას ბიზნესსა და ყოველდღიურ ცხოვრებაში. საქართველოს ბანკი გააგრძელებს მუდმივ ზრუნვას, რათა განავითაროს საუკეთესო იდეები ჩვენი მომხმარებლებისთვის კიდევ უფრო ახალი, კომფორტული და თანამედროვე ციფრული სერვისების წარსადგენად“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ.

 

„გამორჩეული ციფრული საბანკო მომსახურებისთვის ჯილდო გადაეცემათ მხოლოდ იმ  ბანკებს, რომლებიც ახორციელებენ მსოფლიო დონის სერვისებს და აჭარბებენ მომხმარებელთა მოლოდინებს“,- განაცხადა Global Finance-ის გამომცემელმა და რედაქტორმა, ჯოზეფ დ. ჯიარაფუტომ. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:54

    თიბისის ბიზნესკლიენტებს SelectUSA სამიტში მონაწილე...

    თიბისი, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან და საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატასთან ერთად, უკვე მეორე წელია ბიზნესკლიენტებს შესაძლებლობას აძლევს ამერიკაში საინვესტიციო სამიტ...

  • 10:08

    თიბისი, ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე, ...

    2025 წელს საქართველო პირველად წარადგენს მოსწავლეთა ეროვნულ ნაკრებს ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე (IOAI). საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციამ GAIA, IOAI-ისგან ეროვნული ნაკრების შერჩ...

  • 16:02

    თიბისი ტექსკოლის მე-5 სეზონზე მთელი საქართველოდან ...

    გაზაფხულის სემესტრზე, თიბისი ტექსკოლაში, უფროსკლასელები, როგორც საქართველოს 12 რეგიონიდან, ასევე, წელს პირველად საზღვარგარეთ მცხოვრები ემიგრანტი მოსწავლეებიც დარეგისტრირდნენ. კონკურსის საფუძველზე 155...

  • 14:21

    Tegeta Commercial Vehicles-მა სომხეთს, EBRD-ის ტენ...

    „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ Tegeta Commercial Vehicles-მა სომხეთს 30 ერთეული სპეციალიზებული სატვირთო ავტომობილი გადასცა. Renault Trucks-ის პრემიუმ ხარისხის 28 ერთეული ნაგავშემ...

  • 12:58

    პრემია „ელისო“ ნამუშევრების მიღებას იწყებს...

    ნატო ვაჩნაძის ფონდი და თიბისი წარმოგიდგენთ პრემია „ელისოს“, რომელიც წელს, 14 ივნისს, უკვე მეორედ გაიმართება. ნამუშევრების მიღება 25 მარტიდან დაიწყო და ეს პროცესი 15 აპრილამდე გაგრძელდება...

  • 10:14

    „ლუმიერსი“ - ქართული საკონდიტრო, რომელიც თიბისი ბი...

    ალბათ, მომხმარებლების უმეტეს ნაწილს ნაყინისა და დარიჩინის ტკბილი სურნელის სინთეზზე „ლუმიერსი“ ახსენდება. უფრო კონკრეტულად კი, ამ საკონდიტროს ერთადერთი პროდუქტი — “ტრდელნიკი&rd...

  • 12:23

    თიბისი კონცეპტი და Coaching Lab გიწვევთ ტრენინგ პრ...

    თიბისი კონცეპტის და Coaching Lab-ის პარტნიორობის ფარგლებში, 27-29 მარტს გიწვევთ ტრენინგ პროგრამაზე დასასწრებად - „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“. „გუნდური ქოუჩინგი – ფუნდამენტ...