1 8 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

HUAWEI-მ 2 ახალი ფერისა და 2 ტყავის ზურგის მქონე P20 Pro სერიის სმარტფონები წარადგინა

მსოფლიო ბაზარზე HUAWEI-ს P20 სერიის სმარტფონების მიმართ ინტერესი არ ცხრება და კომპანიის ოფიციალური მონაცემების მიხედვით ამ დროისთვის 10 მილიონი, P20 სერიის სმარტფონია გაყიდული.  ეს მნიშვნელოვანი მოვლენა  მომხმარებელთა ნდობის შედეგია და ასევე  იმ ინოვაციური ტექნოლოგიების  სიყვარულით არის განპირობებული, რომელიც HUAWEI-მ ფოტოგრაფიული ხაზით შეიმუშავა.

„მოხარულები ვართ იმის გამო, თუ რა კარგად მიიღო გლობალურმა მომხმარებელმა ჩვენი უახლესი პროდუქტები. 10 მილიონიან ნიშნულზე გადაბიჯებით ჩვენ საკუთარ თავს კვლავ მაღალი ბერკეტი დავუყენეთ, თუმცა იმედი გვაქვს  სამომავლოდ უფრო დიდ შედეგს მივიღებთ. ეს გვაძლევს სტიმულს გავაგრძელოთ იმის კეთება, რაც საუკეთესოდ გამოგვდის - მომხმარებლისთვის უახლესი ინოვაციების შეთავაზება,“ - განცხადა HUAWEI-ს მომხმარებელთა ბიზნეს ჯგუფის (CBG) ტექნოლოგიური მოწყობილობების ბიზნესის პრეზიდენტმა კევინ ჰომ.

10 მილიონიანი გაყიდვების აღსანიშნავად HUAWEI-მ 2 ახალი ფერის,  მუქი ლურჯი (Blueback) და მარგალიტისფერი (Pearl White),  ასევე ტყავის ზედაპირის მქონე,  P20 Pro სერიის სმარტფონები  წარადგინა. შთაგონებული ფერების გამოყენებით, HUAWEI-მ კიდევ უფრო გააფართოვა უაღრესად პოპულარული გარდამავალი ფერების არჩევანი.

კომპანია HUAWEI-მ ახალი ფერის P20 სერიის  სმარტფონები, ბერლინში, IFA-ს რიგირთ მეათე გამოფენა-გაყიდვაზე წარადგინა. ახალი ფერებისა და ზედაპირის  მქონე სმრატფონები მომხმარებლებისთბის ხელმისაწავდომია 5 სექტემბრიდან .

გასათვალისწინებელია,  რომ ტყავის ზედაპირი მხოლოდ HUAWEI P20 Pro-ს მოდელებს ექნებათ.

სპეციალისტების განმარტებით ახალი მოდელების მიმართ დამოკიდებულება უჩვეულოა, რადგან „ჩვენ მიჩვეულები ვართ შუშის, მეტალის ან პლასტმასის კორპუსებს, თუმცა ამ დახვეწილი დიზაინის შედარება შესაძლებელია ძვირადღირებული, პრემიუმ-ბრენდის საფულესთანაც კი. P20 Pro-ს ახალი, მოოქროსფერო ყავისფერი და ელეგანტური შავი ფერის მქონე ტყავის ზედაპირები შექმნილია იმისათვის, რომ „შეავსონ“ მომხმარებლის ჩაცმულობა და სწორედ ამის გამო მათ აქვთ  უნივერსალური ფერი, რომელიც ყველანაირ სტილს უხდება.

HUAWEI-ის პროდუქტები და სერვისები ხელმისაწვდომია 170-ზე მეტ ქვეყანაში და გამოიყენება მსოფლიოს მოსახლეობის მესამედის მიერ.  მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს თექვსმეტი კვლევისა და განვითარების ცენტრი აშშ-ში, გერმანიაში, შვედეთში, რუსეთში, ინდოეთსა და ჩინეთში.  HUAWEI Consumer BG არის HUAWEI სამი ბიზნეს ერთეულიდან ერთ-ერთი, მათ ძირითად მიმართულებას სმარტფონების, პერსონალური კომპიუტერების, ტაბლეტებისა და ქლაუდ სერვისების წარმოება წარმოადგენს.  HUAWEI-ის გლობალური ქსელი ეყრდნობა ტელეკომუნიკაციის ბიზნესში 20 წლიან გამოცდილოებას და ემსახურება მომხმარებლისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების შეთავაზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:54

    თიბისის ბიზნესკლიენტებს SelectUSA სამიტში მონაწილე...

    თიბისი, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან და საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატასთან ერთად, უკვე მეორე წელია ბიზნესკლიენტებს შესაძლებლობას აძლევს ამერიკაში საინვესტიციო სამიტ...

  • 10:08

    თიბისი, ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე, ...

    2025 წელს საქართველო პირველად წარადგენს მოსწავლეთა ეროვნულ ნაკრებს ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე (IOAI). საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციამ GAIA, IOAI-ისგან ეროვნული ნაკრების შერჩ...

  • 16:02

    თიბისი ტექსკოლის მე-5 სეზონზე მთელი საქართველოდან ...

    გაზაფხულის სემესტრზე, თიბისი ტექსკოლაში, უფროსკლასელები, როგორც საქართველოს 12 რეგიონიდან, ასევე, წელს პირველად საზღვარგარეთ მცხოვრები ემიგრანტი მოსწავლეებიც დარეგისტრირდნენ. კონკურსის საფუძველზე 155...

  • 14:21

    Tegeta Commercial Vehicles-მა სომხეთს, EBRD-ის ტენ...

    „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ Tegeta Commercial Vehicles-მა სომხეთს 30 ერთეული სპეციალიზებული სატვირთო ავტომობილი გადასცა. Renault Trucks-ის პრემიუმ ხარისხის 28 ერთეული ნაგავშემ...

  • 12:58

    პრემია „ელისო“ ნამუშევრების მიღებას იწყებს...

    ნატო ვაჩნაძის ფონდი და თიბისი წარმოგიდგენთ პრემია „ელისოს“, რომელიც წელს, 14 ივნისს, უკვე მეორედ გაიმართება. ნამუშევრების მიღება 25 მარტიდან დაიწყო და ეს პროცესი 15 აპრილამდე გაგრძელდება...

  • 10:14

    „ლუმიერსი“ - ქართული საკონდიტრო, რომელიც თიბისი ბი...

    ალბათ, მომხმარებლების უმეტეს ნაწილს ნაყინისა და დარიჩინის ტკბილი სურნელის სინთეზზე „ლუმიერსი“ ახსენდება. უფრო კონკრეტულად კი, ამ საკონდიტროს ერთადერთი პროდუქტი — “ტრდელნიკი&rd...

  • 12:23

    თიბისი კონცეპტი და Coaching Lab გიწვევთ ტრენინგ პრ...

    თიბისი კონცეპტის და Coaching Lab-ის პარტნიორობის ფარგლებში, 27-29 მარტს გიწვევთ ტრენინგ პროგრამაზე დასასწრებად - „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“. „გუნდური ქოუჩინგი – ფუნდამენტ...