1 8 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

EISA-მ 2018-2019 წლის საუკეთესო სმარტფონად HUAWEI P20 Pro დაასახელა

ევროპის ფოტოსა და ხმის ასოციაციამ (EISA) 2018-2019 წლის საუკეთესო სმარტფონად HUAWEI P20 Pro დაასახელა. ნომინაციაში გამარჯვება სმარტფონს დახვეწილმა დიზაინმა, გამძლე ელემენტმა, უსწრაფესი დატენვის ფუნქციამ და რა თქმა უნდა, საუკეთესო კამერამ მოუტანა.

EISA-მ ლეიკასთან ერთად შემუშავებული, სამი კამერის მქონე HUAWEI P20 Pro შეაფასა როგორც ინოვაციური და ტექნიკურად ყველაზე განვითარებული სმარტფონი მსოფლიოში, რომელიც მომხმარებლების საუკეთესო პარტნიორია ნებისმიერ სიტუაციაში.

მნიშვნელოვანია, რომ ყოველ წელს EISA-ს დაჯილდოებაზე განიხილავენ და აფასებენ იმ ახალ პროდუქტებს, რომლებიც აღჭურვილია ყველაზე განვითარებული და ინოვაციური ტექნოლოგიებით და მომხმარებლისთვის სასურველი, საჭირო მახასიათებლებით. დაჯილდოების კატეგორიები ყოველ წელს იცვლება, თუმცა EISA-ს საბოლოო გამარჯვებული თავის კატეგორიაში საუკეთესოა. ექსპერტების და სპეციალისტების განმარტებით, EISA-ს ჯილდოს მიღება კომპანიისთვის ძალიან დიდი პატივია. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მისი ჯილდოებით  HUAWEI განებივრებულია. შარშან, EISA-ს ჯილდო კომპანიის მიერ წარმოებულ სხვადასხვა მოდელებს სხვადასხვა კატეგიორიაში მიენიჭა.  კერძოდ,  HUAWEI P10  “EISA-ს სმარტფონის კამერა 2017-2018"-ად,  HUAWEI Watch 2 “EISA-ს სატარებელ მოწყობილობა 2017-2018”-ად და HUAWEI P9 “ევროპის მომხმარებელთა სმარფონი 2016-2017.-ად” დაასახელა.

ევროპის ფოტოსა და ხმის ასოციაცია (EISA) აერთიანებს 55-ზე მეტ პრესტიჟულ ტექნოლოგიურ გამოცემას.  ასოციაციის წევრი ჟურნალები  მომხმარებლებს აწვდიან რეგულარულ და მიუკერძოებელ ტექნოლოგიურ  შეფასებებს ახალი პროდუქტების შესახებ. ასოციაციაში ჩართული გამოცემების რაოდენობა თანდათან უფრო  ფართოვდება და ამჟამად ავსტარალიისა და ამერიკის უმსხვილეს ტექნოლოგიურ გამოცემებთან ერთად მოიცავს ევროპის 25 ქვეყნის გამოცემებსაც. პროდუქტების ნომინირება მათივე შეფასებებზე დაყრდნობით მიმდიანრეობს, თითოეული გამოცემა ირჩევს რამდენიმე პროდუქტს, რომელიც მათი შეხედულებით საუკეათესოა. საბოლოოდ,  ხმის მიცემის პროცედურა წლიური გენერალური შეხედრისას  (AGM) იმართება.

HUAWEI-ის პროდუქტები და სერვისები ხელმისაწვდომია 170-ზე მეტ ქვეყანაში და გამოიყენება მსოფლიოს მოსახლეობის მესამედის მიერ.  მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს თექვსმეტი კვლევისა და განვითარების ცენტრი აშშ-ში, გერმანიაში, შვედეთში, რუსეთში, ინდოეთსა და ჩინეთში.  HUAWEI Consumer BG არის HUAWEI სამი ბიზნეს ერთეულიდან ერთ-ერთი, მათ ძირითად მიმართულებას სმარტფონების, პერსონალური კომპიუტერების, ტაბლეტებისა და ქლაუდ სერვისების წარმოება წარმოადგენს.  HUAWEI-ის გლობალური ქსელი ეყრდნობა ტელეკომუნიკაციის ბიზნესში 20 წლიან გამოცდილოებას და ემსახურება მომხმარებლისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების შეთავაზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:54

    თიბისის ბიზნესკლიენტებს SelectUSA სამიტში მონაწილე...

    თიბისი, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან და საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატასთან ერთად, უკვე მეორე წელია ბიზნესკლიენტებს შესაძლებლობას აძლევს ამერიკაში საინვესტიციო სამიტ...

  • 10:08

    თიბისი, ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე, ...

    2025 წელს საქართველო პირველად წარადგენს მოსწავლეთა ეროვნულ ნაკრებს ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე (IOAI). საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციამ GAIA, IOAI-ისგან ეროვნული ნაკრების შერჩ...

  • 16:02

    თიბისი ტექსკოლის მე-5 სეზონზე მთელი საქართველოდან ...

    გაზაფხულის სემესტრზე, თიბისი ტექსკოლაში, უფროსკლასელები, როგორც საქართველოს 12 რეგიონიდან, ასევე, წელს პირველად საზღვარგარეთ მცხოვრები ემიგრანტი მოსწავლეებიც დარეგისტრირდნენ. კონკურსის საფუძველზე 155...

  • 14:21

    Tegeta Commercial Vehicles-მა სომხეთს, EBRD-ის ტენ...

    „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ Tegeta Commercial Vehicles-მა სომხეთს 30 ერთეული სპეციალიზებული სატვირთო ავტომობილი გადასცა. Renault Trucks-ის პრემიუმ ხარისხის 28 ერთეული ნაგავშემ...

  • 12:58

    პრემია „ელისო“ ნამუშევრების მიღებას იწყებს...

    ნატო ვაჩნაძის ფონდი და თიბისი წარმოგიდგენთ პრემია „ელისოს“, რომელიც წელს, 14 ივნისს, უკვე მეორედ გაიმართება. ნამუშევრების მიღება 25 მარტიდან დაიწყო და ეს პროცესი 15 აპრილამდე გაგრძელდება...

  • 10:14

    „ლუმიერსი“ - ქართული საკონდიტრო, რომელიც თიბისი ბი...

    ალბათ, მომხმარებლების უმეტეს ნაწილს ნაყინისა და დარიჩინის ტკბილი სურნელის სინთეზზე „ლუმიერსი“ ახსენდება. უფრო კონკრეტულად კი, ამ საკონდიტროს ერთადერთი პროდუქტი — “ტრდელნიკი&rd...

  • 12:23

    თიბისი კონცეპტი და Coaching Lab გიწვევთ ტრენინგ პრ...

    თიბისი კონცეპტის და Coaching Lab-ის პარტნიორობის ფარგლებში, 27-29 მარტს გიწვევთ ტრენინგ პროგრამაზე დასასწრებად - „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“. „გუნდური ქოუჩინგი – ფუნდამენტ...