1 2 : 1 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ბიზნესდაჯილდოება 2018 იწყება

თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2018 წელს ახალი ნომინაციებითა და პრიზებით ბრუნდება.

უკვე ცნობილ 4 კატეგორიასთან ერთად, წელს კიდევ 2 ახალ ნომინაციაშია შესაძლებელი მონაწილეობის მიღება: „წლის ქალი მეწარმე“ და „ბიზნესი დადებითი გავლენისთვის“.

 

2018 წლის ნომინაციებია:    

1.    წლის ბიზნესი

2.    წლის ქართული პროდუქტი

3.    წლის ტურისტული ბიზნესი

4.    წლის ქალი მეწარმე

5.    წლის სტარტაპი

6.    ბიზნესი დადებითი გავლენისთვის

 

თიბისი ბანკმა დღეს პროექტი პარტნიორებთან ერთად წარადგინა. ბიზნსესდაჯილდოება 2018-ის პარტნიორები არიან „აწარმოე საქართველოში“, EBRD, Impact Hub, EFSE. თითოეული მათგანი ერთ ნომინაციას წარმოადგენს.

ნომინაცია „ბიზნესი დადებითი გავლენისთვის“ წარმოაჩენს ისეთ ბიზნესებს, რომლებიც დადებით  გავლენას ახდენენ საზოგადოებაზე, წვლილი შეაქვთ ისეთი სფეროების განვითარებაში, როგორიცაა განათლება, კულტურა, გარემოს დაცვა. ხოლო ნომინაციაში „წლის ქალი მეწარმე“ შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ისეთმა კომპანიამ, რომლის წილის მფლობელია ქალი.

ერთ კომპანიას შეუძლია სასურველი 6 ნომინაციიდან ერთ-ერთში დარეგისტრირდეს. წელს გამარჯვებულებისთვის განსაკუთრებული, სამი კატეგორიის ჯილდოა დაწესებული. გამარჯვებულებს შეეძლებათ საკუთარი ბიზნესსაჭიროებიდან გამომდინარე აირჩიონ ჯილდო:

 

1.      ციფრული სტრატეგია და ახალი ვებ-გვერდი:

თანამედროვე სამყაროში ბიზნესის წარმატებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ციფრულ არხებში საკუთარი საქმიანობის წარმოჩენა და მომხმარებელთან გამართული კომუნიკაცია, რასაც სწორი ციფრული სტრატეგია უზრუნველყოფს. აღნიშნული ჯილდოს არჩევის შემთხვევაში, გამარჯვებული ბიზნესის საჭიროებებზე მორგებული ციფრული სტრატეგია დაიგეგმება და ახალი ვებ-გვერდი მომზადდება.

 

2.    ბრენდ-სტრატეგია და საიმიჯო კამპანია:

იმისათვის, რომ ბიზნესის ღირებულებები სწორად განისაზღვროს, აუცილებელია ბრენდ-პლატფორმა, რომელიც მომავალში სწორი საკომუნიკაციო სტრატეგიის შექმნას, ასევე მომხმარებელთან გრძელვადიანი და მჭიდრო ურთიერთობის დამყარებას უზრუნველყოფს. აღნიშნული ჯილდოს არჩევის შემთხვევაში გამარჯვებული ბიზნესისათვის სტრატეგიული ბრენდ-პლატფორმა შეიქმნება და ახალი საიმიჯო რგოლი დამზადდება.

 

3.    პროგრამული გადაწყვეტა (პროგრამული უზრუნველყოფა):

ბიზნესებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ყოველდღიური პროცესების გამარტივება და მათი ავტომატიზება, რაც ადამიანური და დროის რესურსების დაზოგვას უზრუნველყოფს. ამ ჯილდოს არჩევის შემთხვევაში, გამარჯვებული კომპანიის ბიზნესპროცესები გაანალიზდება  და მისთის  საჭირო პროგრამული უზრუნველყოფა: კომპიუტერული პროგრამა, მობილური აპლიკაცია თუ ვებ-სერვისი შეირჩევა.

 

თიბისის ბიზნესდაჯილდოება ემსახურება საქართველოში ბიზნესსოციუმის განვითარებას და ბიზნესების მხარდაჭერას. დაჯილდოება უკვე მესამე წელია მიმდინარეობს, საზოგადოებას ყოველწლიურად აცნობს სხვადასხვა ბიზნესსექტორში მოქმედი კომპანიების წარმატების ისტორიებს და პოპულარიზაციას უწევს ბიზნესის კეთებას საქართელოში.

 

2 წლის მანძილზე თიბისის ბიზნესდაჯილდოების პლატფორმამ 1200-მდე წევრი გააერთიანა, რომლებმაც საკუთარი ბიზნესის წარმატების ისტორია მთელს საქართველოს გაუზიარეს.

 

რეგისტრაცია  17 სექტემბერს დაიწყება! ნოემბერში დამოუკიდებელი ჟიური ფინალისტებს გამოავლენს, ხოლო გამარჯვებულების ვინაობა დეკემბერში გაირკვევა.

სიახლეების გასაცნობად და დეტალური ინფორმაციის მისაღებად  ეწვიეთ ვებ - გვერდს : www.businessaward.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:54

    ბორჯღალოსნები მე-17 ტიტულის მოლოდინში - წინ ფინალი...

    საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში რუმინეთი 43:5 დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც ესპანეთთან დაპირისპირება ელის. ამასთან, ბორჯღალოსნებმა ანთიმოზ ივერი...

  • 13:15

    თიბისის ტექსკოლის ახალ ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო...

    თიბისი, საგანმანათლებლო ინიციატივების ფარგლებში, აგრძელებს სხვადასხვა პროგრამის განვითარებას და უფროსკლასელებისთვის თიბისის ტექსკოლის ახალი ნაკადის მიღებას იწყებს. თიბისი ყოველთვის ითვალისწინებს ახა...

  • 13:04

    თიბისი ბიზნესის ინიციატივით, ბათუმში პანელური დის...

    თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია - “ხუთშაბათის შეხვედრები” ბრუნდება. 2025 წლის პირველი ღონისძიება ბათუმში, 13 მარტს ჩატარდება და ის ორგანიზაციული ზრდის გამოწვევების თემატიკას და...

  • 12:57

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Kaizen Global Award-ის ჯილ...

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ კაიზენის 2024 წლის გლობალური ჯილდოს მფლობელია. კაიზენის ჯილდო ტოიოტას სადილეროებს ყოველწლიურად, სხვადასხვა კრიტერიუმით შეფასების შემდეგ, გადაეცემათ. იაპონური ბრენდი...

  • 19:26

    „ვოლვო ქარ კავკასია“ მესამე წელია Excellence Club-...

    „ვოლვო ქარ კავკასია” Excellence Club-ის ჯილდოს არ თმობს. Volvo Cars EMEA-ს ყოველწლიურ ბიზნესკონფერენციაზე კომპანიამ მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. Excellence Club-ის ჯილდოსთვის შედ...

  • 14:41

    თიბისი კონცეპტის აეროპორტის სერვისები უკვე მობაილბ...

    თიბისი კონცეპტის სამოგზაურო უპირატესობები ახლა უკვე ერთ სივრცეში -მობაილბანკშია ხელმისაწვდომი. კონცეპტ მომხმარებლებს თიბისის მობაილბანკის შეთავაზებების გვერდზე აეროპორტის სერვისები დაგხვდებათ, სადაც ...

  • 13:09

    არანაირი საკომისიო - უმარტივესად გადაიხადეთ ამანათ...

    12 მარტიდან 12 აპრილამდე, ყველა მომხმარებელს ექნება საშუალება, თიბისის მობაილბანკიდან უმარტივესად გადაიხადოს ამანათის ტრანსპორტირების თანხა. ამანათის გამოწერისას, მისი ტრანსპორტირების თანხას გადამზი...