1 8 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი სტუდენტების სტაჟირება-დასაქმების პროგრამას იწყებს

18 ივლისი, 2018- მთელი საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, საქართველოს ბანკის უნივერსიტეტთან ერთად სტუდენტების სტაჟირება/დასაქმების ხელშეწყობის პროგრამის დაწყების შესახებ განაცხადა. პროგრამა ითვალისწინებს საბაკალავრო საფეხურის  მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტებისთვის საქართველოს ბანკში სტაჟირების გავლას შემდეგი მიმართულებებით: ინფორმაციული ტექნოლოგიები; მარკეტინგი (ბრენდინგი, PR, შიდა ბრენდინგი); მენეჯმენტი (HR -ადმინისტრირება, შერჩევა, ტრენინგები, შეფასება და განვითარება); ფინანსები (კორპორაციული რეპორტინგი, ბიუჯეტირება, ბიზნეს რეპორტინგი, ბილინგი, დებიტორებისა და კრედიტორების მართვა).

 

პროექტი ხელს შეუწყობს სტუდენტების პროფესიულ განვითარებას, მათი პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებას და კარიერული გეგმების განსაზღვრას, რაც წარმატებულ სტაჟიორებს შესაძლებლობას მისცემს აითვისონ კომპანიაში არსებული ვაკანტური ადგილები. თავის მხრივ, კომპანიას ეძლევა შესაძლებლობა შექმნას  შესაბამისი საკადრო რეზერვი.

 

„საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია განათლების მხარდაჭერა, განსაკუთრებით სტუდენტთა სტაჟირების ხელშეწყობა.  ვფიქრობთ, ქვეყნის წამყვან კომპანიაში სტაჟირება პროგრამის მონაწილეებს მისცემს შესაძლებლობას  აიმაღლონ კვალიფიკაცია, გაიღრმავონ პრაქტიკა მათთვის საინტერესო სფეროებში მუშაობით და ასევე, შეიძინონ ახალი უნარ-ჩვევები“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ.

 

„ის, რაც საქართველოს ბანკის უნივერსიტეტს გამოარჩევს სხვა სასწავლებლებისგან, არის ჩვენი სურვილი, სტუდენტებს დავეხმაროთ იპოვონ თავიანთი ნამდვილი ინტერესის სფერო, დავანახოთ მათ,  რამდენად მნიშვნელოვანია ცოდნა და ყოველი წინ გადადგმული ნაბიჯი როგორც საკუთარი მომავლისთვის, ასევე მთლიანად ქვეყნისათვის. სტაჟირების შედეგად მიღებული გამოცდილება სტუდენტებს მისცემს შესაძლებლობას  შეცვალონ ან შექმნან რამე ღირებული თავიანთ სფეროში”,- განაცხადა საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის რექტორმა, აკაკი ხელაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:54

    თიბისის ბიზნესკლიენტებს SelectUSA სამიტში მონაწილე...

    თიბისი, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან და საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატასთან ერთად, უკვე მეორე წელია ბიზნესკლიენტებს შესაძლებლობას აძლევს ამერიკაში საინვესტიციო სამიტ...

  • 10:08

    თიბისი, ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე, ...

    2025 წელს საქართველო პირველად წარადგენს მოსწავლეთა ეროვნულ ნაკრებს ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე (IOAI). საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციამ GAIA, IOAI-ისგან ეროვნული ნაკრების შერჩ...

  • 16:02

    თიბისი ტექსკოლის მე-5 სეზონზე მთელი საქართველოდან ...

    გაზაფხულის სემესტრზე, თიბისი ტექსკოლაში, უფროსკლასელები, როგორც საქართველოს 12 რეგიონიდან, ასევე, წელს პირველად საზღვარგარეთ მცხოვრები ემიგრანტი მოსწავლეებიც დარეგისტრირდნენ. კონკურსის საფუძველზე 155...

  • 14:21

    Tegeta Commercial Vehicles-მა სომხეთს, EBRD-ის ტენ...

    „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ Tegeta Commercial Vehicles-მა სომხეთს 30 ერთეული სპეციალიზებული სატვირთო ავტომობილი გადასცა. Renault Trucks-ის პრემიუმ ხარისხის 28 ერთეული ნაგავშემ...

  • 12:58

    პრემია „ელისო“ ნამუშევრების მიღებას იწყებს...

    ნატო ვაჩნაძის ფონდი და თიბისი წარმოგიდგენთ პრემია „ელისოს“, რომელიც წელს, 14 ივნისს, უკვე მეორედ გაიმართება. ნამუშევრების მიღება 25 მარტიდან დაიწყო და ეს პროცესი 15 აპრილამდე გაგრძელდება...

  • 10:14

    „ლუმიერსი“ - ქართული საკონდიტრო, რომელიც თიბისი ბი...

    ალბათ, მომხმარებლების უმეტეს ნაწილს ნაყინისა და დარიჩინის ტკბილი სურნელის სინთეზზე „ლუმიერსი“ ახსენდება. უფრო კონკრეტულად კი, ამ საკონდიტროს ერთადერთი პროდუქტი — “ტრდელნიკი&rd...

  • 12:23

    თიბისი კონცეპტი და Coaching Lab გიწვევთ ტრენინგ პრ...

    თიბისი კონცეპტის და Coaching Lab-ის პარტნიორობის ფარგლებში, 27-29 მარტს გიწვევთ ტრენინგ პროგრამაზე დასასწრებად - „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“. „გუნდური ქოუჩინგი – ფუნდამენტ...