1 8 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი სტატუსი და კომპანია ისთერნ პრომოუშენსი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-12 ჯაზ ფესტივალს

თიბისი სტატუსი და კომპანია ისთერნ პრომოუშენსი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-12 ჯაზ ფესტივალს.

19-22 ივლისს, შავი ზღვის სანაპირო რიგით მე-12 ჯაზ ფესტივალს უმასპინძლებს. წლევანდელი ფესტივალის „ჰედლაინერია“ რობერტ პლანტი და “Sensational Space Shifters”. შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალში წელს მონაწილეობენ: ჯგუფი “Trombone Shorty & Orleans Avenue”, DJ Lo Down Loretta Brown aka Erykah Badu, მუსიკოსი Wyclef Jean, R+R=NOW - რობერტ გლასპერის, ტერას მარტინის, ქრისტიან სკოტის, დერიკ ჰოჯის, ტეილორ მაქფერინისა და ჯასთინ ტაისონის შემადგენლობით, DJ “Mop Mop”. 


მანამდე კი, 19 ივლისს 10:45 წუთზე თიბისი სტატუსის ორგანიზებით თბილისიდან ბათუმში ტრადიციული ჯაზ მატარებელი გავა, რომელიც დარეგისტრირებულ მგზავრებს ბევრ თავგადასავალს ჰპირდება! ფესტივალი 19 ივლისს, „Black Sea Arena”-ზე როკის ლეგენდა რობერტ პლანტისა და “Sensational Space Shifters”-ის კონცერტით გაიხსნება. 20, 21 და 22 ივლისის საფესტივალო კონცერტები კი, ტრადიციულად ბათუმის ჩოგბურთის კლუბში გაიმართება.

შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალის ორგანიზატორთა გადაწყვეტილებით, აბონიმენტებთან ერთად, ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი კონცერტების ე.წ. დღიური ბილეთებიც (Day Tickets) გაიყიდება. აღნიშნული გადაწყვეტილება ფესტივალის ორგანიზატორებმა უცხოელი ტურისტებისა და ქართველი მსმენელის თხოვნის გათვალისწინებით მიიღეს. დღიური ბილეთების ფასი 150 ლარიდან დაიწყება. ბილეთების შეძენა ტრადიციულად ონლაინ tkt.ge-ზე იქნება შესაძლებელი.

შავი ზღვის რიგით მე-12 ჯაზ-ფესტივალი “Check in Georgia”-ს ფარგლებში გაიმართება.
ფესტივალის პროგრამა:

19.07.2018 – Black Sea Arena - რობერტ პლანტი და „Sensational Space Shifters”

19.07.2018 – ბათუმის ჩოგბურთი კლუბი - House Band Mop-Mop

20.07.2018 - ბათუმის ჩოგბურთის კლუბი - TromboneShorty და Orleans Avenue

20.07.2018 - ბათუმის ჩოგბურთის კლუბი - DJ LO Loretta Brown Aka Erykah Badu

21.07.2018 - ბათუმის ჩოგბურთის კლუბი - Wyclef Jean

21.07.2018 - ბათუმის ჩოგბურთის კლუბი - House Band Mop-Mop

22.07.2018 - ბათუმის ჩოგბურთის კლუბი - ბენდი R+R Now - რობერტ გლასპერის, ტერას მარტინის, ქრისტიან სკოტის, დერიკ ჰოჯის, ტეილორ მაკფერინისა და ჯასთინ ტაისონის შემადგენლობით.

22.07.2018 - ბათუმის ჩოგბურთის კლუბი - House Band Mop-Mop

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:54

    თიბისის ბიზნესკლიენტებს SelectUSA სამიტში მონაწილე...

    თიბისი, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან და საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატასთან ერთად, უკვე მეორე წელია ბიზნესკლიენტებს შესაძლებლობას აძლევს ამერიკაში საინვესტიციო სამიტ...

  • 10:08

    თიბისი, ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე, ...

    2025 წელს საქართველო პირველად წარადგენს მოსწავლეთა ეროვნულ ნაკრებს ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე (IOAI). საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციამ GAIA, IOAI-ისგან ეროვნული ნაკრების შერჩ...

  • 16:02

    თიბისი ტექსკოლის მე-5 სეზონზე მთელი საქართველოდან ...

    გაზაფხულის სემესტრზე, თიბისი ტექსკოლაში, უფროსკლასელები, როგორც საქართველოს 12 რეგიონიდან, ასევე, წელს პირველად საზღვარგარეთ მცხოვრები ემიგრანტი მოსწავლეებიც დარეგისტრირდნენ. კონკურსის საფუძველზე 155...

  • 14:21

    Tegeta Commercial Vehicles-მა სომხეთს, EBRD-ის ტენ...

    „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ Tegeta Commercial Vehicles-მა სომხეთს 30 ერთეული სპეციალიზებული სატვირთო ავტომობილი გადასცა. Renault Trucks-ის პრემიუმ ხარისხის 28 ერთეული ნაგავშემ...

  • 12:58

    პრემია „ელისო“ ნამუშევრების მიღებას იწყებს...

    ნატო ვაჩნაძის ფონდი და თიბისი წარმოგიდგენთ პრემია „ელისოს“, რომელიც წელს, 14 ივნისს, უკვე მეორედ გაიმართება. ნამუშევრების მიღება 25 მარტიდან დაიწყო და ეს პროცესი 15 აპრილამდე გაგრძელდება...

  • 10:14

    „ლუმიერსი“ - ქართული საკონდიტრო, რომელიც თიბისი ბი...

    ალბათ, მომხმარებლების უმეტეს ნაწილს ნაყინისა და დარიჩინის ტკბილი სურნელის სინთეზზე „ლუმიერსი“ ახსენდება. უფრო კონკრეტულად კი, ამ საკონდიტროს ერთადერთი პროდუქტი — “ტრდელნიკი&rd...

  • 12:23

    თიბისი კონცეპტი და Coaching Lab გიწვევთ ტრენინგ პრ...

    თიბისი კონცეპტის და Coaching Lab-ის პარტნიორობის ფარგლებში, 27-29 მარტს გიწვევთ ტრენინგ პროგრამაზე დასასწრებად - „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“. „გუნდური ქოუჩინგი – ფუნდამენტ...