1 8 : 4 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისის შექმნილ პირველ ქართულ ჩათ ბოტს ახალი ფუნქციები დაემატა

თი ბოტი  მესენჯერ აპლიკაციაში თიბისის ჩატ ბოტია, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია საბანკო ოპერაციების შესრულება (თანხის გადარიცხვა, ბალანსის შემოწმება, მობილური ბალანსის შევსება), ინფორმაციის მიღება (დაგეგმილი ივენთების, ახლომდებარე ბანკომატების, ამინდის შესახებ) და TKT.GE-დან ბილეთების შეძენა.

 

ახლა თი ბოტს ინოვაციური ფუნქციები - ხმოვანი შეტყობინება და თი ტრანსფერი დაემატა:

თის ახალი შესაძლებლობის გამოყენებით მომხმარებელი ზემოთხსენებული აქტივობების შესრულებას უკვე ხმოვანი შეტყობინებების გაგზავნითაც შეძლებს. თი ბოტი იგებს ხმოვანი შეტყობინებით მიღებულ დავალებებს და შესაბამისად, რეაგირებს მასზე.

ბოტის ახალი ფუნქციის გამოყენებისთვის მომხმარებელმა თი ბოტთან ჩათში უნდა დააჭიროს მიკროფონის ნიშანს და ხმოვანი ბრძანების სახით თხოვოს თის სასურველი ოპერაციის შესრულება. მაგალითად “გადარიცხე გიორგისთან  5 ლარი”, „დღეს რა ამინდია თი“, „ნახე რამდენი მაქვს ბალანსი“ ანგარიშზე, მობილურზე მინდა ფულის ჩარიცხვა. თი ბოტს ესმის ეს ხმოვანი ბრძანებები და  პასუხებს წერილობით რეჟიმში აბრუნებს.

 

თი ტრანსფერის საშუალებით მომხმარებელი თანხის გადარიცხვას მეგობართან  საუბრის დროს მესენჯერის აპლიკაციიდან გაუსვლელად  შეძლებს.

გადარიცხვის შესასრულებლად საჭიროა:

·         შეხვიდეთ მესენეჯრის აპლიკაციაში იმ მეგობართან სასაუბროში, რომელთანაც გსურთ თანხის გადარიცხვა;

·         დააჭიროთ „+“ ღილაკს და აირჩიოთ თი ბოტი (extension-ების მენიუდან);

·         მიუთოთოთ სასურველი ანგარიში და გადასარიცხი თანხა;

·         დაადასტუროთ გადარიცხვა;

·         მეგობარი თანხის ჩარიცხვის შესახებ შეტყობინებას მესენეჯრის საასუბროშივე მიიღებს.

·         „მიიღე თანხის“ დაჭერის შემდეგ კი თანხა ჩაირიცხება მითითებულ ანგარიშზე;

ტექნოლოგიური სიახლე თიბისის მულტიჩენელის განვითარების განყოფილების უფროსმა ზვიად წოწკოლაურმა  9 ივლისს ფაბრიკაში წარადგინა.თიბისის თი ბოტი პირველი ქართულად მოსაუბრე ჩეტ ბოტია და ის კომპანია Pulsar AI -სთან კოლაბორაციით შეიქმნა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:54

    თიბისის ბიზნესკლიენტებს SelectUSA სამიტში მონაწილე...

    თიბისი, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან და საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატასთან ერთად, უკვე მეორე წელია ბიზნესკლიენტებს შესაძლებლობას აძლევს ამერიკაში საინვესტიციო სამიტ...

  • 10:08

    თიბისი, ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე, ...

    2025 წელს საქართველო პირველად წარადგენს მოსწავლეთა ეროვნულ ნაკრებს ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე (IOAI). საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციამ GAIA, IOAI-ისგან ეროვნული ნაკრების შერჩ...

  • 16:02

    თიბისი ტექსკოლის მე-5 სეზონზე მთელი საქართველოდან ...

    გაზაფხულის სემესტრზე, თიბისი ტექსკოლაში, უფროსკლასელები, როგორც საქართველოს 12 რეგიონიდან, ასევე, წელს პირველად საზღვარგარეთ მცხოვრები ემიგრანტი მოსწავლეებიც დარეგისტრირდნენ. კონკურსის საფუძველზე 155...

  • 14:21

    Tegeta Commercial Vehicles-მა სომხეთს, EBRD-ის ტენ...

    „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ Tegeta Commercial Vehicles-მა სომხეთს 30 ერთეული სპეციალიზებული სატვირთო ავტომობილი გადასცა. Renault Trucks-ის პრემიუმ ხარისხის 28 ერთეული ნაგავშემ...

  • 12:58

    პრემია „ელისო“ ნამუშევრების მიღებას იწყებს...

    ნატო ვაჩნაძის ფონდი და თიბისი წარმოგიდგენთ პრემია „ელისოს“, რომელიც წელს, 14 ივნისს, უკვე მეორედ გაიმართება. ნამუშევრების მიღება 25 მარტიდან დაიწყო და ეს პროცესი 15 აპრილამდე გაგრძელდება...

  • 10:14

    „ლუმიერსი“ - ქართული საკონდიტრო, რომელიც თიბისი ბი...

    ალბათ, მომხმარებლების უმეტეს ნაწილს ნაყინისა და დარიჩინის ტკბილი სურნელის სინთეზზე „ლუმიერსი“ ახსენდება. უფრო კონკრეტულად კი, ამ საკონდიტროს ერთადერთი პროდუქტი — “ტრდელნიკი&rd...

  • 12:23

    თიბისი კონცეპტი და Coaching Lab გიწვევთ ტრენინგ პრ...

    თიბისი კონცეპტის და Coaching Lab-ის პარტნიორობის ფარგლებში, 27-29 მარტს გიწვევთ ტრენინგ პროგრამაზე დასასწრებად - „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“. „გუნდური ქოუჩინგი – ფუნდამენტ...