1 8 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„ჯეოპარსი“ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ინსტიტუციურ ინვესტორებთან ურთიერთობის ახალი ეტაპის შესახებ აცხადებს

სუფსის პეტროქიმიური კომპლექსის BFS-ს ვორლეიპარსონს/ადვიზიანის ლონდონის და მადრიდის ოფისები ოქტომბერში დაასრულებენ.
4 ივლისი, თბილისი -- კომპანია „ჯეოპარსი“ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ინსტიტუციურ ინვესტორებთან ურთიერთობის ახალი ეტაპის შესახებ აცხადებს.

 ინვესტორებისთვის, სუფსის ნავთობგადამამუშავებელი და პეტროქიმური კომპლექსის BFS-ს და ბაზრის სრულმასშტაბიან კვლევას, „ვორლეი პარსონს/ადვიზიანის“ და „არგუს მედია ლიმითედის“ საერთაშორისო ოფისები ამზადებენ. 

ანტონ ტველენევი, ადვიზიანის ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნების ქიმიური მიმართულების დირექტორი - მოხარულები ვართ, რომ „ჯეოპარსმა“ ჩვენ შეგვარჩია სუფსის 100,000 BPSD პეტროქიმიური კომპლექსის BFS-ის მოსამზადებლად. როგორც ცნობილია, კომპლექსი მეზობელი პარტნიორი ქვეყნებიდან იმპორტირებულ ნედლ ნავთობს მოიხმარს საწვავის და სხვა პეტროქიმიური პროდუქციის საწარმოებლად. ჩვენ დავიქირავეთ „არგუს მედია ლიმითედის|“ ბრიტანეთის ოფისი ნავთობგადამამუშავებელი და პეტროქიმიური პროდუქციის ბაზრის კვლევის მოსამზადებლად. ჩვენ ერთად ვქმნით ამ პროექტის სრულფასოვან ინტეგრირებულ მოდელს, რომელიც დაზღვეული იქნება ყველა ტიპის ტექნიკური და ფინანსური რისკისგან. ჩვენ ვამუშავებთ პროექტის ისეთ ოპტიმალურ კონფიგურაციას, რომ კომპლექსის ტექნიკური სპეციფიკაციები სრულად შეესაბამებოდეს მსოფლიო კლასის ტექნოლოგიურ სტანდარტებს. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ საქართველოში ვაგრძელებთ მსხვილი და სტრატეგიული პროექტების განხორციელებას.

 ლაშა ქორიძე, ჯეოპარსის დირექტორი - ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „ჯეოპარსი“ საერთაშორისოდ აღიარებულ კომპანიებთან ერთად ინვესტორებთან ურთიერთობის ახალ ეტაპს იწყებს. ივლისის ბოლოს ჩვენ უკვე გვექნება ბაზრის კვლევის შუალედური შედეგები, ოქტომბერში კი უკვე სრული კვლევა. შესაბამისად, ოქტომბრიდან ვიწყებთ პროაქტიულ მუშაობას მსხვილ ფინანსურ ინსტიტუციებთან პროექტის განხორციელების დასაწყებად. 

პროექტის სავარაუდო საინვესტიციო ღირებულება 1,5 მლრდ. დოლარს აჭარბებს. საქართველოს გეოგრაფიულმა მდებარეობამ, ლიბერალურმა საგადასახადო კოდექსმა, კორუფციის დაბალმა დონემ ხელსაყრელი ბიზნესგარემო შექმნა ასეთი მსხვილი და სტრატეგიული საინვესტიციო პროექტის განსახორციელებლად.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:54

    თიბისის ბიზნესკლიენტებს SelectUSA სამიტში მონაწილე...

    თიბისი, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან და საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატასთან ერთად, უკვე მეორე წელია ბიზნესკლიენტებს შესაძლებლობას აძლევს ამერიკაში საინვესტიციო სამიტ...

  • 10:08

    თიბისი, ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე, ...

    2025 წელს საქართველო პირველად წარადგენს მოსწავლეთა ეროვნულ ნაკრებს ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე (IOAI). საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციამ GAIA, IOAI-ისგან ეროვნული ნაკრების შერჩ...

  • 16:02

    თიბისი ტექსკოლის მე-5 სეზონზე მთელი საქართველოდან ...

    გაზაფხულის სემესტრზე, თიბისი ტექსკოლაში, უფროსკლასელები, როგორც საქართველოს 12 რეგიონიდან, ასევე, წელს პირველად საზღვარგარეთ მცხოვრები ემიგრანტი მოსწავლეებიც დარეგისტრირდნენ. კონკურსის საფუძველზე 155...

  • 14:21

    Tegeta Commercial Vehicles-მა სომხეთს, EBRD-ის ტენ...

    „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ Tegeta Commercial Vehicles-მა სომხეთს 30 ერთეული სპეციალიზებული სატვირთო ავტომობილი გადასცა. Renault Trucks-ის პრემიუმ ხარისხის 28 ერთეული ნაგავშემ...

  • 12:58

    პრემია „ელისო“ ნამუშევრების მიღებას იწყებს...

    ნატო ვაჩნაძის ფონდი და თიბისი წარმოგიდგენთ პრემია „ელისოს“, რომელიც წელს, 14 ივნისს, უკვე მეორედ გაიმართება. ნამუშევრების მიღება 25 მარტიდან დაიწყო და ეს პროცესი 15 აპრილამდე გაგრძელდება...

  • 10:14

    „ლუმიერსი“ - ქართული საკონდიტრო, რომელიც თიბისი ბი...

    ალბათ, მომხმარებლების უმეტეს ნაწილს ნაყინისა და დარიჩინის ტკბილი სურნელის სინთეზზე „ლუმიერსი“ ახსენდება. უფრო კონკრეტულად კი, ამ საკონდიტროს ერთადერთი პროდუქტი — “ტრდელნიკი&rd...

  • 12:23

    თიბისი კონცეპტი და Coaching Lab გიწვევთ ტრენინგ პრ...

    თიბისი კონცეპტის და Coaching Lab-ის პარტნიორობის ფარგლებში, 27-29 მარტს გიწვევთ ტრენინგ პროგრამაზე დასასწრებად - „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“. „გუნდური ქოუჩინგი – ფუნდამენტ...