1 8 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი ბანკმა და DEG-მა 70 მლნ აშშ დოლარის ოდენობის სასესხო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი

თიბისი ბანკმა გერმანიის საინვესტიციო და განვითარების საზოგადოებისგან (DEG) 70 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა, რომელიც 7 წლის განმავლობაში, მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებას მოხმარდება.

„აღფრთოვანებული ვართ თიბისი ბანკის მენეჯმენტის პროფესიონალიზმითა და მათ მიერ მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის შეთავაზებული პროდუქტებისა და მომსახურების მაღალი ხარისხით. ჩვენთვის საამაყოა თიბისი ბანკთან სასესხო ხელშეკრულების გაფორმება, რადგან ვთვლით, რომ აღნიშნული რესურსი ბანკის კლიენტებს განვითარებაში, ხოლო ქვეყანას სამუშაო ადგილების შექმნაში შეუწყობს ხელს“, - განაცხადა DEG-ის ფინანსური ინსტიტუტებისა და გერმანიის ბიზნესსაწარმოების სამსახურის უფროსმა, პეტრა კოტემ.

„გვეამაყება, რომ თიბისი ბანკი DEG-ის გრძელვადიანი პარტნიორია. 20 წლის მანძილზე წარმატებული თანამშრომლობის ფარგლებში, DEG-მა თიბისი ბანკს დახმარება გაუწია არაერთი სასესხო პროდუქტის, ტექნიკური დახმარების პროგრამებისა და კაპიტალში ინვესტიციების სახით. აღნიშნული ტრანზაქცია კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ამ ორი ინსტიტუციის წარმატებულ თანამშრომლობას და ვიმედოვნებთ, რომ ეს პარტნიორობა მომავალშიც გაგრძელდება“, - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

DEG 55 წელზე მეტია რაც განვითარებად ბაზრებზე კერძო ორგანიზაციებს უწევს დახმარებას. მხარდაჭერა მოიცავს როგორც ფინანსური რესურსის გამოყოფას, ისე ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ რეკომენდაციებს.

2018 წლის 31 მარტის მონაცემებით, DEG-ის მთლიანი საკრედიტო პორტფელი 37.8%-ს შეადგენს, სადეპოზიტო პორტფელი კი - 38.9%-ს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:54

    თიბისის ბიზნესკლიენტებს SelectUSA სამიტში მონაწილე...

    თიბისი, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან და საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატასთან ერთად, უკვე მეორე წელია ბიზნესკლიენტებს შესაძლებლობას აძლევს ამერიკაში საინვესტიციო სამიტ...

  • 10:08

    თიბისი, ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე, ...

    2025 წელს საქართველო პირველად წარადგენს მოსწავლეთა ეროვნულ ნაკრებს ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე (IOAI). საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციამ GAIA, IOAI-ისგან ეროვნული ნაკრების შერჩ...

  • 16:02

    თიბისი ტექსკოლის მე-5 სეზონზე მთელი საქართველოდან ...

    გაზაფხულის სემესტრზე, თიბისი ტექსკოლაში, უფროსკლასელები, როგორც საქართველოს 12 რეგიონიდან, ასევე, წელს პირველად საზღვარგარეთ მცხოვრები ემიგრანტი მოსწავლეებიც დარეგისტრირდნენ. კონკურსის საფუძველზე 155...

  • 14:21

    Tegeta Commercial Vehicles-მა სომხეთს, EBRD-ის ტენ...

    „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ Tegeta Commercial Vehicles-მა სომხეთს 30 ერთეული სპეციალიზებული სატვირთო ავტომობილი გადასცა. Renault Trucks-ის პრემიუმ ხარისხის 28 ერთეული ნაგავშემ...

  • 12:58

    პრემია „ელისო“ ნამუშევრების მიღებას იწყებს...

    ნატო ვაჩნაძის ფონდი და თიბისი წარმოგიდგენთ პრემია „ელისოს“, რომელიც წელს, 14 ივნისს, უკვე მეორედ გაიმართება. ნამუშევრების მიღება 25 მარტიდან დაიწყო და ეს პროცესი 15 აპრილამდე გაგრძელდება...

  • 10:14

    „ლუმიერსი“ - ქართული საკონდიტრო, რომელიც თიბისი ბი...

    ალბათ, მომხმარებლების უმეტეს ნაწილს ნაყინისა და დარიჩინის ტკბილი სურნელის სინთეზზე „ლუმიერსი“ ახსენდება. უფრო კონკრეტულად კი, ამ საკონდიტროს ერთადერთი პროდუქტი — “ტრდელნიკი&rd...

  • 12:23

    თიბისი კონცეპტი და Coaching Lab გიწვევთ ტრენინგ პრ...

    თიბისი კონცეპტის და Coaching Lab-ის პარტნიორობის ფარგლებში, 27-29 მარტს გიწვევთ ტრენინგ პროგრამაზე დასასწრებად - „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“. „გუნდური ქოუჩინგი – ფუნდამენტ...