1 8 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანიამ ახალი პრემიალური, საკულტო ღვინოების პრეზენტაცია გამართა

“Colors Of Georgia - საქართველოს ფერები“ - ბაროკოს სტილში გადაწყვეტილ გრანდიოზული  ღონისძიება ფოიერვერკით დასრულდა

„ვარდისუბანი,“ „აკურა,“ „ართანა“ - ეს  ის ახალი პრემიალური  საკულტო ღვინოებია, რომლის პრეზენტაცია ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია GWS - მა 23 ივნისს გამართა. კომპანიამ პრემიალური საკულტო ღვინოების კოლექცია „Colors Of Georgia - საქართველოს ფერები“ ბაროკოს სტილში გადაწყვეტილ გრანდიოზულ  ღონისძიებაზე წარადგინა, რომელიც თელავში, აჩინებულში მდებარე ერთ-ერთ უძველეს ღვინის ქარხნის ეზოში მოეწყო.

„საკულტოს ისეთ ღვინოებს უწოდებენ, რომელიც უკვე ცდება პრემიალურ ხაზს და სიმაღლის საზღვრები აღარ გააჩნია. ზოგადად, ბაროკო პორტუგალიური სიტყვაა და თვითნაბად მარგალიტს ნიშნავს.  სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი ღონისძიების მთავარი თემა ბაროკო ყოფილიყო. ეს ის ღვინოებია,რომლებიც ნამდვილად, განსაკუთრებული დღესასწაულის დროს უნდა მივირთვათ,“ - განაცხადა GWS-ის ელჩმა, ქეთი კენკიშვილმა.

ღონისძიებას კომპანია GWS-ის უცხოელი პარტნიორები, დიპლომატიური კორპუსისა და სავაჭრო პალატის წარმომადგენლები დაესწრნენ. მოწვეულ სტუმართა შორის იყო საფრანგეთის ელჩი - პასკალ მენიე.  ასევე ღონისძიებას დაესწრნენ ღვინის ეროვნული ასოციაციის წევრები,  თელავის მერი,  ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, ხელისუფლებისა და ბიზნეს სექტორის  წარმომადგენლები, მედია და  სხვა ოფიციალური პირები. ღონისძიებაზე ასევე მოწვეულები იყვნენ ღვინის ბიზნესის  წარმომადგენლები საფრანგეთიდან, ჩინეთიდან, უკრაინიდან და რუსეთიდან. სტუმრებს GWS - ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ფილიპ ლესპიმ უმასპინძლა.

ვფიქრობ, ხალხმა იცის საქართველოს პოტენციალი ღვინის წარმოების კუთხით. ჩვენ გვინდოდა, რომ ღვინის ეს ხაზი ყოფილიყო სრულიად განსხვავებული.  დღეს ეს ყველაფერი გამოგვივიდა. ეს საუკეთესო ღვინოების ხაზია. ღონისძებაზე GWS-ის ნამდვილ საგანძურს, სამი სახეობის საკულტო ღვინოს „აკურას“, „ართანას“ და „ვარდისუბანს“ წარმოვადგინეთ -  განაცხადა GWS – ის აღმასრულებელმა დირექტორმა ფილიპ ლესპიმ.

 „ნამდვილად, არაჩვეულებრივი გარემო და საღამოა. ძალიან მომწონს ახალი ხაზი. ყოველთვის მიხარია აქ წამოსვლა და ასეთი გემრიელი ღვინის დაგემოვნება,“ - აღნიშნა მსახიობმა, ეკა ჩხეიძემ. 

ღია ცის ქვეშ, „ტკბობის ბაღში“ შეკრებილი სტუმრები, უკვე მესამე წელია რაც GWS - ის ახალ ღვინოებს ეცნობიან და აგემოვნებენ. „ღვინო ძალიან გემრიელია. მიხარია, რომ ქართული წარმოება ფართოვდება. ნებისმიერ კომპანიას,რომელიც ქართულ საქმეს აკეთებს მე ყოველთვის გვერდით დავუდგები და მხარს დავუჭერ. GWS-ის ახალი ღვინოების ხაზი ნამდვილად განსაკუთღებულია,“ - განაცხადა ფოტოხელოვანმა, გოგა ჩანადირმა.

თეატრალიზირებულ და ფერად გარემოს მუსიკით ალამაზებდნენ კამერიული ანსაბლი, მარიკო ებრალიძე და ლევან მასპინძელაშვილი. კომპანიის ღვინის ახალმა ხაზმა და სასიამოვნო გარემომ მოწვეული სტუმრებისგან ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა. ღონისძიება ფოიერვერკით დასრულდა.

2016 წელს, კომპანიამ ქარხნის 40 წლის იუბილე აღნიშნა, სადაც წარმოდგენილი იყო ბრენდი „ვისმინო“. ღონისძიების ფარგლებში ასევე მოეწყო ტური და პროდუქტის დეგუსტაცია. შარშან კი სტუმრები „ბახუსის ზეიმზე“ იხმო და „თამადას დიდებული რეზერვი და ქვევრი“ დააგემოვნებინა. ღონისძიების მიზანს სწორედ, დროსტარების, ღვინით თრობისა და მისგან სიამოვნების მიღების ტრადიციის აღდგენა - გაცოცხლება და გათანამედროება წარმოადგენდა - როგორ ზეიმობდნენ ბახუსს ჩვენს წელთაღრიცხვამდე და როგორ აღნიშნავენ ზეიმს 21- საუკუნეში.

GWS - ერთ-ერთი უძველესი და ცნობილი ღვინის საწარმოა საქართველოში, რომელიც  1993 წელს  თელავში, აჩინებულში მდებარე, ჯერ კიდევ, 1976 წელს დაარსებული უძველესი ღვინის საწარმოს „თელავი 2“ -ის ბაზაზე შეიქმნა. დღესდღეობით, “GWS”-ის მფლობელობაში  350 ჰექტარი ვენახია. ვენახების უმრავლესობა 15-25 წლისაა. მათგან 280-ს წითელი ყურძნის სახეობები იკავებს, დანარჩენი 120  კი, თეთრ ჯიშებს ეკუთვნის.  70%  ქართული ტრადიციული ყურძნის ჯიშები წარმოადგებს, 30% კი, საერთაშორისო ცნობილი სახეობებია.  კომპანია აწარმოებს წყნარი ღვინის, ცქრიალა ღვინოსა და მაღალ ალკოჰოლურ პროდუქტებს, რომელიც თამადას, ძველი თბილისის, ადამანტი, ვისმინოსა და ელიბოს სახითაა ცნობილი. სულ მალე კი მომხმარებელს საკუთარი ვენახებიდან ბიო-ტექნოლოგიის გამოყენებით შექმნილ ღვინოს წარუდგენს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:54

    თიბისის ბიზნესკლიენტებს SelectUSA სამიტში მონაწილე...

    თიბისი, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან და საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატასთან ერთად, უკვე მეორე წელია ბიზნესკლიენტებს შესაძლებლობას აძლევს ამერიკაში საინვესტიციო სამიტ...

  • 10:08

    თიბისი, ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე, ...

    2025 წელს საქართველო პირველად წარადგენს მოსწავლეთა ეროვნულ ნაკრებს ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე (IOAI). საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციამ GAIA, IOAI-ისგან ეროვნული ნაკრების შერჩ...

  • 16:02

    თიბისი ტექსკოლის მე-5 სეზონზე მთელი საქართველოდან ...

    გაზაფხულის სემესტრზე, თიბისი ტექსკოლაში, უფროსკლასელები, როგორც საქართველოს 12 რეგიონიდან, ასევე, წელს პირველად საზღვარგარეთ მცხოვრები ემიგრანტი მოსწავლეებიც დარეგისტრირდნენ. კონკურსის საფუძველზე 155...

  • 14:21

    Tegeta Commercial Vehicles-მა სომხეთს, EBRD-ის ტენ...

    „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ Tegeta Commercial Vehicles-მა სომხეთს 30 ერთეული სპეციალიზებული სატვირთო ავტომობილი გადასცა. Renault Trucks-ის პრემიუმ ხარისხის 28 ერთეული ნაგავშემ...

  • 12:58

    პრემია „ელისო“ ნამუშევრების მიღებას იწყებს...

    ნატო ვაჩნაძის ფონდი და თიბისი წარმოგიდგენთ პრემია „ელისოს“, რომელიც წელს, 14 ივნისს, უკვე მეორედ გაიმართება. ნამუშევრების მიღება 25 მარტიდან დაიწყო და ეს პროცესი 15 აპრილამდე გაგრძელდება...

  • 10:14

    „ლუმიერსი“ - ქართული საკონდიტრო, რომელიც თიბისი ბი...

    ალბათ, მომხმარებლების უმეტეს ნაწილს ნაყინისა და დარიჩინის ტკბილი სურნელის სინთეზზე „ლუმიერსი“ ახსენდება. უფრო კონკრეტულად კი, ამ საკონდიტროს ერთადერთი პროდუქტი — “ტრდელნიკი&rd...

  • 12:23

    თიბისი კონცეპტი და Coaching Lab გიწვევთ ტრენინგ პრ...

    თიბისი კონცეპტის და Coaching Lab-ის პარტნიორობის ფარგლებში, 27-29 მარტს გიწვევთ ტრენინგ პროგრამაზე დასასწრებად - „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“. „გუნდური ქოუჩინგი – ფუნდამენტ...