1 8 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

მთელი საქართველოს ბანკი

27 ივნისი, 2018- მთელი საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, კომპანიის ახალი დაპირება წარადგინა. დღეს, საქართველოს ბანკს 2 000 000-ზე მეტ მომხმარებელთან აქვს ურთიერთობა მთელი საქართველოს მასშტაბით, რაც დასტურია იმისა, რომ წლების განმავლობაში კომპანია სწორი გზით ვითარდებოდა. ეს არ არის უბრალოდ რიცხვი, ეს დიდი პასუხისმგებლობაა, რადგან 2 000 000 ადამიანი ნიშნავს ამდენივე განსხვავებულ ღირებულებას, მიზანს და სურვილს. საქართველოს ბანკი პირველივე დღიდან ცდილობს საბანკო მომსახურება გახადოს ყველასათვის  ხელმისაწვდომი და თითოეულ ადამიანს მათი სურვილების განხორციელებაში დაეხმაროს. 

საქართველოს ბანკმა გასულ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში არაერთი ნოვაცია შემოიტანა და დანერგა საბანკო მომსახურების სფეროში: საქართველოს ბანკი იყო პირველი ვინც ქვეყანაში 1996 წელს – Western Union-ში შემოიყვანა. ამავე წელს შექმნა პირველი პლასტიკური ბარათი - Georgian Card-ი, ხოლო 1998 წელს დადგა პირველი ბანკომატი საქართველოში. მომხმარებელს ბანკმა პირველად შესთავაზა ისეთი ინოვაციური სერვისები და პროდუქტები, რომელიც კლიენტსაც უმარტივებდა ამოცანებს, მეტ შესაძლებლობას აძლევდა და ბანკთან თანამშრომლობის კულტურას უყალიბებდა, ამავე დროს ქვეყანაში ბევრ მნიშვნელოვან ბიზნეს-მიმართულებას ავითარებდა. 2012 წელს  საქართველოს ბანკი იყო პირველი ბანკი მთელი რეგიონის მასშტაბით, რომელიც ლონდონის საფონდო ბირჟაზე პრემიუმ ლისტინგში განთავსდა. 

 „დღეს თითოეული ჩვენგანის განსხვავებული და ინდივიდუალური მიზანი სამყაროში აღარ არსებობს განყენებულად და მჭიდრო კავშირშია მთელ საზოგადოებასთან. საქართველოს სწორედ თითოეულის ინდივიდუალური ხედვა ქმნის, თითოეული ჩვენი ქმედება გავლენას ახდენს არა ერთ, არამედ მილიონობით სხვა ადამიანზე. საკუთარი ღირებულებებით, გრძნობებით და სურვილებით ჩვენ ერთად ვქმნით ახალ, უკეთეს საქართველოს, რომელიც მრავალფეროვანი და განსხვავებულია. ეს საქართველო ეკუთვნის ყოველ ჩვენგანს. ჩვენთვის კი პატივია ვიყოთ სწორედ ასეთი - მთელი საქართველოს ბანკი!”- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა კახა კიკნაველიძემ. 

მთელი საქართველოს ბანკმა, ახალი ბრენდის დაპირების წარდგენის ფარგლებში, შექმნა უნიკალური ონლაინ პლატფორმა www.bankof.ge ყველა ადამიანს შესაძლებლობა აქვს ეწვიოს ვებგვერდს, უპასუხოს მარტივ კითხვებს და აღმოაჩინოს მისი საკუთარი საქართველო. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა - ინდივიდუალური ხედვით, ღირებულებებით, გრძნობებით და სურვილებით თავად შექმნას  საკუთარი ვიდეო - თუ როგორია მისი საქართველო. ვიდეოს შექმნისთვის გთხოვთ ეწვიოთ ვებგვერდს: www.bankof.ge  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:54

    თიბისის ბიზნესკლიენტებს SelectUSA სამიტში მონაწილე...

    თიბისი, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან და საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატასთან ერთად, უკვე მეორე წელია ბიზნესკლიენტებს შესაძლებლობას აძლევს ამერიკაში საინვესტიციო სამიტ...

  • 10:08

    თიბისი, ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე, ...

    2025 წელს საქართველო პირველად წარადგენს მოსწავლეთა ეროვნულ ნაკრებს ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე (IOAI). საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციამ GAIA, IOAI-ისგან ეროვნული ნაკრების შერჩ...

  • 16:02

    თიბისი ტექსკოლის მე-5 სეზონზე მთელი საქართველოდან ...

    გაზაფხულის სემესტრზე, თიბისი ტექსკოლაში, უფროსკლასელები, როგორც საქართველოს 12 რეგიონიდან, ასევე, წელს პირველად საზღვარგარეთ მცხოვრები ემიგრანტი მოსწავლეებიც დარეგისტრირდნენ. კონკურსის საფუძველზე 155...

  • 14:21

    Tegeta Commercial Vehicles-მა სომხეთს, EBRD-ის ტენ...

    „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ Tegeta Commercial Vehicles-მა სომხეთს 30 ერთეული სპეციალიზებული სატვირთო ავტომობილი გადასცა. Renault Trucks-ის პრემიუმ ხარისხის 28 ერთეული ნაგავშემ...

  • 12:58

    პრემია „ელისო“ ნამუშევრების მიღებას იწყებს...

    ნატო ვაჩნაძის ფონდი და თიბისი წარმოგიდგენთ პრემია „ელისოს“, რომელიც წელს, 14 ივნისს, უკვე მეორედ გაიმართება. ნამუშევრების მიღება 25 მარტიდან დაიწყო და ეს პროცესი 15 აპრილამდე გაგრძელდება...

  • 10:14

    „ლუმიერსი“ - ქართული საკონდიტრო, რომელიც თიბისი ბი...

    ალბათ, მომხმარებლების უმეტეს ნაწილს ნაყინისა და დარიჩინის ტკბილი სურნელის სინთეზზე „ლუმიერსი“ ახსენდება. უფრო კონკრეტულად კი, ამ საკონდიტროს ერთადერთი პროდუქტი — “ტრდელნიკი&rd...

  • 12:23

    თიბისი კონცეპტი და Coaching Lab გიწვევთ ტრენინგ პრ...

    თიბისი კონცეპტის და Coaching Lab-ის პარტნიორობის ფარგლებში, 27-29 მარტს გიწვევთ ტრენინგ პროგრამაზე დასასწრებად - „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“. „გუნდური ქოუჩინგი – ფუნდამენტ...