1 8 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მთელი ქვეყნის მასშტაბით ფოლკლორული ფესტივალი გაიმართება

26 ივნისი, 2018- საქართველოს ბანკის, საქართველოს წამყვანი ბანკის მხარადაჭერით 2018 წლის ივლისიდან ნოემბრის თვის ჩათვლით, საქართველოს რვა რეგიონში,  ფოლკლორული ფესტივალი „ფუძეობა“ გაიმართება. 

„ფუძეობა“ კომპანია GeoTourist-ის საავტორო სოციალური პროექტია, რომელიც ხორციელდება მუნიციპალიტეტებისა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, პროექტ CHECK IN GEORGIA-ს მხარდაჭერით. პროექტის მიზანია საქართველოს რეგიონალური კულტურის განვითარების ხელშეწყობა და მხარდაჭერა.  ფესტივალის სლოგანია „დაუბრუნდი ერთი დღით შენს ფუძეს“. თითოეულ ღონისძიებაზე ერთ სივრცეში იქნება წარმოდგენილი რეგიონის ფოლკლორული მახასიათებლები. ღონისძიებაში მონაწილეობას 10 000-მდე ადამიანი მიიღებს, მათ შორის რეგიონის ფოლკლორის წარმომადგენლები და პოპულარული ქართველი შემსრულებლები. პროექტი ფოლკლორის სფეროში მოღვაწე ადამიანებს მისცემს შესაძლებლობას, წარმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები, წარადგინონ საკუთარი ნამუშევრები. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება რეგიონის მასშტაბით სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ოსტატთა  ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. 

ფესტივალი საინტერესოა როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ტურისტებისთვის, რადგან ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა საფესტივალო ქალაქი. ადგილზე მისულ სტუმრებსა და უცხოელ ტურისტებს შესაძლებლობა ექნებათ დააგემოვნონ კონკრეტული რეგიონისათვის დამახასიათებელი სამზარეულო, მიიღონ მონაწილეობა სპორტულ შეჯიბრებებში: სირბილი, მკლავჭიდი, ჭიდაობა. ფუძეობაზე მოსული სტუმრები შეძლებენ იხილონ რეგიონისთვის დამახასიათებელი აღდგენილი ქართული თამაშები. ისეთი, როგორიცაა:  მშვილდოსნობა, სამჭიდი, ქვაჭილდაობა, შუბოსნობა. მოეწყობა  საბავშვო გასართობი კუთხე. 

დასკვნით კონცერტებში მონაწილეობას მიიღებენ ნიაზ დიასამიძე და ჯგუფი 33ა, ანსამბლი „ერისიონი“, ნიკოლოზ რაჭველი და საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი; ანსამბლი „რუსთავი“, დავით არჩვაძე, ნატო მეტონიძე, ლიზა ბაგრატიონი, ანსამბლი „შვიდკაცა“. ფესტივალის ფორმატიდან გამომდინარე პრიზებით დაჯილდოვდებიან ფოლკლორის სფეროში მოღვაწე ადამიანები. 

ფესტივალის ფარგლებში, ღონისძიებები განხორციელდება:

სამცხე- ჯავახეთი - ბაკურიანი - 21 ივლისი

ზემო სვანეთი - მესტია - 29 ივლისი

მცხეთა-მთიანეთ - ყაზბეგი - 11 აგვისტო

რაჭა- ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - ამბროლაური - 27 აგვისტო

შიდა ქართლი - ნიქოზი - 29 სექტემბერი

სამეგრელო - ფოთი - 6 ოქტომბერი

გურია - ოზურგეთი - 12 ოქტომბერი

კახეთი - ყვარელი - 8 ნოემბერი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:54

    თიბისის ბიზნესკლიენტებს SelectUSA სამიტში მონაწილე...

    თიბისი, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან და საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატასთან ერთად, უკვე მეორე წელია ბიზნესკლიენტებს შესაძლებლობას აძლევს ამერიკაში საინვესტიციო სამიტ...

  • 10:08

    თიბისი, ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე, ...

    2025 წელს საქართველო პირველად წარადგენს მოსწავლეთა ეროვნულ ნაკრებს ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე (IOAI). საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციამ GAIA, IOAI-ისგან ეროვნული ნაკრების შერჩ...

  • 16:02

    თიბისი ტექსკოლის მე-5 სეზონზე მთელი საქართველოდან ...

    გაზაფხულის სემესტრზე, თიბისი ტექსკოლაში, უფროსკლასელები, როგორც საქართველოს 12 რეგიონიდან, ასევე, წელს პირველად საზღვარგარეთ მცხოვრები ემიგრანტი მოსწავლეებიც დარეგისტრირდნენ. კონკურსის საფუძველზე 155...

  • 14:21

    Tegeta Commercial Vehicles-მა სომხეთს, EBRD-ის ტენ...

    „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ Tegeta Commercial Vehicles-მა სომხეთს 30 ერთეული სპეციალიზებული სატვირთო ავტომობილი გადასცა. Renault Trucks-ის პრემიუმ ხარისხის 28 ერთეული ნაგავშემ...

  • 12:58

    პრემია „ელისო“ ნამუშევრების მიღებას იწყებს...

    ნატო ვაჩნაძის ფონდი და თიბისი წარმოგიდგენთ პრემია „ელისოს“, რომელიც წელს, 14 ივნისს, უკვე მეორედ გაიმართება. ნამუშევრების მიღება 25 მარტიდან დაიწყო და ეს პროცესი 15 აპრილამდე გაგრძელდება...

  • 10:14

    „ლუმიერსი“ - ქართული საკონდიტრო, რომელიც თიბისი ბი...

    ალბათ, მომხმარებლების უმეტეს ნაწილს ნაყინისა და დარიჩინის ტკბილი სურნელის სინთეზზე „ლუმიერსი“ ახსენდება. უფრო კონკრეტულად კი, ამ საკონდიტროს ერთადერთი პროდუქტი — “ტრდელნიკი&rd...

  • 12:23

    თიბისი კონცეპტი და Coaching Lab გიწვევთ ტრენინგ პრ...

    თიბისი კონცეპტის და Coaching Lab-ის პარტნიორობის ფარგლებში, 27-29 მარტს გიწვევთ ტრენინგ პროგრამაზე დასასწრებად - „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“. „გუნდური ქოუჩინგი – ფუნდამენტ...