1 8 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ოლიმპიურმა კომიტეტმა, რომლის გენერალური სპონსორიც საქართველოს ბანკია, საერთაშორისო ოლიმპიური დღე სპორტული აქტივობებით აღნიშნა

25 ივნისი, 2018- საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა საერთაშორისო ოლიმპიური დღე საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტთან ერთად   ოლიმპიური გარბენით აღნიშნა. 

საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა კუს ტბაზე ორგანიზება გაუწია მასობრივ ოლიმპიურ გარბენს. გარბენში მოხალისეებთან ერთად სტარტი აიღეს  ოლიმპიური თამაშების ჩემპიონებმა და პრიზიორებმა, სხვა ცნობილმა სპორტსმენებმა.

გარბენის გარდა გაიმართა სხვა საინტერესო სპორტული აქტივობები, როგორიცაა: ველოსპორტი; მძლეოსნობა; ფარიკაობა; ხელბურთი; ტყვიის სროლა; მშვილდოსნობა; კალათბურთი; ფრენბურთი; მხიარული სტარტები; ჭადრაკი; ძალოსნობა; ჩერლიდინგი; კარატე.  სპორტულ აქტივობებში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეეძლო. 

გარბენის თითოეულ მონაწილეს გადაეცა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სერტიფიკატი, გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ სპეციალური საჩუქრებით. 

საერთაშორისო ოლიმპიური დღის დაწესების 70 წლისთავისა და საქართველოს პირველი  დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში ოლიმპიური გარბენის შემდეგ ქართველ ოლიმპიელთა ფორუმი გაიმართა. მასში მონაწილეობას იღებდა 1952-2018 წლების ყველა ქართველი ოლიმპიელი. 

ფორუმზე  მოწვეული იყვნენ ოლიმპიური  თამაშების ჩემპიონები და პრიზიორები, საპატიო სტუმრის სტატუსით ფორუმს ესწრებოდნენ  საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის, ევროპის ოლიმპიური კომიტეტების, ოლიმპიელთა მსოფლიო ასოციაციის ხელმძღვანელები, საქართველოს ხელისუფლების, დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები, ვეტერანი და ახალგაზრდა სპორტსმენები. 

ინფორმაციისთვის: 1952-2018 წლებში, საბჭოთა ეპოქაში და დამოუკიდებლობის პერიოდში, ზაფხულისა და ზამთრის 27 ოლიმპიურ თამაშებში საქართველოს ჰყავდა 395 ოლიმპიელი. ქართველ  ოლიმპიელებს სპორტის 21 სახეობაში სულ მოპოვებული აქვთ 126 ოლიმპიური მედალი, მათ შორის – 39 ოქროს მედალი. 

საქართველოს ბანკი ყველა ოლიმპიელს ულოცავს საერთაშორისო ოლიმპიური დღის დაწესების 70 წლისთავს და უსურვებს მათ წარმატებებს და გამარჯვებებს!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:54

    თიბისის ბიზნესკლიენტებს SelectUSA სამიტში მონაწილე...

    თიბისი, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან და საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატასთან ერთად, უკვე მეორე წელია ბიზნესკლიენტებს შესაძლებლობას აძლევს ამერიკაში საინვესტიციო სამიტ...

  • 10:08

    თიბისი, ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე, ...

    2025 წელს საქართველო პირველად წარადგენს მოსწავლეთა ეროვნულ ნაკრებს ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე (IOAI). საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციამ GAIA, IOAI-ისგან ეროვნული ნაკრების შერჩ...

  • 16:02

    თიბისი ტექსკოლის მე-5 სეზონზე მთელი საქართველოდან ...

    გაზაფხულის სემესტრზე, თიბისი ტექსკოლაში, უფროსკლასელები, როგორც საქართველოს 12 რეგიონიდან, ასევე, წელს პირველად საზღვარგარეთ მცხოვრები ემიგრანტი მოსწავლეებიც დარეგისტრირდნენ. კონკურსის საფუძველზე 155...

  • 14:21

    Tegeta Commercial Vehicles-მა სომხეთს, EBRD-ის ტენ...

    „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ Tegeta Commercial Vehicles-მა სომხეთს 30 ერთეული სპეციალიზებული სატვირთო ავტომობილი გადასცა. Renault Trucks-ის პრემიუმ ხარისხის 28 ერთეული ნაგავშემ...

  • 12:58

    პრემია „ელისო“ ნამუშევრების მიღებას იწყებს...

    ნატო ვაჩნაძის ფონდი და თიბისი წარმოგიდგენთ პრემია „ელისოს“, რომელიც წელს, 14 ივნისს, უკვე მეორედ გაიმართება. ნამუშევრების მიღება 25 მარტიდან დაიწყო და ეს პროცესი 15 აპრილამდე გაგრძელდება...

  • 10:14

    „ლუმიერსი“ - ქართული საკონდიტრო, რომელიც თიბისი ბი...

    ალბათ, მომხმარებლების უმეტეს ნაწილს ნაყინისა და დარიჩინის ტკბილი სურნელის სინთეზზე „ლუმიერსი“ ახსენდება. უფრო კონკრეტულად კი, ამ საკონდიტროს ერთადერთი პროდუქტი — “ტრდელნიკი&rd...

  • 12:23

    თიბისი კონცეპტი და Coaching Lab გიწვევთ ტრენინგ პრ...

    თიბისი კონცეპტის და Coaching Lab-ის პარტნიორობის ფარგლებში, 27-29 მარტს გიწვევთ ტრენინგ პროგრამაზე დასასწრებად - „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“. „გუნდური ქოუჩინგი – ფუნდამენტ...