1 8 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით „მეღვინეობა ვაზიანმა“ სოფელ ენისელსა და გრემში ვენახები შეიძინა

22 ივნისი, 2018- საქართველოს ბანკის, საქართველოს წამყვანი ბანკის ფინანსური მხარდაჭერით „მეღვინეობა ვაზიანი“ მსხვილ საინვესტიციო აგრო პროექტს განახორციელებს.  კომპანიამ საქართველოს ბანკის მეშვეობით კახეთში ქინძმარაულის ზონაში სოფელ გრემსა და ენისელში 120 ჰექტრამდე ვენახი და სავენახე მიწები შეიძინა. ვენახებში ძირითადად გაშენებულია საფერავისა და რქაწითელის ჯიშის ყურძნები, ასევე ისეთი  იშვიათი ყურძნის ჯიშები, როგორიცაა ქისი, ხიხვი, კრახუნა, ციცქა, უსახელოური, შარდონე და კახური მწვანე. 

საქართველოს ბანკისა და „მეღვინეობა ვაზიანის” პარტნიორობამ კომპანიას მისცა საშუალება თავი დაეცვა ფინანსური რისკებისგან. საქართველოს ბანკიდან მიღებული ფინანსური მხარდაჭერით კომპანია საკუთარი ვენახებიდან 800 ტონაზე მეტი ყურძნის მიღებას გეგმავს.  ამჟამად კი მიმდინარეობს სარწყავი სისტემების პროექტის დამუშავება. 2019 წლიდან  დაგეგმილია 41 ჰექტარამდე საფერავის ჯიშის ყურძნის გაშენება სოფელ ენისელში. 

„საკუთარ ვენახში მოწეული მოსავალი კომპანიას იცავს ფინანსური რისკებისაგან, რაც ყურძნის ფასის ცვალებადობას ახლავს თან და ამავდროულად, მაღალი ხარისხის ღვინის წარმოების შესაძლებლობას იძლევა, რადგან მოვლის სრული ციკლის საფუძვლიანი ზედამხედველობა მოხდება.   

ამ პროექტის შემდგომ კომპანია პრაქტიკულად აღარ იქნება დამოკიდებული საბაზრო ფასის ცვლილებებზე რთველის დროს, რაც ხშირ შემთხვევაში არაჯანსაღად აისახებოდა ღვინის სექტორში მოღვაწე კომპანიების კომერციულ საქმიანობაზე“,- განაცხადა „ვაზიანი კომპანის“ დირექტორმა, ნათია მეტრეველმა. 

„მოხარულები ვართ, მხარი დავუჭიროთ „მეღვინეობა ვაზიანის“ ღვინის ბიზნესის კიდევ უფრო მეტად განვითარებას. ამ კონკრეტულ პროექტში ბანკის მხრიდან გაცემული დაფინანსების მოცულობა შეადგენდა 1.85 მლნ. აშშ დოლარს, რითიც მოხდება ვენახების შეძენა სოფელ  ენისელსა და გრემში და იქ ვენახების გაშენება. ვფიქრობთ, აღნიშნული შენაძენი კომპანიის სამომავლო განვითარებისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია, რადგან ალკოჰოლური სასმელების კომპანიებისთვის საკუთარი ვენახების ქონა ძალიან დიდი კონკურენტული უპირატესობის ტოლფასია.

 ეს უზრუნველყოფს სტაბილური ხარისხის და სტაბილური თვითღირებულების საბოლოო პროდუქტს (ღვინომასალას). „მეღვინეობა ვაზიანისათვის“ ფინანსური მხარდაჭერით გვინდოდა კიდევ უფრო მეტად შეგვეწყო ხელი კომპანიის სამომავლო განვითარებისთვის“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ვასილ ხოდელმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:54

    თიბისის ბიზნესკლიენტებს SelectUSA სამიტში მონაწილე...

    თიბისი, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან და საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატასთან ერთად, უკვე მეორე წელია ბიზნესკლიენტებს შესაძლებლობას აძლევს ამერიკაში საინვესტიციო სამიტ...

  • 10:08

    თიბისი, ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე, ...

    2025 წელს საქართველო პირველად წარადგენს მოსწავლეთა ეროვნულ ნაკრებს ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე (IOAI). საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციამ GAIA, IOAI-ისგან ეროვნული ნაკრების შერჩ...

  • 16:02

    თიბისი ტექსკოლის მე-5 სეზონზე მთელი საქართველოდან ...

    გაზაფხულის სემესტრზე, თიბისი ტექსკოლაში, უფროსკლასელები, როგორც საქართველოს 12 რეგიონიდან, ასევე, წელს პირველად საზღვარგარეთ მცხოვრები ემიგრანტი მოსწავლეებიც დარეგისტრირდნენ. კონკურსის საფუძველზე 155...

  • 14:21

    Tegeta Commercial Vehicles-მა სომხეთს, EBRD-ის ტენ...

    „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ Tegeta Commercial Vehicles-მა სომხეთს 30 ერთეული სპეციალიზებული სატვირთო ავტომობილი გადასცა. Renault Trucks-ის პრემიუმ ხარისხის 28 ერთეული ნაგავშემ...

  • 12:58

    პრემია „ელისო“ ნამუშევრების მიღებას იწყებს...

    ნატო ვაჩნაძის ფონდი და თიბისი წარმოგიდგენთ პრემია „ელისოს“, რომელიც წელს, 14 ივნისს, უკვე მეორედ გაიმართება. ნამუშევრების მიღება 25 მარტიდან დაიწყო და ეს პროცესი 15 აპრილამდე გაგრძელდება...

  • 10:14

    „ლუმიერსი“ - ქართული საკონდიტრო, რომელიც თიბისი ბი...

    ალბათ, მომხმარებლების უმეტეს ნაწილს ნაყინისა და დარიჩინის ტკბილი სურნელის სინთეზზე „ლუმიერსი“ ახსენდება. უფრო კონკრეტულად კი, ამ საკონდიტროს ერთადერთი პროდუქტი — “ტრდელნიკი&rd...

  • 12:23

    თიბისი კონცეპტი და Coaching Lab გიწვევთ ტრენინგ პრ...

    თიბისი კონცეპტის და Coaching Lab-ის პარტნიორობის ფარგლებში, 27-29 მარტს გიწვევთ ტრენინგ პროგრამაზე დასასწრებად - „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“. „გუნდური ქოუჩინგი – ფუნდამენტ...