1 8 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

გაუმართავი მანქანების ტოქსიკური გამონაბოლქვი - ფილტვების დაავადების წყარო

ვანო წულეისკირი: „მანქანების წარმოუდგენელი რაოდენობაა ქალაქში, გაუმართავი ავტომობილების გამონაბოლქვი კი ტოქსიკურია.“

ჰაერის დაბინძურება ბოლო დროს განსაკუთრებით აქტუალური თემაა. არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია უკვე მუშაობს პროექტებზე, რომლებიც მიეწოდება პარლამენტის სპეციალურ სამუშაო ჯგუფს და შემუშავდება პრობლემის გადაწყვეტის სტრატეგია.

ჰაერის დაბინძურება ადამიანის ჯანმრთელობაზე მძიმე და უარყოფით გავლენას ახდენს. ექიმი-პულმუნოლოგი ვანო წულეისკირი აცხადებს, რომ ფილტვების დაავადებების მთავარი გამომწვევი მიზეზები სამშენებლო მტვერი და ავტომობილების გამონაბოლქვია. მისი განმარტებით, თბილისში არაერთი მშენებლობა სანიტარული ნორმების დარღვევით მიმდინარეობს, რის შედეგადაც ჰაერში ტოქსიკური ნივთიერებები გამოიფრქვევა.

„ჰაერის დაბინძურება გულისხმობს მტვრისა და ტოქსიკური ნივთიერებების შემცველობას, რომლებიც იწვევენ ფილტვების დაზიანებას. უპირველესი მიზეზი სამშენებლო მტვერია. თბილისში  მშენებლობები მიმდინარეობს სანიტარული ნორმების დარღვევით, რაც იწვევს ქალაქის დამტვერიანებას და სახიფათოა ადამიანის ჯანმრთელობისათვის. მტვრის ნაწილაკები ილექება ფილტვებში და სწორედ ეს არის დაავადებების გამომწვევი,“ - აცხადებს ვანო წულეისკირი.

პულმუნოლოგის განცხადებით, მნიშვნელოვანია ქალაქში მოძველებული და გაუმართავი ავტომობილების რაოდენობაც.

„მანქანების წარმოუდგენელი რაოდენობაა ქალაქში, გაუმართავი ავტომობილების გამონაბოლქვი კი ტოქსიკურია. ეს იწვევს ფილტვების განსხვავებულ დაზიანებას, იწყება და ვითარდება ალერგიული პროცესები,“ - განმარტავს ვანო წულეისკირი. მისივე მტკიცებით, სახიფათოა ნივთიერება აზბესტი, რომელიც იწვევს ფილტვების მძიმე დაავადებას, აზბესტოზს. პულმუნოლოგი განმარტავს, რომ ეს დაავადება, უმეტესად, გავრცელებულია მაღაროს თანამშრომლებში, რომლებსაც უწევთ ქვანახშირისა და ქვიშის ნაწილაკების შესუნთქვა. ვანო წულეისკირის თქმით, დაავადება განუკურნებელია და ამ ნაწილაკების ფილტვებიდან გამოდევნა ვერ ხერხდება. მისი თქმით, საგანგაშოა ჰაერში ტყვიის შემცველობაც, რადგან ტყვია და მძიმე მეტალები ადამიანის ორგანიზმს განსაკუთრებით ვნებენ.

„ტყვია ყოველთვის არის ჰაერში, თუმცა, გააჩნია კონცენტრაციას. ესეც არის სამშენებლო ნარჩენებიდან, შიდა წვის ძრავის გამონაბოლქვიდან გაფრქვეული ქიმიური ნივთიერებების შედეგი. ზოგადად, ტყვია და მძიმე მეტალები მავნეა ადამიანისთვის. თუ კონცენტრაცია მაღალია, ძალიან სახიფათოა, რადგან იწვევს როგორც ფილტვების, ისე ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებასაც,“ - აცხადებს ვანო წულეისკირი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:54

    თიბისის ბიზნესკლიენტებს SelectUSA სამიტში მონაწილე...

    თიბისი, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან და საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატასთან ერთად, უკვე მეორე წელია ბიზნესკლიენტებს შესაძლებლობას აძლევს ამერიკაში საინვესტიციო სამიტ...

  • 10:08

    თიბისი, ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე, ...

    2025 წელს საქართველო პირველად წარადგენს მოსწავლეთა ეროვნულ ნაკრებს ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე (IOAI). საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციამ GAIA, IOAI-ისგან ეროვნული ნაკრების შერჩ...

  • 16:02

    თიბისი ტექსკოლის მე-5 სეზონზე მთელი საქართველოდან ...

    გაზაფხულის სემესტრზე, თიბისი ტექსკოლაში, უფროსკლასელები, როგორც საქართველოს 12 რეგიონიდან, ასევე, წელს პირველად საზღვარგარეთ მცხოვრები ემიგრანტი მოსწავლეებიც დარეგისტრირდნენ. კონკურსის საფუძველზე 155...

  • 14:21

    Tegeta Commercial Vehicles-მა სომხეთს, EBRD-ის ტენ...

    „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ Tegeta Commercial Vehicles-მა სომხეთს 30 ერთეული სპეციალიზებული სატვირთო ავტომობილი გადასცა. Renault Trucks-ის პრემიუმ ხარისხის 28 ერთეული ნაგავშემ...

  • 12:58

    პრემია „ელისო“ ნამუშევრების მიღებას იწყებს...

    ნატო ვაჩნაძის ფონდი და თიბისი წარმოგიდგენთ პრემია „ელისოს“, რომელიც წელს, 14 ივნისს, უკვე მეორედ გაიმართება. ნამუშევრების მიღება 25 მარტიდან დაიწყო და ეს პროცესი 15 აპრილამდე გაგრძელდება...

  • 10:14

    „ლუმიერსი“ - ქართული საკონდიტრო, რომელიც თიბისი ბი...

    ალბათ, მომხმარებლების უმეტეს ნაწილს ნაყინისა და დარიჩინის ტკბილი სურნელის სინთეზზე „ლუმიერსი“ ახსენდება. უფრო კონკრეტულად კი, ამ საკონდიტროს ერთადერთი პროდუქტი — “ტრდელნიკი&rd...

  • 12:23

    თიბისი კონცეპტი და Coaching Lab გიწვევთ ტრენინგ პრ...

    თიბისი კონცეპტის და Coaching Lab-ის პარტნიორობის ფარგლებში, 27-29 მარტს გიწვევთ ტრენინგ პროგრამაზე დასასწრებად - „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“. „გუნდური ქოუჩინგი – ფუნდამენტ...