1 8 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკი განათლების ახალი მასშტაბური პროგრამის განხორციელებას აანონსებს, რომელიც საქართველოს მასშტაბით ინგლისური ენის სწავლების დონის ამაღლებისკენ არის მიმართული

19 ივნისი, 2018- საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა მთელი საქართველოს მასშტაბით ახალი საგანმანათლებლო პროგრამის დაწყების შესახებ განაცხადა. პროექტი გულისხმობს მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის ინგლისური ენის შესწავლის მხარდაჭერასა და ისეთი სამოტივაციო მოდელის შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონში განათლების დონის კიდევ უფრო ამაღლებას, კერძოდ ინგლისური ენის სწავლებაზე იქნება ორიენტირებული. 

განათლების მხარდაჭერა საქართველოს ბანკის   მნიშვნელოვან და უცვლელ პრიორიტეტად რჩება. სწორედ ამ მიზნით იწყებს ბანკი სრულიად ახალი პროგრამის განხორციელებას, რაც საქართველოს 20-მდე რეგიონალურ კლასტერში ინგლისური ენის გავრცელების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. 

პროგრამაში აქტიურად იქნებიან ჩართულები როგორც მოსწავლეები, ასევე მასწავლებლები. ასევე, ჩატარდება ოლიმპიადები და კონკურსები ინგლისურ ენაში და გამარჯვებულ მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა, საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით გაემგზავრონ საზაფხულო სკოლაში დიდ ბრიტანეთში.  

საქართველოს ბანკის განათლების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეიქმნება ვებ პლატფორმა, სადაც თავს მოიყრის ყველა საჭირო და საინტერესო ინფორმაცია, როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე პედაგოგებისთვის, განთავსდება საინტერესო ბლოგები. ეს იქნება საჭირო და ხელმისაწვდომი  რესურსი გამოცდილების გაზიარებისა და ცოდნის გაცვლისთვის. 

„ახალი საგანმანათლებლო პროგრამის წარმატებით განხორციელებისთვის საქართველოს ბანკი აქტიურ კონსულტაციებს მართავს საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან.  ჩვენი მთავარი მიზანია, რეგიონში ინგლისური ენის გავრცელებას კიდევ უფრო მეტად შევუწყოთ ხელი და შევქმნათ რეგიონალური კლასტერები, რაც მიმართული იქნება რეგიონში მდგრადი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებისკენ“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ. 

საქართველოს ბანკი წლებია კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მხარს უჭერს საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამისა და ჩივნინგის სასტიპენდიო პროგრამის განხორციელებით, რომლის  ფარგლებშიც ქართველ სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ განათლება დიდ ბრიტანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. საქართველოს ბანკი ასევე გასცემს გრანტებს საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:54

    თიბისის ბიზნესკლიენტებს SelectUSA სამიტში მონაწილე...

    თიბისი, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან და საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატასთან ერთად, უკვე მეორე წელია ბიზნესკლიენტებს შესაძლებლობას აძლევს ამერიკაში საინვესტიციო სამიტ...

  • 10:08

    თიბისი, ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე, ...

    2025 წელს საქართველო პირველად წარადგენს მოსწავლეთა ეროვნულ ნაკრებს ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე (IOAI). საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციამ GAIA, IOAI-ისგან ეროვნული ნაკრების შერჩ...

  • 16:02

    თიბისი ტექსკოლის მე-5 სეზონზე მთელი საქართველოდან ...

    გაზაფხულის სემესტრზე, თიბისი ტექსკოლაში, უფროსკლასელები, როგორც საქართველოს 12 რეგიონიდან, ასევე, წელს პირველად საზღვარგარეთ მცხოვრები ემიგრანტი მოსწავლეებიც დარეგისტრირდნენ. კონკურსის საფუძველზე 155...

  • 14:21

    Tegeta Commercial Vehicles-მა სომხეთს, EBRD-ის ტენ...

    „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ Tegeta Commercial Vehicles-მა სომხეთს 30 ერთეული სპეციალიზებული სატვირთო ავტომობილი გადასცა. Renault Trucks-ის პრემიუმ ხარისხის 28 ერთეული ნაგავშემ...

  • 12:58

    პრემია „ელისო“ ნამუშევრების მიღებას იწყებს...

    ნატო ვაჩნაძის ფონდი და თიბისი წარმოგიდგენთ პრემია „ელისოს“, რომელიც წელს, 14 ივნისს, უკვე მეორედ გაიმართება. ნამუშევრების მიღება 25 მარტიდან დაიწყო და ეს პროცესი 15 აპრილამდე გაგრძელდება...

  • 10:14

    „ლუმიერსი“ - ქართული საკონდიტრო, რომელიც თიბისი ბი...

    ალბათ, მომხმარებლების უმეტეს ნაწილს ნაყინისა და დარიჩინის ტკბილი სურნელის სინთეზზე „ლუმიერსი“ ახსენდება. უფრო კონკრეტულად კი, ამ საკონდიტროს ერთადერთი პროდუქტი — “ტრდელნიკი&rd...

  • 12:23

    თიბისი კონცეპტი და Coaching Lab გიწვევთ ტრენინგ პრ...

    თიბისი კონცეპტის და Coaching Lab-ის პარტნიორობის ფარგლებში, 27-29 მარტს გიწვევთ ტრენინგ პროგრამაზე დასასწრებად - „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“. „გუნდური ქოუჩინგი – ფუნდამენტ...