“არაფერია ახალი იმაში, რომ მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში, არის მსოფლიო მოვლენა. ეს არის ზეიმი, რომელსაც აღნიშნავს ყველა. ისინიც კი, ვინც არ არიან სპორტის ამ სახეობის განსაკუთრებული გულშემატკივრები, ჩართულნი არიან საფეხბურთო ციებ-ცხელებაში. ბუნებრივია, ყველა ბრენდი ცდილობს ამ სახალხო ზეიმს გამოეხმაუროს. ლუდი „ნატახტარიც“ არ არის გამონაკლისი. მითუმეტეს, ჩვენთვის ტრადიციაა, რომ ვეხმაურებით ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებს. ამჯერად, გამოწვევა იყო ის, რომ გვინდოდა, კამპანია ყოფილიყო ყველა სხვა ბრენდის საკომუნიკაციო კამპანიისგან გამორჩეული. მზად ვიყავით რევოლუციური და გაბედული ნაბიჯისთვის, თუ ის სიამოვნებას მიანიჭებდა მომხმარებელს და ღიმილს მოჰგვრიდა მას.
როდესაც გაჩნდა იდეა, ბრენდის სახელი, საგანგებოდ ჩემპიონატის განმავლობაში, შეგვეცვალა და მისთვის „გოოოოლი“ (საფეხბურთო ნატახტარი) დაგვერქმია, ვიფიქრეთ, რომ ბრენდის ათწლიანი ისტორია და მაღალი ცნობადობა გვაძლევდა ასეთი თამამი ნაბიჯის გადადგმის საშუალებას. ამ გზით, ლუდი „ნატახტარი“ ფეხბურთის ყველაზე სასიამოვნო მომენტთან დავაკავშირეთ.
თან, ლუდი ხომ ფეხბურთის გულშემატკივრობის განუყოფელი სასმელია. ვიმედოვნებთ, ამ კამპანიით სიამოვნებს შევმატებთ ფეხბურთის საყურებლად შეკრებილ მეგობრებს, მივცემთ საშუალებას, დატკბნენ საყვარელი ლუდით და სარეკლამო ჭრებში სტანდარტული სარეკლამო მესიჯის ნაცვლად, გასართობი შინაარსის ვიდეორგოლები იხილონ,” - განმარტავს „ნატახტარის“ უფროსი ბრენდ მენეჯერი, ანა ქარჩავა.
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში რუმინეთი 43:5 დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც ესპანეთთან დაპირისპირება ელის. ამასთან, ბორჯღალოსნებმა ანთიმოზ ივერი...
თიბისი, საგანმანათლებლო ინიციატივების ფარგლებში, აგრძელებს სხვადასხვა პროგრამის განვითარებას და უფროსკლასელებისთვის თიბისის ტექსკოლის ახალი ნაკადის მიღებას იწყებს. თიბისი ყოველთვის ითვალისწინებს ახა...
თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია - “ხუთშაბათის შეხვედრები” ბრუნდება. 2025 წლის პირველი ღონისძიება ბათუმში, 13 მარტს ჩატარდება და ის ორგანიზაციული ზრდის გამოწვევების თემატიკას და...
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ კაიზენის 2024 წლის გლობალური ჯილდოს მფლობელია. კაიზენის ჯილდო ტოიოტას სადილეროებს ყოველწლიურად, სხვადასხვა კრიტერიუმით შეფასების შემდეგ, გადაეცემათ. იაპონური ბრენდი...
„ვოლვო ქარ კავკასია” Excellence Club-ის ჯილდოს არ თმობს. Volvo Cars EMEA-ს ყოველწლიურ ბიზნესკონფერენციაზე კომპანიამ მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. Excellence Club-ის ჯილდოსთვის შედ...
თიბისი კონცეპტის სამოგზაურო უპირატესობები ახლა უკვე ერთ სივრცეში -მობაილბანკშია ხელმისაწვდომი. კონცეპტ მომხმარებლებს თიბისის მობაილბანკის შეთავაზებების გვერდზე აეროპორტის სერვისები დაგხვდებათ, სადაც ...
კომენტარები