1 4 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკმა CIS Wealth-თან ერთად დაგროვილი ქონების საერთაშორისო ფორუმი (International Wealth Forum) გამართა

6 ივნისი, 2018- საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, CIS Wealth-თან ერთად საქართველოში, დაგროვილი ქონების საერთაშორისო ფორუმი (International Wealth Forum) გამართა. საქართველოს ბანკის ინიციატივით გასულ წელს პირველად ჩატარდა დაგროვილი ქონების მართვის შესახებ (Wealth Management) ფორუმი, წელს კი აღნიშნულ ღონისძიებას საერთაშორისო CIS Wealth-ი შემოუერთდა.

 

ფორუმზე მოწვეულნი იყვნენ როგორც საქართველოს ბანკის დაგროვილი ქონების მართვის კლიენტები ასევე, საერთაშორისო სპიკერები და დელეგატები ისეთი სფეროებიდან როგორიცაა: საკონსულტაციო და იურიდიული სფერო, საბანკო სექტორი, დაგროვილი ქონების მართვის მენეჯმენტი, აქტივების მართვა და საინვესტიციო მიმართულება.

 

საქართველოს ბანკის შვილობილმა კომპანია Galt&Taggart-მა წარმოადგინა პრეზენტაცია საქართველოს მაკროეკონომიკურ ტენდენციებზე, საბროკერო, კორპორატიული საკონსულტაციო მომსახურებისა და კვლევის შესახებ. ფორუმზე განხილულ იქნა ისეთი საინტერესო თემები როგორიც არის: დაგროვილი ქონების მართვა, საინვესტიციო შესაძლებლობები, საგადასახადო გეგმა, საქართველოში ბიზნესის კეთების საკანონმდებლო და ეკონომიკური შესაძლებლობები. ფორუმზე მოწვეულმა სტუმრებმა და გამომსვლელებმა, ასევე იმსჯელეს უძრავი ქონების საინვესტიციო შესაძლებლობებზე, OECD კონვენციის იმპლემენტაციაზე და საერთაშორისო საგადასახადო დაგეგმვის სქემებზე. ფორუმში  მონაწილეობა მიიღო 20 ქვეყნის 200-მდე წარმომადგენელმა.

 

„მოხარულები ვართ, ვიყოთ ასეთი მნიშვნელოვანი და საინტერესო საერთაშორისო ფორუმის გენერალური პარტნიორები. ღონისძიების მთავარი მიზანი იყო, დეტალურად და მრავალმხრივ გაგვეცნო მოწვეული სტუმრებისთვის ჩვენი შესაძლებლობები კერძო საბანკო სერვისების მიმართულებით. ასევე, საქართველოს რეგიონალურ საბანკო ცენტრად ქცევის პერსპექტივები და გამოწვევები. ჩვენს ამჟამინდელ და პოტენციურ პარტნიორებს  გავუზიარეთ ბანკის დაგროვილი ქონების მართვის საუკეთესო პრაქტიკა და სერვისები როგორც თბილისში ასევე, ლონდონში, ბუდაპეშტსა, თელ ავივსა და კვიპროსში. საქართველოს ბანკს დაგროვილი ქონების მართვის მიმართულებით მართლაც დიდი გამოცდილება აქვს და ის არაერთხელ იქნა აღიარებული International Finance Magazine (IFM)-ის მიერ, როგორც საუკეთესო მომსახურე ბანკი დაგროვილი ქონების მართვის კუთხით. ვფიქრობთ, ამ მიმართულებით საქართველოს ბანკში ბევრი შესაძლებლობაა და ჩვენც მაქსიმალურად ვეცდებით საქართველო რეალურად გახდეს რეგიონალური საბანკო ცენტრი დაგროვილი ქონების მართვის მიმართულებით“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, ეწვიოთ ვებგვერდს: http://cis-wealth.com/

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:54

    ბორჯღალოსნები მე-17 ტიტულის მოლოდინში - წინ ფინალი...

    საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში რუმინეთი 43:5 დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც ესპანეთთან დაპირისპირება ელის. ამასთან, ბორჯღალოსნებმა ანთიმოზ ივერი...

  • 13:15

    თიბისის ტექსკოლის ახალ ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო...

    თიბისი, საგანმანათლებლო ინიციატივების ფარგლებში, აგრძელებს სხვადასხვა პროგრამის განვითარებას და უფროსკლასელებისთვის თიბისის ტექსკოლის ახალი ნაკადის მიღებას იწყებს. თიბისი ყოველთვის ითვალისწინებს ახა...

  • 13:04

    თიბისი ბიზნესის ინიციატივით, ბათუმში პანელური დის...

    თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია - “ხუთშაბათის შეხვედრები” ბრუნდება. 2025 წლის პირველი ღონისძიება ბათუმში, 13 მარტს ჩატარდება და ის ორგანიზაციული ზრდის გამოწვევების თემატიკას და...

  • 12:57

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Kaizen Global Award-ის ჯილ...

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ კაიზენის 2024 წლის გლობალური ჯილდოს მფლობელია. კაიზენის ჯილდო ტოიოტას სადილეროებს ყოველწლიურად, სხვადასხვა კრიტერიუმით შეფასების შემდეგ, გადაეცემათ. იაპონური ბრენდი...

  • 19:26

    „ვოლვო ქარ კავკასია“ მესამე წელია Excellence Club-...

    „ვოლვო ქარ კავკასია” Excellence Club-ის ჯილდოს არ თმობს. Volvo Cars EMEA-ს ყოველწლიურ ბიზნესკონფერენციაზე კომპანიამ მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. Excellence Club-ის ჯილდოსთვის შედ...

  • 14:41

    თიბისი კონცეპტის აეროპორტის სერვისები უკვე მობაილბ...

    თიბისი კონცეპტის სამოგზაურო უპირატესობები ახლა უკვე ერთ სივრცეში -მობაილბანკშია ხელმისაწვდომი. კონცეპტ მომხმარებლებს თიბისის მობაილბანკის შეთავაზებების გვერდზე აეროპორტის სერვისები დაგხვდებათ, სადაც ...

  • 13:09

    არანაირი საკომისიო - უმარტივესად გადაიხადეთ ამანათ...

    12 მარტიდან 12 აპრილამდე, ყველა მომხმარებელს ექნება საშუალება, თიბისის მობაილბანკიდან უმარტივესად გადაიხადოს ამანათის ტრანსპორტირების თანხა. ამანათის გამოწერისას, მისი ტრანსპორტირების თანხას გადამზი...