1 4 : 0 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველო EuroDIG 2018-ს მასპინძლობს

4-6 ივნისს თბილისში, EuroDIG 2018 - „ევროპული დიალოგი ინტერნეტ მმართველობის საკითხებზე“ გაიმართება. ფორუმის მასპინძელია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და მასში მონაწილეობას მიიღებს 500-ზე მეტი სტუმარი ევროპის ქვეყნებიდან და ევროსტრუქტურებიდან, მათ შორის ევროპის პარლამენტის წევრი (პოლონეთის რესპუბლიკის გაციფროვნების ყოფილი მინისტრი) მიხალ ბონი, ევროპის სატელეკომუნიკაციო ქსელების ოპერატორთა ასოციაციის (ETNO) გენერალური დირექტორი ლის ფური, ინტერნეტ საზოგადოების (ISOC) ვიცე პრეზიდენტი რაულ ეჩებერია და სხვა მაღალი დონის წარმომადგენლები. პროექტის მხარდამჭერია თიბისი ბანკი.

ამ რანგის და მნიშვნელობის ინტერნეტფორუმი საქართველოში პირველად ტარდება, ამასთან, EuroDIG 2018-ის საქართველოში ჩატარება მნიშვნელოვანი მოვლენაა ქართული ინტერნეტ საზოგადოებისთვის. აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ფორუმი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყანაში, ხოლო მეორე შემთხვევა, როდესაც ევროკავშირის არაწევრ ქვეყანაში ტარდება. საქართველოში ბოლო პერიოდში ინტერნეტ მმართველობის რამდენიმე წარმატებული ფორუმის (GeoIGF) ჩატარების შემდეგ, რომლებმაც დადებითი საერთაშორისო გამოხმაურება და შეფასება მიიღო, ევროპული დიალოგის ინტერნეტ მმართველობის საკითხებზე საორგანიზაციო კომიტეტმა რიგით მე-11 EuroDIG 2018-ის თბილისში ჩატარების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება.

ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა დაინტერესებული მხარეები როგორც სამთავრობო, ისე კერძო, აკადემიური და არასამთავრობო სექტორებიდან. ამასთან, ფორუმების მუშაობაში აქტიურად არიან ჩართულები საერთაშორისო ორგანიზაციები და ახალგაზრდები, ისინი ერთობლივად განიხილავენ ინტერნეტის განვითარების აქტუალურ საკითხებს, იმსჯელებენ ამ სფეროში არსებულ გამოწვევებზე. ფორუმის მონაწილეებს საშუალება ექნებათ, დაამყარონ ახალი კონტაქტები და შეიძინონ ახალი გამოცდილება.

დიალოგის ფარგლებში განხილული იქნება ყველა ის საკითხი რაც ინტერნეტის მართვასა და ციფრული ეკონომიკის განვითარებას ეხება, კერძოდ: ადამიანის უფლებების დაცვა ინტერნეტში, გამოხატვის თავისუფლება, საავტორო უფლებების დაცვა, მონაცემთა დაცვის შესახებ რეგულაციები (GDPR), კიბერუსაფრთხოება, ინტერნეტთან და კონტენტთან წვდომა, სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის განვითარება, სათემო ინტერნეტიზაცია, დომენები, ინტერნეტში ბავშვების დაცვა, ციფრული ეკონომიკა, ელექტრონული კომერცია, ბლოკჩეინი, ციფრული წიგნიერება, ინოვაციები და ინტერნეტთან დაკავშირებული სხვა საკითხები.

ევროპული დიალოგი ინტერნეტ მმართველობის საკითხებზე - EuroDIG პლატფორმა რამდენიმე ორგანიზაციის, სამთავრობო წარმომადგენლებისა და ექსპერტების მიერ 2008 წელს შეიქმნა. EuroDIG-ის წლიური მუშაობის დასკვნით ფაზას წარმოადგენს EuroDIG-ის „გზავნილები“ და წინადადებები, რომლებიც წარედგინება გაეროს „ინტერნეტ მმართველობის ფორუმს“ (IGF). EuroDIG ყოველწლიურად ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში იმართება და წარმოადგენს ევროპის ფარგლებში ყველაზე მასშტაბურ, ღია და მრავალმხრივ ევროპულ პლატფორმას მოსაზრებებისა და საუკეთესო გამოცდილების გასაცვლელად - თუ როგორ უნდა იმართებოდეს ინტერნეტი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:54

    ბორჯღალოსნები მე-17 ტიტულის მოლოდინში - წინ ფინალი...

    საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში რუმინეთი 43:5 დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც ესპანეთთან დაპირისპირება ელის. ამასთან, ბორჯღალოსნებმა ანთიმოზ ივერი...

  • 13:15

    თიბისის ტექსკოლის ახალ ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო...

    თიბისი, საგანმანათლებლო ინიციატივების ფარგლებში, აგრძელებს სხვადასხვა პროგრამის განვითარებას და უფროსკლასელებისთვის თიბისის ტექსკოლის ახალი ნაკადის მიღებას იწყებს. თიბისი ყოველთვის ითვალისწინებს ახა...

  • 13:04

    თიბისი ბიზნესის ინიციატივით, ბათუმში პანელური დის...

    თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია - “ხუთშაბათის შეხვედრები” ბრუნდება. 2025 წლის პირველი ღონისძიება ბათუმში, 13 მარტს ჩატარდება და ის ორგანიზაციული ზრდის გამოწვევების თემატიკას და...

  • 12:57

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Kaizen Global Award-ის ჯილ...

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ კაიზენის 2024 წლის გლობალური ჯილდოს მფლობელია. კაიზენის ჯილდო ტოიოტას სადილეროებს ყოველწლიურად, სხვადასხვა კრიტერიუმით შეფასების შემდეგ, გადაეცემათ. იაპონური ბრენდი...

  • 19:26

    „ვოლვო ქარ კავკასია“ მესამე წელია Excellence Club-...

    „ვოლვო ქარ კავკასია” Excellence Club-ის ჯილდოს არ თმობს. Volvo Cars EMEA-ს ყოველწლიურ ბიზნესკონფერენციაზე კომპანიამ მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. Excellence Club-ის ჯილდოსთვის შედ...

  • 14:41

    თიბისი კონცეპტის აეროპორტის სერვისები უკვე მობაილბ...

    თიბისი კონცეპტის სამოგზაურო უპირატესობები ახლა უკვე ერთ სივრცეში -მობაილბანკშია ხელმისაწვდომი. კონცეპტ მომხმარებლებს თიბისის მობაილბანკის შეთავაზებების გვერდზე აეროპორტის სერვისები დაგხვდებათ, სადაც ...

  • 13:09

    არანაირი საკომისიო - უმარტივესად გადაიხადეთ ამანათ...

    12 მარტიდან 12 აპრილამდე, ყველა მომხმარებელს ექნება საშუალება, თიბისის მობაილბანკიდან უმარტივესად გადაიხადოს ამანათის ტრანსპორტირების თანხა. ამანათის გამოწერისას, მისი ტრანსპორტირების თანხას გადამზი...