1 3 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი ბანკის მხარდაჭერით სვანეთში გამოფენა „MAGNUM PHOTO 70 - ქართული დღიური’’ ჩატარდება

19 მაისიდან 19 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესა და მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ფესტივალის ფარგლებში, სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმი მასპინძლობს გამოფენას “MAGNUM Photo 70 - ქართული დღიური: რობერტ კაპა 1947, თომას დვორჟაკი 2017”. გამოფენის ოფიციალური წარმდგენია თიბისი ბანკი, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, და Magnum Photos.

2017 წელს ფოტოგრაფების პირველი მსოფლიო გაერთიანება MAGNUM PHOTOS 70 წლის გახდა. ასევე 70 წელი შესრულდა MAGNUM PHOTOS დამაარსებლის, ცნობილი ომის ფოტოგრაფის, რობერტ კაპასა და ამერიკელი ნობელიანტი მწერლის, ჯონ სტეინბეკის მოგზაურობიდან საბჭოთა კავშირის სამ ქვეყანაში - რუსეთში, უკრაინასა და საქართველოში.

კაპას უნიკალური ფოტონამუშევრებიდან, 20 საქართველოში გადაღებული ფოტო თიბისი ბანკის კოლექციაშია დაცული.

თიბისის დაფინანსებით ეროვნულმა მუზეუმმა, უნიკალური ფოტოების რესტავრაციასა და კონსერვაციას ფოტოსა და ქაღალდის მასალის რესტავრაციის ლაბორატორია დაუთმო.

რობერტ კაპამ და ჯონ სტეინბეკმა საბჭოთა კავშირში 1947 წელს, ცივი ომის ადრეულ პერიოდში იმოგზაურეს და არაჩვეულებრივი მასალა შექმნეს. მათი უპირველესი მიზანი იყო საბჭოთა სამყაროში მცხოვრები ადამიანების რეალური ყოფის, მათი ქცევისა და ცხოვრების წესის ასახვა. მოგზაურობის შედეგად შექმნილი მასალა მსოფლიოსთვის უცნობი „საბჭოთა ადამიანის“ ცხოვრების შესახებ გამოქვეყნდა „New York Herald Tribune”-სა და „Ladies Home Journal”-ში. ასევე გამოიცა ჯონ სტეინბეკის წიგნი „რუსული დღიური“, რომელსაც თან ახლდა რობერტ კაპას მიერ მოგზაურობისას გადაღებული ფოტოები.

ამ გლობალური პროექტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია MAGNUM PHOTOS მოქმედი პრეზიდენტის რუსეთისა და პოსტსაბჭოთა სივრცის საუკეთესო მცოდნეს – თომას დვორჟაკის და ცნობილი ბრიტანელი ჟურნალისტის, „Telegraph”-ის მოსკოვის ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელის, კოსოვოს, ერაყის და ბალკანეთის კონფლიქტების საერთაშორისო მიმომხილველის, ჯულიუს სტრაუსის მოგზაურობა რობერტ კაპასა და ჯონ სტეინბეკის "რუსული დღიურის" (1947) კვალდაკვალ, 70 წლის შემდეგ.

2017 წლის სექტემბერში, საქართველო იყო ახალი პროექტის “რუსული დღიურის კვალდაკვალ“ ფარგლებში გადაღებული ფოტოების გამოფენის პირველი მასპინძელი.

პროექტის წარმდგენი იყო MAGNUM PHOTOS და თიბისი ბანკი. 2017 წლის ნოემბერ-დეკემბერში, პროექტის პრეზენტაციები ასევე გაიმართა ლონდონსა და ნიუ იორკში.

ამჯერად, სვანეთის მუზეუმში გამოფენისას, დამთვარიებელს შესაძლებლობა ექნება ერთ სივრცეში იხილოს 1947 წლის რობერტ კაპას და 2017 წელს თომას დვორჟაკის მოგზაურობის ფოტოები - საქართველოში მოგზაურობის ნაწილები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:54

    ბორჯღალოსნები მე-17 ტიტულის მოლოდინში - წინ ფინალი...

    საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში რუმინეთი 43:5 დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც ესპანეთთან დაპირისპირება ელის. ამასთან, ბორჯღალოსნებმა ანთიმოზ ივერი...

  • 13:15

    თიბისის ტექსკოლის ახალ ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო...

    თიბისი, საგანმანათლებლო ინიციატივების ფარგლებში, აგრძელებს სხვადასხვა პროგრამის განვითარებას და უფროსკლასელებისთვის თიბისის ტექსკოლის ახალი ნაკადის მიღებას იწყებს. თიბისი ყოველთვის ითვალისწინებს ახა...

  • 13:04

    თიბისი ბიზნესის ინიციატივით, ბათუმში პანელური დის...

    თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია - “ხუთშაბათის შეხვედრები” ბრუნდება. 2025 წლის პირველი ღონისძიება ბათუმში, 13 მარტს ჩატარდება და ის ორგანიზაციული ზრდის გამოწვევების თემატიკას და...

  • 12:57

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Kaizen Global Award-ის ჯილ...

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ კაიზენის 2024 წლის გლობალური ჯილდოს მფლობელია. კაიზენის ჯილდო ტოიოტას სადილეროებს ყოველწლიურად, სხვადასხვა კრიტერიუმით შეფასების შემდეგ, გადაეცემათ. იაპონური ბრენდი...

  • 19:26

    „ვოლვო ქარ კავკასია“ მესამე წელია Excellence Club-...

    „ვოლვო ქარ კავკასია” Excellence Club-ის ჯილდოს არ თმობს. Volvo Cars EMEA-ს ყოველწლიურ ბიზნესკონფერენციაზე კომპანიამ მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. Excellence Club-ის ჯილდოსთვის შედ...

  • 14:41

    თიბისი კონცეპტის აეროპორტის სერვისები უკვე მობაილბ...

    თიბისი კონცეპტის სამოგზაურო უპირატესობები ახლა უკვე ერთ სივრცეში -მობაილბანკშია ხელმისაწვდომი. კონცეპტ მომხმარებლებს თიბისის მობაილბანკის შეთავაზებების გვერდზე აეროპორტის სერვისები დაგხვდებათ, სადაც ...

  • 13:09

    არანაირი საკომისიო - უმარტივესად გადაიხადეთ ამანათ...

    12 მარტიდან 12 აპრილამდე, ყველა მომხმარებელს ექნება საშუალება, თიბისის მობაილბანკიდან უმარტივესად გადაიხადოს ამანათის ტრანსპორტირების თანხა. ამანათის გამოწერისას, მისი ტრანსპორტირების თანხას გადამზი...