1 3 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი გალერეაში ნიკოლას ილინის წიგნის „Memories of Tiflis” პრეზენტაცია გაიმართა

თიბისი გალერეაში ერმიტაჟის მუზეუმის გენერალური დირექტორის მრჩევლის - ნიკოლას ვ. ილინის წიგნის „Memories of Tiflis” პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაცია თბილისის თანამედროვე ხელოვნების პირველი საერთაშორისო ბაზრობის ფარგლებში ჩატარდა, რომლის ოფიციალური მხარდამჭერი თიბისი სტატუსია.

წიგნში თავმოყრილია ინგლისურ ენაზე ნათარგმნი ლევან ჭოღოშვილის, ნანა ყიფიანის, გიორგი გერსამიას, თამაზ გერსამიას, გიორგი კალანდიას, აკა მორჩილაძის, ლევან ცეცხლაძისა და დონალდ რეიფილდის ესეები და ჩანაწერები, ასევე ფოტოები სხვადასხვა მუზეუმებისა და კერძო კოლექციებიდან, რომლებიც მეოცე საუკუნის დასაწყისის თბილისის არქიტექტურას, ხელოვნებას, მუსიკას, ფოლკლორს, ლიტერატურასა და ფოტოგრაფიას ასახავს.

ნიკოლას ილინისა და თბილისის ურთიერთობა 1965 წელს დაიწყო, როდესაც გერმანიაში ვიზიტით ჩამოსულმა ქართველმა ექიმმა მას „ვეფხისტყაოსანი“ აჩუქა. მოგვიანებით რეჟისორები - ოთარ იოსელიანი, გიორგი დანელია და ლანა ღოღობერიძე გაიცნო, ფარაჯანოვის რამდენიმე ფილმი ნახა და ქართული კულტურით მოიხიბლა. თბილისს პირველად 2008 წელს მეგობრების ქორწილისთვის ესტუმრა.

ქალაქის ისტორიით, არქიტექტურით, კულტურითა და ხალხით შთაგონებულმა ნიკოლას ილინმა თბილისური ამბების ერთ წიგნად შეკრება გადაწყვიტა. ბოლო 10 წლის განმავლობაში ქალაქს რამდენიმეჯერ ეწვია და წიგნისთვის ძველი ღია ბარათები შეაგროვა. ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები - ირინე პოპიაშვილი, დავით ლორთქიფანიძე, ლიკა მამაცაშვილი, თამილა ცაგარეიშვილი, ზურაბ და ვასილ წერეთელები თბილისური ქრონიკების შეკრებაში დაეხმარნენ. წიგნში აქცენტი 1870-1920 წლების თბილისზეა გაკეთებული.

ნიკოლას ილინის ავტორობითა და რედაქტორობით ასევე გამოცემულია „მოგონებები ბაქოს შესახებ“ და „რუსეთის საგანძურის გაყიდვა“. მან ასევე შექმნა 30 წუთიანი დოკუმენტური ფილმი იოსიფ ბროდსკის შესახებ. ნიკოლას ილინს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ისეთი სამუზეუმო პროექტების შექმნასა და განხორციელებაში, როგორებიცაა ბილბაოს გუგენჰაიმი, ბერლინის გუგენჰაიმი, გუგენჰაიმის ერმიტაჟის მუზეუმი ლას ვეგასში და ასევე აბუ-დაბის გუგენჰაიმი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:54

    ბორჯღალოსნები მე-17 ტიტულის მოლოდინში - წინ ფინალი...

    საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში რუმინეთი 43:5 დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც ესპანეთთან დაპირისპირება ელის. ამასთან, ბორჯღალოსნებმა ანთიმოზ ივერი...

  • 13:15

    თიბისის ტექსკოლის ახალ ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო...

    თიბისი, საგანმანათლებლო ინიციატივების ფარგლებში, აგრძელებს სხვადასხვა პროგრამის განვითარებას და უფროსკლასელებისთვის თიბისის ტექსკოლის ახალი ნაკადის მიღებას იწყებს. თიბისი ყოველთვის ითვალისწინებს ახა...

  • 13:04

    თიბისი ბიზნესის ინიციატივით, ბათუმში პანელური დის...

    თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია - “ხუთშაბათის შეხვედრები” ბრუნდება. 2025 წლის პირველი ღონისძიება ბათუმში, 13 მარტს ჩატარდება და ის ორგანიზაციული ზრდის გამოწვევების თემატიკას და...

  • 12:57

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Kaizen Global Award-ის ჯილ...

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ კაიზენის 2024 წლის გლობალური ჯილდოს მფლობელია. კაიზენის ჯილდო ტოიოტას სადილეროებს ყოველწლიურად, სხვადასხვა კრიტერიუმით შეფასების შემდეგ, გადაეცემათ. იაპონური ბრენდი...

  • 19:26

    „ვოლვო ქარ კავკასია“ მესამე წელია Excellence Club-...

    „ვოლვო ქარ კავკასია” Excellence Club-ის ჯილდოს არ თმობს. Volvo Cars EMEA-ს ყოველწლიურ ბიზნესკონფერენციაზე კომპანიამ მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. Excellence Club-ის ჯილდოსთვის შედ...

  • 14:41

    თიბისი კონცეპტის აეროპორტის სერვისები უკვე მობაილბ...

    თიბისი კონცეპტის სამოგზაურო უპირატესობები ახლა უკვე ერთ სივრცეში -მობაილბანკშია ხელმისაწვდომი. კონცეპტ მომხმარებლებს თიბისის მობაილბანკის შეთავაზებების გვერდზე აეროპორტის სერვისები დაგხვდებათ, სადაც ...

  • 13:09

    არანაირი საკომისიო - უმარტივესად გადაიხადეთ ამანათ...

    12 მარტიდან 12 აპრილამდე, ყველა მომხმარებელს ექნება საშუალება, თიბისის მობაილბანკიდან უმარტივესად გადაიხადოს ამანათის ტრანსპორტირების თანხა. ამანათის გამოწერისას, მისი ტრანსპორტირების თანხას გადამზი...