1 4 : 5 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით სასტუმრო “სტამბა”- ს მშენებლობის პროექტი განხორციელდა

16 მაისი, 2018 -  საქართველოს ბანკის, საქართველოს წამყვანი ბანკის ფინანსური მხარდაჭერით კომპანია „აჭარა ჯგუფი“ კიდევ ერთ ქართულ ბრენდს - Stamba Hotel-ს წარმოგიდგენთ. ახალი სასტუმრო კოსტავას ქუჩაზე, საბჭოთა ეპოქის გამომცემლობის შენობაში არის განთავსებული. პირველ ეტაპზე სტუმრებს შეუძლიათ ისარგებლონ 40 მაღალი სტანდარტის (52 კვ.მ) ოთახით და 2 suit-ით (79 კვ.მ). ამ ეტაპზე „სტამბაში“ დასაქმებულია 600 ადამიანი. მას შემდეგ რაც სასტუმრო სრულად ამუშავდება, ხელმისაწვდომი იქნება 150 ნომერი, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა გაიზრდება 750-მდე. 

სასტუმროში განთავსებულია „კაფე სტამბა“ (Café Stamba), სადაც სტუმრებს შეეძლებათ დააგემოვნონ ადგილობრივი ფერმერების აგროპროდუქტებისაგან დამზადებული ქართული და ევროპული სამზარეულო. 

სასტუმროს ხუთსართულიანი ატრიუმის ტიპის ბეტონის ფოიე - Jungle Lobby - არის უნიკალური მრავალწლოვანი მცენარეებით დატვირთული. ამ სივრცეს კრავს შენობის თავზე მოწყობილი საცურაო აუზი გამჭვირვალე ფსკერით. აჭარა ჯგუფის არქიტექტურული გუნდის დიზაინერების მიერ განახლებული შენობა ინარჩუნებს თავის პირველად, ისტორიულ სახეს. შენარჩუნებულია სარემონტო სამუშაოების დროს აღმოჩენილი ძველი საბეჭდი დანადგარებიც.

სასტუმრო Stamba გამორჩეული ინტერიერით Design Hotels-ის წევრი გახდა. 

„მოხარულები ვართ, ვიყოთ ამ მნიშვნელოვანი პროექტის ნაწილი. დიდია „აჭარა ჯგუფის“ წვლილი როგორც რეგიონების, ისე დედაქალაქის ურბანული განვითარების საქმეში, რაც ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას და საქართველოს პოპულარიზაციას მთელ მსოფლიოში. საქართველოს ბანკი მოწოდებულია ხელი შეუწყოს ეკონომიკურად გამართულ პროექტებს. როგორც დაფინანსებით, ასევე პროფესიული რჩევებით მხარი დაუჭიროს ბიზნესს, ხელი შეუწყოს სექტორის განვითარებასა და, შესაბამისად, ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებას“,- განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების ხელმძღვანელმა, ვასილ ხოდელმა.   

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:54

    ბორჯღალოსნები მე-17 ტიტულის მოლოდინში - წინ ფინალი...

    საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში რუმინეთი 43:5 დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც ესპანეთთან დაპირისპირება ელის. ამასთან, ბორჯღალოსნებმა ანთიმოზ ივერი...

  • 13:15

    თიბისის ტექსკოლის ახალ ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო...

    თიბისი, საგანმანათლებლო ინიციატივების ფარგლებში, აგრძელებს სხვადასხვა პროგრამის განვითარებას და უფროსკლასელებისთვის თიბისის ტექსკოლის ახალი ნაკადის მიღებას იწყებს. თიბისი ყოველთვის ითვალისწინებს ახა...

  • 13:04

    თიბისი ბიზნესის ინიციატივით, ბათუმში პანელური დის...

    თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია - “ხუთშაბათის შეხვედრები” ბრუნდება. 2025 წლის პირველი ღონისძიება ბათუმში, 13 მარტს ჩატარდება და ის ორგანიზაციული ზრდის გამოწვევების თემატიკას და...

  • 12:57

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Kaizen Global Award-ის ჯილ...

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ კაიზენის 2024 წლის გლობალური ჯილდოს მფლობელია. კაიზენის ჯილდო ტოიოტას სადილეროებს ყოველწლიურად, სხვადასხვა კრიტერიუმით შეფასების შემდეგ, გადაეცემათ. იაპონური ბრენდი...

  • 19:26

    „ვოლვო ქარ კავკასია“ მესამე წელია Excellence Club-...

    „ვოლვო ქარ კავკასია” Excellence Club-ის ჯილდოს არ თმობს. Volvo Cars EMEA-ს ყოველწლიურ ბიზნესკონფერენციაზე კომპანიამ მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. Excellence Club-ის ჯილდოსთვის შედ...

  • 14:41

    თიბისი კონცეპტის აეროპორტის სერვისები უკვე მობაილბ...

    თიბისი კონცეპტის სამოგზაურო უპირატესობები ახლა უკვე ერთ სივრცეში -მობაილბანკშია ხელმისაწვდომი. კონცეპტ მომხმარებლებს თიბისის მობაილბანკის შეთავაზებების გვერდზე აეროპორტის სერვისები დაგხვდებათ, სადაც ...

  • 13:09

    არანაირი საკომისიო - უმარტივესად გადაიხადეთ ამანათ...

    12 მარტიდან 12 აპრილამდე, ყველა მომხმარებელს ექნება საშუალება, თიბისის მობაილბანკიდან უმარტივესად გადაიხადოს ამანათის ტრანსპორტირების თანხა. ამანათის გამოწერისას, მისი ტრანსპორტირების თანხას გადამზი...