1 8 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

აშშ საელჩომ თბილისში და საქართველოს ბანკმა ფულბრაიტის სასტიპენდიო პროგრამაზე კონკურსის დაწყების შესახებ განაცხადეს

2 მაისი, 2018 -  აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა და საქართველოს ბანკის, საქართველოს წამყვანი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამაზე კონკურსის გამოცხადების შესახებ განაცხადეს. 

სასტიპენდიო პროგრამა ითვალისწინებს აშშ-ის უნივერსიტეტების სამაგისტორ პროგრამაზე სწავლის სრულ დაფინანსებას ყველა დისციპლინაში. პროგრამის თანადაფინანსება  საქართველოს ბანკის მხრიდან გულისხმობს, თანხის გამოყოფას ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში, საქართველოდან ყოველწლიურად დამატებით ორი სტუდენტის დაფინანსებისთვის, რომელთაც სურთ სწავლა განაგრძონ ბიზნესის ადმინისტრირების, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა ან საინჟინრო მიმართულებით. საქართველოს ბანკის მხარდაჭერით  ორი სტუდენტი აშშ –ში მომავალ სასწავლო წელს გაემგზავრება. ხსენებული სტუდენტები შეირჩევიან 2018 წლის შემოდგომაზე მიმდინარე კონკურსის შედეგად. 

„საქართველოს ბანკის მიზანია, საქართველოში თუ მის საზღვრებს გარეთ სწავლისთვის სტიპენდიების დაწესებისა და სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტის მხარდაჭერის გზით, რაც შეიძლება უფრო მეტ ადამიანს მისცეს შესაძლებლობა მიიღოს საუკეთესო განათლება. განათლების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს და ამ მიმართულებით ბანკს არაერთი აქტივობა აქვს განხორციელებული. აშშ მთავრობასთან და განათლების სამინისტროსთან ერთად ფულბრაიტის სტიპენდიის დაფინანსების ფარგლებში განხორციელებული თანამშრომლობა  ყოველწლიურად კიდევ ორ ახალგაზრდას მისცემს  საშუალებას მიიღოს დაფინანსება აშშ –ში წამყვანი უნივერსიტეტის ორ წლიან სამაგისტრო პროგრამაზე სწავლისთვის“,- განაცხადა  საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ. 

2014-2017 წლებში  საქართველოს ბანკის თანადაფინანსებით კონკურსის 6 გამარჯვებული გაემგზავრა ამერიკის შეერთებულ შტატებში განათლების მისაღებად. საერთო ჯამში, საქართველოს ბანკის მიერ, ფულბრაიტის პროექტის დაფინანსების მოცულობამ 560,035 ლარია შადგინა. 

ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამა ღია კონკურსია, რომელსაც ადმინისტრირებას უწევს თბილისში აშშ საელჩო. ფულბრაიტის სტიპენდია წარმოადგენს აშშ-ის მთავრობის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ პროგრაგრამას მთელს მსოფლიოში.  პროგრამის კურსდამთავრებელებს შორის არიან სახელმწიფოთა ნობელის პრემიის ლაურეატები, სახლემწიფოთა ლიდერები და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს. განაცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 1 აგვისტო. დაწვრილებით ინფორმაციისთვის ეწვიეთ ამერიკის საელჩოს ვებგვერდს: http://istudy.ge/

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:54

    თიბისის ბიზნესკლიენტებს SelectUSA სამიტში მონაწილე...

    თიბისი, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან და საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატასთან ერთად, უკვე მეორე წელია ბიზნესკლიენტებს შესაძლებლობას აძლევს ამერიკაში საინვესტიციო სამიტ...

  • 10:08

    თიბისი, ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე, ...

    2025 წელს საქართველო პირველად წარადგენს მოსწავლეთა ეროვნულ ნაკრებს ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე (IOAI). საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციამ GAIA, IOAI-ისგან ეროვნული ნაკრების შერჩ...

  • 16:02

    თიბისი ტექსკოლის მე-5 სეზონზე მთელი საქართველოდან ...

    გაზაფხულის სემესტრზე, თიბისი ტექსკოლაში, უფროსკლასელები, როგორც საქართველოს 12 რეგიონიდან, ასევე, წელს პირველად საზღვარგარეთ მცხოვრები ემიგრანტი მოსწავლეებიც დარეგისტრირდნენ. კონკურსის საფუძველზე 155...

  • 14:21

    Tegeta Commercial Vehicles-მა სომხეთს, EBRD-ის ტენ...

    „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ Tegeta Commercial Vehicles-მა სომხეთს 30 ერთეული სპეციალიზებული სატვირთო ავტომობილი გადასცა. Renault Trucks-ის პრემიუმ ხარისხის 28 ერთეული ნაგავშემ...

  • 12:58

    პრემია „ელისო“ ნამუშევრების მიღებას იწყებს...

    ნატო ვაჩნაძის ფონდი და თიბისი წარმოგიდგენთ პრემია „ელისოს“, რომელიც წელს, 14 ივნისს, უკვე მეორედ გაიმართება. ნამუშევრების მიღება 25 მარტიდან დაიწყო და ეს პროცესი 15 აპრილამდე გაგრძელდება...

  • 10:14

    „ლუმიერსი“ - ქართული საკონდიტრო, რომელიც თიბისი ბი...

    ალბათ, მომხმარებლების უმეტეს ნაწილს ნაყინისა და დარიჩინის ტკბილი სურნელის სინთეზზე „ლუმიერსი“ ახსენდება. უფრო კონკრეტულად კი, ამ საკონდიტროს ერთადერთი პროდუქტი — “ტრდელნიკი&rd...

  • 12:23

    თიბისი კონცეპტი და Coaching Lab გიწვევთ ტრენინგ პრ...

    თიბისი კონცეპტის და Coaching Lab-ის პარტნიორობის ფარგლებში, 27-29 მარტს გიწვევთ ტრენინგ პროგრამაზე დასასწრებად - „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“. „გუნდური ქოუჩინგი – ფუნდამენტ...