1 7 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„ზედაზენის“ ლუდი და ლიმონათი Golden Brand-მა წლის ნომერ პირველ ბრენდად აღიარა.

სს „ქართული ლუდის კომპანიამ“ Golden Brand 2018-ის დაჯილდოებაზე ორ ნომინაციაში გაიმარჯვა. „ზედაზენის“ ლუდი და ლიმონათი Golden Brand-მა წლის ნომერ პირველ ბრენდად აღიარა.

დაჯილდოების ცერემონიალზე „ზედაზენი“ გამარჯვებულად დასახელდა ნომინაციებში ლუდი და გამაგრილებელი სასმელები. კვლევის მთავარ საგანს წარმოადგენდა ბრენდის ცნობადობა, კომპანიების მხრიდან წლის განმავლობაში  ბრენდის განვითარებისთვის გაწეული სამუშაოები, როგორც ხარისხობრივად, ასევე საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგული აქტივობების კუთხით. 

Golden Brand-ის დაჯილდოებაზე, სს „ქართული ლუდის“ კომპანია ზედიზედ სამი წელია წამყვან ნომინაციებში იმარჯვებს, რაც საზოგადოებაში მის მაღალ ნდობაზე და პროდუქციის მაღალ ხარისხზე მიუთითებს.

“ის, რომ “ზედაზენი” ზედიზედ მესამედ ხდება Golden Brand-ის გამარჯვებული ჩვენთვის, კომპანიისთვის დიდი პატივია.

2012 წლიდან დღემდე „ზედაზენის“ ლუდი და ლიმონათი  მომხმარებლის ფავორიტ ბრენდად რჩება და ინარჩუნებს პრემიუმ პოზიციებს გამაგრილებელი სასმელებში. სწორედ ეს არის ჩვენი კომპანიის ყველაზე დიდი მონაპოვარი.

სწორედ ეს გვაძლევს მნიშვნელოვან სტიმულს იმისათვის, რომ სამომავლოდ უფრო მეტი შევძლოთ, მომხმარებლის ნდობა კიდევ უფრო გავამართლოთ და მეტი სიახლე და გემო შევთავაზოთ“, - აცხადებს "ქართული ლუდის კომპანიის’’  დირექტორი კახაბერ  კოტრიკაძე.

Golden Brand-ი გახლავთ მთავარი ჯილდო ბიზნესპროექტებისთვის საქართველოში, რომელსაც ღიად ირჩევენ ექსპერტები და მომხმარებლები.

Golden Brand-ის დაჯილდოვების ცერემონია 2006 წლიდან ტარდება. ის ყველაზე პრესტიჟულ და გავლენიან ბიზნეს დაჯილდოვებად არის აღიარებული.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:54

    ბორჯღალოსნები მე-17 ტიტულის მოლოდინში - წინ ფინალი...

    საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში რუმინეთი 43:5 დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც ესპანეთთან დაპირისპირება ელის. ამასთან, ბორჯღალოსნებმა ანთიმოზ ივერი...

  • 13:15

    თიბისის ტექსკოლის ახალ ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო...

    თიბისი, საგანმანათლებლო ინიციატივების ფარგლებში, აგრძელებს სხვადასხვა პროგრამის განვითარებას და უფროსკლასელებისთვის თიბისის ტექსკოლის ახალი ნაკადის მიღებას იწყებს. თიბისი ყოველთვის ითვალისწინებს ახა...

  • 13:04

    თიბისი ბიზნესის ინიციატივით, ბათუმში პანელური დის...

    თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია - “ხუთშაბათის შეხვედრები” ბრუნდება. 2025 წლის პირველი ღონისძიება ბათუმში, 13 მარტს ჩატარდება და ის ორგანიზაციული ზრდის გამოწვევების თემატიკას და...

  • 12:57

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Kaizen Global Award-ის ჯილ...

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ კაიზენის 2024 წლის გლობალური ჯილდოს მფლობელია. კაიზენის ჯილდო ტოიოტას სადილეროებს ყოველწლიურად, სხვადასხვა კრიტერიუმით შეფასების შემდეგ, გადაეცემათ. იაპონური ბრენდი...

  • 19:26

    „ვოლვო ქარ კავკასია“ მესამე წელია Excellence Club-...

    „ვოლვო ქარ კავკასია” Excellence Club-ის ჯილდოს არ თმობს. Volvo Cars EMEA-ს ყოველწლიურ ბიზნესკონფერენციაზე კომპანიამ მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. Excellence Club-ის ჯილდოსთვის შედ...

  • 14:41

    თიბისი კონცეპტის აეროპორტის სერვისები უკვე მობაილბ...

    თიბისი კონცეპტის სამოგზაურო უპირატესობები ახლა უკვე ერთ სივრცეში -მობაილბანკშია ხელმისაწვდომი. კონცეპტ მომხმარებლებს თიბისის მობაილბანკის შეთავაზებების გვერდზე აეროპორტის სერვისები დაგხვდებათ, სადაც ...

  • 13:09

    არანაირი საკომისიო - უმარტივესად გადაიხადეთ ამანათ...

    12 მარტიდან 12 აპრილამდე, ყველა მომხმარებელს ექნება საშუალება, თიბისის მობაილბანკიდან უმარტივესად გადაიხადოს ამანათის ტრანსპორტირების თანხა. ამანათის გამოწერისას, მისი ტრანსპორტირების თანხას გადამზი...