1 7 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი გალერეაში ოლესია თავაძის გამოფენა - „ჩემი რობერტ ფროსტი“ გაიხსნა

თიბისი გალერეა ქართველი ხელოვანის - ოლესია თავაძის გრაფიკული სერიის გამოფენას - „ჩემი რობერტ ფროსტი“ მასპინძლობს. საგამოფენო სივრცეში ამავე სახელწოდების ალბომის პრეზენტაციაც გაიმართა, რომელიც თიბისისა და გამომცემლობა „სეზანის“ ერთობლივი პროექტით გამოიცა.

გალერეაში გამოფენილი 50-ზე მეტი ნამუშევარი 2015-2017 წლებშია შექმნილი და მხატვრის ბოლოდროინდელ შემოქმედებით ძიებებს ასახავს. ამ ძიებათა ეპიცენტრში მეოცე საუკუნის უდიდესი ამერიკელი პოეტი - რობერტ ლი ფროსტი აღმოჩნდა. პოეტ-ფილოსოფოსს, რომლის შემოქმედება ადამინაური არსებობის ფუნდამენტურ საკითხებსა და სამყაროში ინდივიდის მარტოსულაბას ეხება, მსოფლიო კულტურაში განსაკუთრებული ადგილი უკავია.

წარმოდგენილი ნამუშევრები, ჟანრობრივად, ფროსტის პოეტური ნაწარმოებების ილუსტრაციებს წარმოადგენს. არსობრივად კი გრაფიკული ნამუშევრების ამ ციკლში, მხატვარი ამ ნაწარმოებების ერთდროულად ილუსტრატორიცაა და ინტერპრეტატორიც. არაორდინალური მხატვრული ექსპერიმენტით შექმნილი სერიის შესახებ თავად ავტორი ამობობს: „ჩემი რობერტ ფროსტთან მისასვლელი გზა, მთელ ცხოვრებას იტევს... ფროსტთან შეხვედრა მოულოდნელ, პირველი ნახვით სიყვარულს ჰგავდა. ყველა კერპმა უცებ უკან დაიხია. საკულტო ადგილი ფროსტს დაეთმო.“

მხატვარი და მწერალი ოლესია თავაძე დაზგურ ფერწერასა და გრაფიკაში მუშაობს. ილუსტრირებული აქვს არაერთი სადიდო თუ საბავშვო წიგნი. ქმნის ხელნაკეთ თოჯინებსა და საავტორო კოსტიუმებს. მისმა საბავშო წიგნმა “Bursunsul and Paskualina” 2007 წელს საგამომცემლო ასოციაციის საერთაშორისო კონკურსზე “Step by Step” გაიმარჯვა და მსოფლიოს 16 ენაზე გამოიცა. ქართულ ენაზეა გამოცემული ოლესია თავაძის პროზაული მინიატიურების ორი კრებული - „სევდიანი ჩანაწერები“ და „კაკლის ქარები“. მხატვრის გამოფენათა შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია 2013 წლის პერსონალური გამოფენა ქარვასლაში, რომლის ალბომ-კატალოგი - „ოლესია თავაძის სამყარო“ იმავე წელს დაიბეჭდა.

ოლესია თავაძის რობერტ ფროსტის სიყვარულით შთაგონებული ნამუშევრების ნახვა მსურველებს თიბისი გალერეაში 1 მაისის ჩათვლით შეეძლებათ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:54

    ბორჯღალოსნები მე-17 ტიტულის მოლოდინში - წინ ფინალი...

    საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში რუმინეთი 43:5 დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც ესპანეთთან დაპირისპირება ელის. ამასთან, ბორჯღალოსნებმა ანთიმოზ ივერი...

  • 13:15

    თიბისის ტექსკოლის ახალ ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო...

    თიბისი, საგანმანათლებლო ინიციატივების ფარგლებში, აგრძელებს სხვადასხვა პროგრამის განვითარებას და უფროსკლასელებისთვის თიბისის ტექსკოლის ახალი ნაკადის მიღებას იწყებს. თიბისი ყოველთვის ითვალისწინებს ახა...

  • 13:04

    თიბისი ბიზნესის ინიციატივით, ბათუმში პანელური დის...

    თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია - “ხუთშაბათის შეხვედრები” ბრუნდება. 2025 წლის პირველი ღონისძიება ბათუმში, 13 მარტს ჩატარდება და ის ორგანიზაციული ზრდის გამოწვევების თემატიკას და...

  • 12:57

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Kaizen Global Award-ის ჯილ...

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ კაიზენის 2024 წლის გლობალური ჯილდოს მფლობელია. კაიზენის ჯილდო ტოიოტას სადილეროებს ყოველწლიურად, სხვადასხვა კრიტერიუმით შეფასების შემდეგ, გადაეცემათ. იაპონური ბრენდი...

  • 19:26

    „ვოლვო ქარ კავკასია“ მესამე წელია Excellence Club-...

    „ვოლვო ქარ კავკასია” Excellence Club-ის ჯილდოს არ თმობს. Volvo Cars EMEA-ს ყოველწლიურ ბიზნესკონფერენციაზე კომპანიამ მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. Excellence Club-ის ჯილდოსთვის შედ...

  • 14:41

    თიბისი კონცეპტის აეროპორტის სერვისები უკვე მობაილბ...

    თიბისი კონცეპტის სამოგზაურო უპირატესობები ახლა უკვე ერთ სივრცეში -მობაილბანკშია ხელმისაწვდომი. კონცეპტ მომხმარებლებს თიბისის მობაილბანკის შეთავაზებების გვერდზე აეროპორტის სერვისები დაგხვდებათ, სადაც ...

  • 13:09

    არანაირი საკომისიო - უმარტივესად გადაიხადეთ ამანათ...

    12 მარტიდან 12 აპრილამდე, ყველა მომხმარებელს ექნება საშუალება, თიბისის მობაილბანკიდან უმარტივესად გადაიხადოს ამანათის ტრანსპორტირების თანხა. ამანათის გამოწერისას, მისი ტრანსპორტირების თანხას გადამზი...