1 8 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

Axis Towers თბილისის საოფისე უძრავი ქონების ბაზარს 17 200 მ2 შემატებს

უძრავი ქონების სერვისების გლობალურმა კომპანიამ Colliers Inteational- მა 2017 წლის მონაცემების მიხედვით საქართველოს უძრავი ქონების ბაზრის კვლევა გამოაქვეყნა, სადაც, მათ შორის, თბილისის თანამედროვე საოფისე ფონდი არის მიმოხილული.

„საქართველოს A კლასის ბიზნეს ცენტრის ფართობის ბაზარი მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდის. წლების მანძილზე თავისუფალი საოფისე ადგილები სხვადასხვა ბიზნეს ცენტრებში იყო მიმოფანტული, რაც დიდი კომპანიებისთვის მაღალი კლასის ოფისების პოვნას ართულებდა.
Axis Towers BC -ისმასშტაბური პროექტი, რომლის გახსნაც 2018 წლის ბოლოს იგეგმება, დედაქალაქის A კლასის საოფისე უძრავი ქონების ბაზარს კიდევ 15,000 კვადრატულ მეტრზე მეტს შემატებს. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ამით, სხვა რამდენიმე მსხვილპროექტთან ერთად, ჯამურად, A კლასის ბიზნეს ცენტრის ფართობის ბაზარი 72% ით იზრდება, აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქალაქებთან შედარებით, თბილისის მთლიანი საოფისე ფონდის მოცულობა მაინც დაბალი რჩება, - ნათქვამია Colliers Inteational - ის კვლევაში.

Colliers Inteational Group Inc. მსოფლიოს 69 ქვეყნაშია წარმოდგენილი და შედგება 12 000-ზე მეტი გამოცდილი პროფესიონალით ოპერირებს. 

Axis Towers BC მრავალფუნქციური კომპლექსია და მოიცავს როგორც საცხოვრებელ, ისე საოფისე, გასართობ, კომერციულ და სასტუმრო ფუქციებს.ოფის ცენტრი აკმაყოფილებს საერთაშორისო A კლასის ბიზნეს ცენტრის ყველა მახასიათებელს, კერძოდ:

• საერთო ფართი;• შესაბამისი ლოკაცია -ჭავჭავაძის გამზირი.ეს გამზირი იმთავითვე დაპროექტებული იყო საოფისე და საჯარო ნაგებობებისთვის.A კლასის ბიზნეს ცენტრის ამ ლოკაციაზე განთავსება კი სწორედ ამ მიმართულებების ბუნებრივი განვითარებაა.ასევე აღსანიშნავია, რომ ჭავჭავაძის გამზირი წარმოადგენს ისტორიული ზონის - რუსთაველის გამზირის გაგრძელებას და ეს ბმა აფართოებს ბიზნეს-ტურისტულ ზონას;• ადვილად მისადგომი - იქმნება შენობასთან მისასვლელი დამატებითი გზები;• თანამედროვე ინფრასტრუქტურა, ტელეკომუნიკაცია და დაცვის სისტემები;• ნათელი ოფისები მაღალი ვიტრაჟული ფანჯრებით, გამორჩეულ არქიტექტურისა და ოპტიმალური გეგმარებიდან გამომდინარე;• პანორამული ხედები ვაკის პარკზე;• თანამედროვე თბილისის ლენდმარკ შენობა;• ბიზნეს-ცენტრისთვის გამოყოფილი 300 ადგილიანი ავტოსადგომი.

ასევე, Axis Towers -ის მინის კოშკში განთავსდება 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო Pullman, რომლის დიზაინი, აქსისის დიზაინერებთან ერთად, შეიმუშავა ცნობილმა ფრანგმა ინტერიერის დიზაინერმა, კრისტოფ პილემ. სასტუმრო მოიცავს 5 განსხვავებული ტიპის 226 ნომერს და გათვლილია ბიზნეს ტურისტებზე.

მინის კოშკის საფარად გამოყენებულია Mitsubishi Alpolic A2 ალუმინის კომპოზიტური მასალა მაღალი ცეცხლგამძლეობის მაჩვენებლით, რომელიც გამოიყენება ექსტერიერ - ინტერიერის მოსაპირკეთებლად, ასევესახურავად და საუკეთესო მასალად ითვლება. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:54

    თიბისის ბიზნესკლიენტებს SelectUSA სამიტში მონაწილე...

    თიბისი, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან და საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატასთან ერთად, უკვე მეორე წელია ბიზნესკლიენტებს შესაძლებლობას აძლევს ამერიკაში საინვესტიციო სამიტ...

  • 10:08

    თიბისი, ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე, ...

    2025 წელს საქართველო პირველად წარადგენს მოსწავლეთა ეროვნულ ნაკრებს ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე (IOAI). საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციამ GAIA, IOAI-ისგან ეროვნული ნაკრების შერჩ...

  • 16:02

    თიბისი ტექსკოლის მე-5 სეზონზე მთელი საქართველოდან ...

    გაზაფხულის სემესტრზე, თიბისი ტექსკოლაში, უფროსკლასელები, როგორც საქართველოს 12 რეგიონიდან, ასევე, წელს პირველად საზღვარგარეთ მცხოვრები ემიგრანტი მოსწავლეებიც დარეგისტრირდნენ. კონკურსის საფუძველზე 155...

  • 14:21

    Tegeta Commercial Vehicles-მა სომხეთს, EBRD-ის ტენ...

    „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ Tegeta Commercial Vehicles-მა სომხეთს 30 ერთეული სპეციალიზებული სატვირთო ავტომობილი გადასცა. Renault Trucks-ის პრემიუმ ხარისხის 28 ერთეული ნაგავშემ...

  • 12:58

    პრემია „ელისო“ ნამუშევრების მიღებას იწყებს...

    ნატო ვაჩნაძის ფონდი და თიბისი წარმოგიდგენთ პრემია „ელისოს“, რომელიც წელს, 14 ივნისს, უკვე მეორედ გაიმართება. ნამუშევრების მიღება 25 მარტიდან დაიწყო და ეს პროცესი 15 აპრილამდე გაგრძელდება...

  • 10:14

    „ლუმიერსი“ - ქართული საკონდიტრო, რომელიც თიბისი ბი...

    ალბათ, მომხმარებლების უმეტეს ნაწილს ნაყინისა და დარიჩინის ტკბილი სურნელის სინთეზზე „ლუმიერსი“ ახსენდება. უფრო კონკრეტულად კი, ამ საკონდიტროს ერთადერთი პროდუქტი — “ტრდელნიკი&rd...

  • 12:23

    თიბისი კონცეპტი და Coaching Lab გიწვევთ ტრენინგ პრ...

    თიბისი კონცეპტის და Coaching Lab-ის პარტნიორობის ფარგლებში, 27-29 მარტს გიწვევთ ტრენინგ პროგრამაზე დასასწრებად - „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“. „გუნდური ქოუჩინგი – ფუნდამენტ...