1 8 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ღია წერილი თბილისის მერს, კახა კალაძეს

ბატონო კახა, შევეცდები ნათლად აღვწერო ის ყველაფერი, რაც განხორციელდა უახლოეს წარსულში „სი-ტი პარკთან“ მიმართებაში. ასევე სურვილი მაქვს ეს გასაგები იყოს წერილის ყველა მკითხველისთვისაც.

თქვენი გადაწყვეტილების შესაბამისად, თბილისისთვის პირველი კვირაა „სი-ტი პარკის“ გარეშე. პარკირების მართვა ქალაქის სატრანსპორტო კომპანიას დაეკისრა, რომელიც ოპერირებას გააგრძელებს იმავე წესებით, როლითაც აქამდე ხელმძღვანელობდა „სი-ტი პარკ“-ი.

მინდა პირადად მოგილოცოთ, რადგან ეს არის თქვენი პირველი დიდი გამარჯვება ქალაქის მერის თანამდებობის დაკავების შემდეგ. თქვენი წინასაარჩევნო კამპანია, სხვა კანდიდატებისგან განსხვავებით, ნამდვილად, გამორჩეული იყო, თქვენ არ აცხადებდით, რომ გამარჯვების შემთხვევაში „სი-ტი პარკს“ დაუფიქრებლად გააძევებდით ქვეყნიდან, უფრო მეტიც, ამბობდით, საჭიროა საკითხის ღრმად, სამართლებრივად შესწავლა და გადაწყვეტილების შესაბამისად მიღება.

დღევანდელი გადმოსახედიდან ჩანს, რომ ესეც წინასაარჩევნო ფანდი ყოფილა. კომპანია „სი-ტი პარკთან“ მიმართებით ყველა მიმდინარე საკითხი აცდენილი იყო სამართლებრივ საფუძველს და არცერთი ჩვენი შემოთავაზება არ განხილულა თქვენი და თქვენი ჯგუფის მიერ. თქვენი პოლიტიკური გუნდის წევრები მუდმივად ბრალს სდებდნენ „სი-ტი პარკს“ მოქალაქეების უფლებების დარღვევაში, საბოლოოდ კი, კონტრაქტი სრულიად სხვა მიზეზების გამო გაუწყვიტეთ: პარკირების არასრული დახაზვა და ნიშნების უზუსტობა/არქონა, ესეც ცრუ დასაბუთებით.

ბატონო კახა, ჩვენ ვიმედოვნებით, რომ წინამორბედი მერის, დავით ნარმანიას სამწუხარო პრაქტიკას არ გაიზიარებდით და თქვენ მაინც დაიწყებდით კომპანიასთან ღია კომუნიკაციას და თანამშრომლობას.
მესმის, ჩვენი კომპანია არავის უყვარს, და ხშირად გვბრალდებოდა ისეთი საკითხები, რაც ჩვენი მოვალეობა არასოდეს ყოფილა; შესაბამისად, ნამდვილად მომგებიანია „სი-ტი პარკის“ თბილისიდან „გაგდებით“ მიღებული გმირის წოდება, თუმცა, თქვენ თანამედროვე პოლიტიკოსი ხართ, რომელიც უნდა აფასებდეს მართვის თანამედროვე სტანდარტებს, მათ შორის, პარკინგის მართვის სტანდარტსაც. აღნიშნული შეთავაზება „სი-ტი პარკმა“ 2007 წელს წარადგინა. მას შემდგომ ეს შეთავაზება რამდენჯერმე შეიცვალა სხვადასხვა პოლიტიკური გადაწყვეტილებების საფუძველზე, რომლებსაც იღებდნენ თბილისის მთავრობის წარმომადგენლები.

მიუხედავად თბილისის მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა, რომლის მიხედვითაც ჩვენთან გაუქმდა კონტრაქტი, ხოლო თქვენ დაარღვიეთ როგორც სახელშეკრულებო ვალდებულება, ისე მოქმედი კანონმდებლობა, ჩვენ მაინც ვიტოვებთ სამართლიანი სასამართლოს იმედს. ეს ჩვენს კომპანიას მისცემს საშუალებას დაამტკიცოს სიმართლე ადგილობრივ დონეზე. თუ საქართველო სასამართლო სისტემაში ამის შესაძლებლობა არ მოგვეცა, საქმეს გავიტანთ საერთაშორისო არბიტრაჟზე, სადაც „სი-ტი პარკი“ დაამტკიცებს , რომ კონტრაქტის შეწყვეტა იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რადგან კომპანია საკუთარ მოვალეობებს კეთილსინდისიერად ასრულებდა.

და ბოლოს, მინდა გისურვოთ წარმატება ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე მუშაობაში, რაც თბილისის პარკინგია. იმედი მაქვს, რომ „სი-ტი პარკ”-ისგან განსხვავებით, მომავალი პარკინგის ოპერატორი სრულ მხარდაჭერას მიიღებს თბილისის მთავრობისგან. თავად ის ფაქტი, რომ თქვენ მონაწილეობა მიიღეთ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის პარკინგის გუნდის წარდგენაში, რომელიც ოპერირებს იმავე წესებით და ნაწილობრივ იმავე თანამშრომლებით, რითიც „სი-ტი პარკ“-ი, საუკეთესოდ ასახავს კონტრაქტის გაწყვეტას, როგორც პოლიტიკურ გადაწყვეტილებას. ამჟამინდელი მთავრობისთვის რეალური პრობლემა მხოლოდ და მხოლოდ სახელი - „სი-ტი პარკ”-ია.

პატივისცემით,
„სიტი პარკის“ გენერალური მენეჯერი, ბინიამინ ლაჰავ

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:54

    თიბისის ბიზნესკლიენტებს SelectUSA სამიტში მონაწილე...

    თიბისი, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან და საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატასთან ერთად, უკვე მეორე წელია ბიზნესკლიენტებს შესაძლებლობას აძლევს ამერიკაში საინვესტიციო სამიტ...

  • 10:08

    თიბისი, ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე, ...

    2025 წელს საქართველო პირველად წარადგენს მოსწავლეთა ეროვნულ ნაკრებს ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე (IOAI). საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციამ GAIA, IOAI-ისგან ეროვნული ნაკრების შერჩ...

  • 16:02

    თიბისი ტექსკოლის მე-5 სეზონზე მთელი საქართველოდან ...

    გაზაფხულის სემესტრზე, თიბისი ტექსკოლაში, უფროსკლასელები, როგორც საქართველოს 12 რეგიონიდან, ასევე, წელს პირველად საზღვარგარეთ მცხოვრები ემიგრანტი მოსწავლეებიც დარეგისტრირდნენ. კონკურსის საფუძველზე 155...

  • 14:21

    Tegeta Commercial Vehicles-მა სომხეთს, EBRD-ის ტენ...

    „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ Tegeta Commercial Vehicles-მა სომხეთს 30 ერთეული სპეციალიზებული სატვირთო ავტომობილი გადასცა. Renault Trucks-ის პრემიუმ ხარისხის 28 ერთეული ნაგავშემ...

  • 12:58

    პრემია „ელისო“ ნამუშევრების მიღებას იწყებს...

    ნატო ვაჩნაძის ფონდი და თიბისი წარმოგიდგენთ პრემია „ელისოს“, რომელიც წელს, 14 ივნისს, უკვე მეორედ გაიმართება. ნამუშევრების მიღება 25 მარტიდან დაიწყო და ეს პროცესი 15 აპრილამდე გაგრძელდება...

  • 10:14

    „ლუმიერსი“ - ქართული საკონდიტრო, რომელიც თიბისი ბი...

    ალბათ, მომხმარებლების უმეტეს ნაწილს ნაყინისა და დარიჩინის ტკბილი სურნელის სინთეზზე „ლუმიერსი“ ახსენდება. უფრო კონკრეტულად კი, ამ საკონდიტროს ერთადერთი პროდუქტი — “ტრდელნიკი&rd...

  • 12:23

    თიბისი კონცეპტი და Coaching Lab გიწვევთ ტრენინგ პრ...

    თიბისი კონცეპტის და Coaching Lab-ის პარტნიორობის ფარგლებში, 27-29 მარტს გიწვევთ ტრენინგ პროგრამაზე დასასწრებად - „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“. „გუნდური ქოუჩინგი – ფუნდამენტ...