1 7 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

პაშა ბანკის სააღდგომო CSR აქტივობა

პაშა ბანკმა წელსაც გააგრძელა გარემოსდაცვითი პროექტების ხაზი და სააღდგომოდ, უკვე ტრადიციულად, თავისი კლიენტების და პარტნიორების სახელზე საქველმოქმედო სახის „მწვანე“ აქტივობა განახორციელა. ბანკის ინიციატივით არასამთავრობო ორგანიზაცია „პირველი ნაბიჯი“-ს ეზოში დაირგო კავკასიური სოჭის ოცდაათი ხე, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ფონდის ბენეფიციარების საცხოვრებელ გარემოს.

დარგვითი სამუშაოები კომპანია „Fair Trees Georgia“-მ შეასრულა, რომელიც შემდეგი სამი თვის განმავლობაში მოუვლის დარგულ ხეებს. აღსანიშნავია, რომ დარგული ხეების სიმაღლე საშუალოდ 0.8-1 მეტრია, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს მათ დარგვა-გახარებას. ამასთანავე, კავკასიური სოჭი გამოირჩევა ჟანგბადის გამომუშავების მაღალი დონით, ის საუკეთესოა პარკებში და სარეკრეაციო ზონებში დასარგავად.

“ჩვენი ორგანიზაცია 20 წელია ზრუნავს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებზე, რათა უზრუნველყოს ბავშვებისა და მათი ოჯახების ღირსეული ცხოვრება. „პირველი ნაბიჯი“, ეს არის ადგილი, სადაც ყოველთვიურად 500-მდე ბავშვი იღებს მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომსახურებას, თუმცა მომსახურების გარდა  ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ბავშვებისთვის ჯანსაღი გარემოს შექმნა, რაშიც პაშა ბანკი დაგვეხმარა; დიდი მადლობა მათ ამ შესაძლებლობისთვის. პირველი ნაბიჯი ამაყია, რომ ყავს მეგობრები, რომელთა დახმარებით ჩვენ ვზრუნავთ ბავშვების კეთილდღეობასა და უკეთესი მომავლის შექმნაზე. ეს ინიციატივა მისაბაძია და ვისურვებთ, რომ მეტი ორგანიზაცია ჩაერთოს მსგავს ინიციატივებში და შეიტანონ საკუთარი წვლილი ბავშვებისთვის უსაფრთხო და ჯანსაღი გარემოს შექმნაში.” - თამარ ზაალიშვილი, „პირველი ნაბიჯი“-ს დირექტორი.

პაშა ბანკი 2018 წლის განმავლობაში აქტიურად განაგრძობს გარემოსდაცვითი პროექტების დაგეგმვა-შესრულებას. „იმედი გვაქვს, ჩვენი კლიენტები და პარტნიორები დადებითად შეაფასებენ ჩვენს სააღდგომო აქტივობას, რომელიც მათი სახელით განვახორციელეთ. როგორც სოციალურად პასუხისმგებელ კომპანიას, გვჯერა, რომ ასეთი პროექტები უკეთესობისკენ შეცვლის ჩვენს გარემოს. პაშა ბანკი უკვე მესამე წელია აქტიურად ერთვება გარემოსდაცვით ინიციატივებში და მომავალშიც ვფიქრობთ, რომ შევინარჩუნებთ ამ მიმართულებას,“ თქვა პაშა ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა, ანანო ქორქიამ.

 

პაშა ბანკის მიერ 2016-2017 წლებში შესრულებული გარემოსდაცვითი ხაზის პროექტები:

·         2017 წლის დადგომის მისალოცად კლიენტების და პარტნიორების სახელზე პაშა ბანკმა 2,017 ძირი ხე დარგო ბორჯომის მახლობლად დამწვარი ტყის აღსადგენად; აღნიშნული აქტივობა პაშა ბანკმა 2018 წლის დადგომის მისალოცადაც გაიმეორა და ამჯერად 2,018 ძირი ხის დარგვა დააფინანსა;

·         პროექტ „აღადგინეს“ მხარდასაჭერად პაშა ბანკმა 500 ძირი ხე დარგო ასევე ბორჯომის ტყის აღსადგენად;

·         პაშა ბანკმა „აღადგინესთან“ და კომპანია „კრიალასთან“ ერთად წამოიწყო პროექტი, რომელიც გულისხმობს ორგანიზაციებიდან მაკულატურის შეგროვებას გადასამუშავებლად: ყოველი შეგროვილი კილოგრამი ქაღალდის სანაცვლოდ 13 თეთრი ირიცხება „აღადგინეს“ ანგარიშზე. აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის კამპანიაში უკვე ჩაერთო 110 კომპანია და შეგროვდა 19.5 ტონა მაკულატურა;

·         2017 წლის აღდგომის მისალოცად  კლიენტების და პარტნიორების სახელზე პაშა ბანკმა აჯამეთის დაცულ ტერიტორიაზე 1,000 ძირი ქართული და იმერული მუხა დარგო. ეს უკანასკნელი შესულია წითელ ნუსხაში და მინიჭებული აქვს გადაშენების საფრთხის პირას მყოფი მცენარის სტატუსი;

·         სოფელ კონდოლში პაშა ბანკის მხარდაჭერით როტარი კლუბი თბილისი ამბასადორის ეკო-პროექტი განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც მოხდა სკოლის ეზოში სკვერის გაშენება, ხეების დარგვა და ეკო-კლუბის ჩამოყალიბება;

·         1 ივნისს, ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით Georgia Today-თან ერთად პაშა ბანკმა თბილისის ათ სკოლას ქართული სოჭის ნერგები საჩუქრად გადასცა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:54

    ბორჯღალოსნები მე-17 ტიტულის მოლოდინში - წინ ფინალი...

    საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში რუმინეთი 43:5 დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც ესპანეთთან დაპირისპირება ელის. ამასთან, ბორჯღალოსნებმა ანთიმოზ ივერი...

  • 13:15

    თიბისის ტექსკოლის ახალ ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო...

    თიბისი, საგანმანათლებლო ინიციატივების ფარგლებში, აგრძელებს სხვადასხვა პროგრამის განვითარებას და უფროსკლასელებისთვის თიბისის ტექსკოლის ახალი ნაკადის მიღებას იწყებს. თიბისი ყოველთვის ითვალისწინებს ახა...

  • 13:04

    თიბისი ბიზნესის ინიციატივით, ბათუმში პანელური დის...

    თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია - “ხუთშაბათის შეხვედრები” ბრუნდება. 2025 წლის პირველი ღონისძიება ბათუმში, 13 მარტს ჩატარდება და ის ორგანიზაციული ზრდის გამოწვევების თემატიკას და...

  • 12:57

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Kaizen Global Award-ის ჯილ...

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ კაიზენის 2024 წლის გლობალური ჯილდოს მფლობელია. კაიზენის ჯილდო ტოიოტას სადილეროებს ყოველწლიურად, სხვადასხვა კრიტერიუმით შეფასების შემდეგ, გადაეცემათ. იაპონური ბრენდი...

  • 19:26

    „ვოლვო ქარ კავკასია“ მესამე წელია Excellence Club-...

    „ვოლვო ქარ კავკასია” Excellence Club-ის ჯილდოს არ თმობს. Volvo Cars EMEA-ს ყოველწლიურ ბიზნესკონფერენციაზე კომპანიამ მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. Excellence Club-ის ჯილდოსთვის შედ...

  • 14:41

    თიბისი კონცეპტის აეროპორტის სერვისები უკვე მობაილბ...

    თიბისი კონცეპტის სამოგზაურო უპირატესობები ახლა უკვე ერთ სივრცეში -მობაილბანკშია ხელმისაწვდომი. კონცეპტ მომხმარებლებს თიბისის მობაილბანკის შეთავაზებების გვერდზე აეროპორტის სერვისები დაგხვდებათ, სადაც ...

  • 13:09

    არანაირი საკომისიო - უმარტივესად გადაიხადეთ ამანათ...

    12 მარტიდან 12 აპრილამდე, ყველა მომხმარებელს ექნება საშუალება, თიბისის მობაილბანკიდან უმარტივესად გადაიხადოს ამანათის ტრანსპორტირების თანხა. ამანათის გამოწერისას, მისი ტრანსპორტირების თანხას გადამზი...