1 7 : 4 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ყურადღება! მოემზადეთ, სულ მალე თბილისი MOXY - ს მიიღებს!

24 მარტს, 19:30 საათზე, ახლადაშენებული სასტუმრო Moxy პირველად მედიის წარმომადგენლებს უმასპინძლებს. მოწვეული მედია ახლოს გაეცნობა სასტუმროს ძირითად კონცეფციას, რომელიც რადიკალურად განხვავდება თბილისში არსებული სხვა სასტუმროს ტიპის ბრენდებისგან. მნიშნელოვანია, რომ Moxy ულტრათანამედროვე და ინოვაციური ბრენდია, რომელმაც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში პოზიციონირება  საქართველოთი დაიწყო.

მედიის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ დაათვალიერონ ინოვაციური, დინამიური, არაორდინალური სასტუმროს ნომრები და ლობი, უფრო ახლოს გაეცნონ მის კონცეფციას და მოირგონ სტუმრის ამპლუა.

Moxy, Marriott International - ის ქოლგის ქვეშ შექმნილი უახლესი, ინოვაციური ბრენდია, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან პირველად, საქართველოში გაიხსენა!

Moxy ბუტიკის კონცეფციის სასტუმროა, რომელიც დახვეწილი დიზაინის, მაღალი ხარისხის მომსახურებისა და ხელმისაწვდომი ფასის მიქსია.  Moxy-ს ბრენდის მთავარი განმსაზღვრელი არის დამოკიდებულება და ის ემოციები რასაც ვიზიტისას იღებ, ხოლო ფასი სასიამოვნო მოულოდნელობაა.

Moxy-ში მუდმივი მოძრაობაა: საინტერესო ხალხი, ენერგიული და კრეატიული, მონდომებული crew (თანამშრომლები). Moxy-ში მუდმივი მხიარულებაა, დიზაინი და სტილი აქ კარგადაა გათვლილი და დაგეგმლი და ამასთანავე საინტერესოდ არის შესარულებული.

სასტუმროს კონცეფცია რადიკალურად განსხვავდება თბილისში არსებული სხვა ბრენდებისგან. სასტუმროს მიზნობრივ აუდიტორიას წარმოადგენენ დინამიური, სიახლეზე ორიენტირებული, ტრენდ-სეტერი, ახალგაზრდა ბიზნეს მოგზაურები და თავგადასავლების მაძიებელი ტურისტები. ისინი მუდამ ისწრაფვიან ინოვაციებისა და ახალი შეგრძნებებისკენ. მათთვის მსოფლიო - აღმოჩენების, თავგადასავლებისა და რაც მთავარია - წარმატების მიღწევის  უსაზღვრო შესაძლებლობის მქონე ადგილია. გართობისა და საქმის შეთავსება მათი სტილი და განუყოფელი ნაწილია.

MOXY - ს სტუმრებს ტრენდებისა და ტენდენციების მიმდევრობა არ სჭირდებათ, რადგან  ისინი თავად ქმნიან მათ. MOXY - ს მთავარი მისია თავისი სტუმრისთვის დაუვიწყარი შთაბეჭდილებების ჩუქებაა. ამისთვის ის ქმნის ატმოსფერულ, ექსცენტრიულ გარემოს, გეგმავს უამრავ აქტივობას, რათა ერთმანეთს კულტურები და მონათესავე სულები შეახვედროს.

სასტუმრო ზაარბრიუკენის მოედანზე, კომპანია ჯი-ემ-თი ჯგუფის მფლობელობაში არსებულ კომპლექსში მდებარეობს. სასტუმროს გარდა აქ საოფისე ფართები და კოლორიტული რესტორნები „ჩელა“ და „პური გულიანი“ იქნება წარმოდგენილი. დიზაინში ქართული კულტურის დეტალები და აქცენტები ფიგურირებს, მათი ტანდემი „ჩელასა“ და „პური გულიანთან“ ერთად, სტუმრებს ადგილობრივ კულტურას ჩამოსვლის დღიდანვე აზიარებს.

სასტუმროს 130 ოთახი ექნება, ლობი, რომელიც ყველა ძირითადი აქტივობის - სხვადასხვა შეჯიბრის, ღონისძიების მთავარი ლოკაცია იქნება. აქ თითოეული სტუმრისთვის დაუვიწყარი ისტორია, სახელად #AttheMoxy,  შეიქმნება. მიმღების ფუნქციას აქ ბარი შეითავსებს და სტუმრებს ჩამოსვლისთანავე კოქტეილით გაუმასპინძლდება, ასევე იქნება სარელაქსაციო ზონა, მეგობრებთან შესახვედრად განკუთვნილი უზარმაზარი მაგიდით. MOXY ყველას, ყველას სთავაზობს უამრავ თამაშს, რომელსაც მისი კრეატიული, ენერგიული, უკომპრომისო და ექსცენტრიული Crew გაუძღვება. ვინაიდან მოქსის სტუმარი მუდმივ მოძრაობაშია და ხანგრძლივი ლანჩისა და სადილისთვის დრო არ რჩება, სასტუმრო მათ grab & go კონცეპციის მაღაზიას შესთავაზებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:54

    ბორჯღალოსნები მე-17 ტიტულის მოლოდინში - წინ ფინალი...

    საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში რუმინეთი 43:5 დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც ესპანეთთან დაპირისპირება ელის. ამასთან, ბორჯღალოსნებმა ანთიმოზ ივერი...

  • 13:15

    თიბისის ტექსკოლის ახალ ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო...

    თიბისი, საგანმანათლებლო ინიციატივების ფარგლებში, აგრძელებს სხვადასხვა პროგრამის განვითარებას და უფროსკლასელებისთვის თიბისის ტექსკოლის ახალი ნაკადის მიღებას იწყებს. თიბისი ყოველთვის ითვალისწინებს ახა...

  • 13:04

    თიბისი ბიზნესის ინიციატივით, ბათუმში პანელური დის...

    თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია - “ხუთშაბათის შეხვედრები” ბრუნდება. 2025 წლის პირველი ღონისძიება ბათუმში, 13 მარტს ჩატარდება და ის ორგანიზაციული ზრდის გამოწვევების თემატიკას და...

  • 12:57

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Kaizen Global Award-ის ჯილ...

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ კაიზენის 2024 წლის გლობალური ჯილდოს მფლობელია. კაიზენის ჯილდო ტოიოტას სადილეროებს ყოველწლიურად, სხვადასხვა კრიტერიუმით შეფასების შემდეგ, გადაეცემათ. იაპონური ბრენდი...

  • 19:26

    „ვოლვო ქარ კავკასია“ მესამე წელია Excellence Club-...

    „ვოლვო ქარ კავკასია” Excellence Club-ის ჯილდოს არ თმობს. Volvo Cars EMEA-ს ყოველწლიურ ბიზნესკონფერენციაზე კომპანიამ მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. Excellence Club-ის ჯილდოსთვის შედ...

  • 14:41

    თიბისი კონცეპტის აეროპორტის სერვისები უკვე მობაილბ...

    თიბისი კონცეპტის სამოგზაურო უპირატესობები ახლა უკვე ერთ სივრცეში -მობაილბანკშია ხელმისაწვდომი. კონცეპტ მომხმარებლებს თიბისის მობაილბანკის შეთავაზებების გვერდზე აეროპორტის სერვისები დაგხვდებათ, სადაც ...

  • 13:09

    არანაირი საკომისიო - უმარტივესად გადაიხადეთ ამანათ...

    12 მარტიდან 12 აპრილამდე, ყველა მომხმარებელს ექნება საშუალება, თიბისის მობაილბანკიდან უმარტივესად გადაიხადოს ამანათის ტრანსპორტირების თანხა. ამანათის გამოწერისას, მისი ტრანსპორტირების თანხას გადამზი...