1 8 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ქართული ნაწარმი საერთაშორისო ქსელური მარკეტინგის ინდუსტრიაში მოხვდება

ქართული ნაწარმი, მსოფლიოს მასშტაბით, 14 მილიონზე მეტი ადამიანისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

ინიციატივა საერთაშორისო პირდაპირი გაყიდვების კომპანია QNET-ს ეკუთვნის, რომელიც საქართველოში 2012 წელს შემოვიდა და აქტიურად განაგრძობს მუშაობას.


კომპანიის გენერალურმა დირექტორმა და QNET-ის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა აღნიშნული ინფორმაცია საქართველოში მოქმედ ჟურნალისტებს 24 იანვარს, სასტუმრო რედისონში გამართულ პრესკონფერენციაზე მიაწოდეს.


კომპანია გეგმავს, რომ იმ პროდუქტებთან ერთად, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით, QNET-ის 14 მილიონი დამოუკიდებელი პარტნიორი მოიხმარს, შესაძლებელი გახდეს ქართული ნაწარმის ონლაინ-გაყიდვაც.

კომპანიის წარმომადგენლებს ჯერ გადაწყვეტილი არ აქვთ, კონკრეტულად რა პროდუქტს შეთავაზებენ მომხმარებლებსა და მის დამოუკიდებელ ბიზნეს-პარტნიორებს, თუმცა ამბობენ, რომ გამოცხადდება კონკურსი, სადაც ნებისმიერ ქართველ მეწარმეს, შესაძლებლობა ექნება საკუთარი პროდუქტის შეთავაზება.
გარდა ამისა, კომპანია გეგმავს საქართველო, როგორც ტურისტული ქვეყანა, წინ წამოწიოს და სასტუმროების ბიზნესს ხელი შეუწყოს. ამ დროისთვის, კომპანიის დამოუკიდებელ წარმომადგენლებს, საგზურის შეძენის შემთხვევაში, შესაძლებლობა აქვთ დაისვენონ შემდეგ სასტუმროებში: „ბორჯომის რიქსოსი“ კაჭრეთში „ამბასადორი“ და თბილისში „ციტრუსი“. ხელმძღვანელობა აანონსებს, რომ უახლოეს მომავალში, ხელშეკრულებას გააფორმებენ ბათუმსა და კახეთში ერთ-ერთი მაღალი დონის სასტუმროსთან.


საერთაშორისო კომპანია Q NET-ის სათაო ოფისი ჰონგ-კონგში მდებარეობს და 25-ზე მეტ ქვეყანაში სააგენტოები აქვს. საქართველოში Q NET 2014 წლიდან დაფუძნდა და ბაზაში დაახლოებით 20 000-ზე მეტი ადამიანია რეგისტრირებული, რომელმაც კომპანიის პროდუქცია შეიძინა.

ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს, რომელსაც სურს, რომ კომპანიის ბიზნეს-პარტნიორი გახდეს, ან ისარგებლოს პირდაპირი გაყიდვებით და გამოიმუშაოს თანხა, რეგისტრაციისთვის ფიქსირებული თანხის, 30 აშშ დოლარის გადახდა მოუწევს. მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლია მას პროდუქტის შეძენა ლექტრონულად და იმ ბიზნეს-წილის გამომუშავება, რომელსაც Q NET მსოფლიოს მასშტაბით, ნებისმიერ მსურველს სთავაზობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:54

    თიბისის ბიზნესკლიენტებს SelectUSA სამიტში მონაწილე...

    თიბისი, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან და საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატასთან ერთად, უკვე მეორე წელია ბიზნესკლიენტებს შესაძლებლობას აძლევს ამერიკაში საინვესტიციო სამიტ...

  • 10:08

    თიბისი, ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე, ...

    2025 წელს საქართველო პირველად წარადგენს მოსწავლეთა ეროვნულ ნაკრებს ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე (IOAI). საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციამ GAIA, IOAI-ისგან ეროვნული ნაკრების შერჩ...

  • 16:02

    თიბისი ტექსკოლის მე-5 სეზონზე მთელი საქართველოდან ...

    გაზაფხულის სემესტრზე, თიბისი ტექსკოლაში, უფროსკლასელები, როგორც საქართველოს 12 რეგიონიდან, ასევე, წელს პირველად საზღვარგარეთ მცხოვრები ემიგრანტი მოსწავლეებიც დარეგისტრირდნენ. კონკურსის საფუძველზე 155...

  • 14:21

    Tegeta Commercial Vehicles-მა სომხეთს, EBRD-ის ტენ...

    „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ Tegeta Commercial Vehicles-მა სომხეთს 30 ერთეული სპეციალიზებული სატვირთო ავტომობილი გადასცა. Renault Trucks-ის პრემიუმ ხარისხის 28 ერთეული ნაგავშემ...

  • 12:58

    პრემია „ელისო“ ნამუშევრების მიღებას იწყებს...

    ნატო ვაჩნაძის ფონდი და თიბისი წარმოგიდგენთ პრემია „ელისოს“, რომელიც წელს, 14 ივნისს, უკვე მეორედ გაიმართება. ნამუშევრების მიღება 25 მარტიდან დაიწყო და ეს პროცესი 15 აპრილამდე გაგრძელდება...

  • 10:14

    „ლუმიერსი“ - ქართული საკონდიტრო, რომელიც თიბისი ბი...

    ალბათ, მომხმარებლების უმეტეს ნაწილს ნაყინისა და დარიჩინის ტკბილი სურნელის სინთეზზე „ლუმიერსი“ ახსენდება. უფრო კონკრეტულად კი, ამ საკონდიტროს ერთადერთი პროდუქტი — “ტრდელნიკი&rd...

  • 12:23

    თიბისი კონცეპტი და Coaching Lab გიწვევთ ტრენინგ პრ...

    თიბისი კონცეპტის და Coaching Lab-ის პარტნიორობის ფარგლებში, 27-29 მარტს გიწვევთ ტრენინგ პროგრამაზე დასასწრებად - „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“. „გუნდური ქოუჩინგი – ფუნდამენტ...