1 8 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„ბიზნესდაჯილდოება 2017-ის“ მონაწილეები ეროვნულ მუზეუმში შეიკრიბნენ

ეროვნულ მუზეუმში პროექტ „ბიზნესდაჯილდოება 2017“-ის ორგანიზატორებმა შუალედური  შედეგები შეაჯამეს და მონაწილეებს უმასპინძლეს. 

პროექტის მიზანია, რომ საქართველოში ბიზნესის  კეთების პოპულარიზაციას   მოხდეს, შესაბამისად,  „ბიზნესდაჯილდოების“  მთავარი სლოგანია  #გააზიარეწარმატება.  ამ  ჰეშთეგით  მონაწილე  კომპანიები სოციალურ ქსელსა და მედიაში საკუთარი წარმატების ისტორიებს უზიარებენ მთელს საქართველოს.

პროექტში  წელს 661 კომპანია დარეგისტრირდა.  მონაწილეები  7  ნომინაციაში  შემდეგნაირად გადანაწილდნენ: 

·         წლის სტარტაპერი - 233 კომპანია

·         წლის მცირე ბიზნესი - 230 კომპანია

·         წლის ბიზნესი - 152 კომპანია

·         წლის ინოვაციური ბიზნესი - 142 კომპანია

·         წლის ქართული პროდუქტი - 132 კომპანია

·         წლის ტურისტული ბიზნესი - 95 კომპანია

·         წლის აგრობიზნესი - 42 კომპანია

დარეგისტრირებული კომპანიების შესახებ ინფორმაცია ბიზნესდაჯილდოების ფეისბუქის გვერდიდან ბიზნეს დაჯილდოება • business award შეგიძლიათ მიიღოთ, ასევე კომპანიების შესახებ სტატიები ქვეყნდება ვებგვერდზე www.tbcbusiness.ge .

 

დაჯილდოების მონაწილეებს დამოუკიდებელი ჟიური შეაფასებს, რამდენიმე დღეში უკვე ცნობილი იქნება ფინალისტების ვინაობა - თითოეულ ნომინაციაში სამი ფინალისტი შეირჩევა. ფინალისტების შესახებ აქტიურ პიარ და მარკეტინგულ კამპანიას  პროექტის ორგანიზატორები, თიბისი ბანკი და ჯეოსელი განახორციელებენ.

 

გამარჯვებული კომპანიები დეკემბერში დაჯილდოების ფინალურ ცერემონიაზე დასახელდება. ყველა ნომინაციაში გამარჯვებულს ჟიური გამოავლენს, გამონაკლისია ნომინაცია „წლის სტარტაპერი“, სადაც გამარჯვებული საყოველთაო ხმის მიცემის პრინციპით გამოვლინდება, ხმის მიცემა კი,  ნოემბერში დაიწყება.

 

დეკემბერში გაიხსნება, ასევე, ახალი სივრცე ბიზნესისთვის - თიბისი ბანკის  ახალი პროექტი ბიზნესის მხარდასაჭერად.  ეს იქნება საერთო სამუშაო სივრცე, სადაც შესაძლებელი იქნება, როგორც საქმიანი შეხვედრების გამართვა, ასევე, კონფერენციების, ფორუმების  და პრეზენტაციების ორგანიზება. აქ ჩატარდება თიბისი ბანკის მიერ ორგანიზებული ტრენინგები, მასტერკლასები და კონსულტაციები, რომელიც  სპეციალურად ბიზნესის წარმომადგენლების საჭიროებებზეა მორგებული.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:54

    თიბისის ბიზნესკლიენტებს SelectUSA სამიტში მონაწილე...

    თიბისი, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან და საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატასთან ერთად, უკვე მეორე წელია ბიზნესკლიენტებს შესაძლებლობას აძლევს ამერიკაში საინვესტიციო სამიტ...

  • 10:08

    თიბისი, ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე, ...

    2025 წელს საქართველო პირველად წარადგენს მოსწავლეთა ეროვნულ ნაკრებს ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე (IOAI). საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციამ GAIA, IOAI-ისგან ეროვნული ნაკრების შერჩ...

  • 16:02

    თიბისი ტექსკოლის მე-5 სეზონზე მთელი საქართველოდან ...

    გაზაფხულის სემესტრზე, თიბისი ტექსკოლაში, უფროსკლასელები, როგორც საქართველოს 12 რეგიონიდან, ასევე, წელს პირველად საზღვარგარეთ მცხოვრები ემიგრანტი მოსწავლეებიც დარეგისტრირდნენ. კონკურსის საფუძველზე 155...

  • 14:21

    Tegeta Commercial Vehicles-მა სომხეთს, EBRD-ის ტენ...

    „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ Tegeta Commercial Vehicles-მა სომხეთს 30 ერთეული სპეციალიზებული სატვირთო ავტომობილი გადასცა. Renault Trucks-ის პრემიუმ ხარისხის 28 ერთეული ნაგავშემ...

  • 12:58

    პრემია „ელისო“ ნამუშევრების მიღებას იწყებს...

    ნატო ვაჩნაძის ფონდი და თიბისი წარმოგიდგენთ პრემია „ელისოს“, რომელიც წელს, 14 ივნისს, უკვე მეორედ გაიმართება. ნამუშევრების მიღება 25 მარტიდან დაიწყო და ეს პროცესი 15 აპრილამდე გაგრძელდება...

  • 10:14

    „ლუმიერსი“ - ქართული საკონდიტრო, რომელიც თიბისი ბი...

    ალბათ, მომხმარებლების უმეტეს ნაწილს ნაყინისა და დარიჩინის ტკბილი სურნელის სინთეზზე „ლუმიერსი“ ახსენდება. უფრო კონკრეტულად კი, ამ საკონდიტროს ერთადერთი პროდუქტი — “ტრდელნიკი&rd...

  • 12:23

    თიბისი კონცეპტი და Coaching Lab გიწვევთ ტრენინგ პრ...

    თიბისი კონცეპტის და Coaching Lab-ის პარტნიორობის ფარგლებში, 27-29 მარტს გიწვევთ ტრენინგ პროგრამაზე დასასწრებად - „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“. „გუნდური ქოუჩინგი – ფუნდამენტ...