1 8 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ბიზნეს კაფეს მეათე შეხვედრა

2017 წლის 31 მაისს გაიმართა ბიზნეს კაფეს მორიგი, მეათე შეხვედრა. ამჯერად მოწვეული სპიკერი იყო ანტერპრენიორი გიორგი ქანანაშვილი, რომელმაც ისაუბრა „ფინანსურ ტექნოლოგიებსა და გამოწვევებზე“.

ბიზნეს კაფეს შესახებ:

ბიზნეს კაფე საკონსულტაციო კომპანია „ინსორსის“ მიერ ინიცირებული პროექტია, რომელიც 2015 წლიდან პაშა ბანკის პარტნიორობით ხორციელდება.

პროექტების ფარგლებში გამართულ შეხვედრებს რეგულარულად ესწრებიან საშუალო და მსხვილი კომპანიების მენეჯერები. აქ ხდება ბიზნესის სფეროში მიმდინარე პროცესების და სიახლეების, ასევე გამოცდილების და ცოდნის გაზიარება. პროქტი გამოირჩევა მრავალფეროვანი თემატიკით და ინტერაქტიული ფორმატით, რაც განაპირობებს მის მიმართ მზარდ ინტერესს. 2017 წლიდან პროექტს სპონსორების სახით შეუერთდნენ კომპანიები ეისითი და ორიენტ ლოჯიკი.

„ბიზნეს კაფეს დღევანდელი შეხვედრა, განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა. ვფიქრობ, რომ ეს განპირობებული იყო სპიკერის მრავალმხრივი გამოცდილებით როგორც უძრავი ქონების და ფინანსური მომსახურებების სექტორში, ასევე გადმოცემის გამორჩეული უნარით. მინდა, გამოვიყენო საშუალება და კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო კოპმანია „ინსორსს“ მოწვეული სტუმრების შერჩევაში გამოჩენილი პროფესიონალიზმისათვის. ყოველი შეხვედრა თავისებურად გამორჩეუული და საინტერესოა.“ - აღნიშნა ანანო ქორქიამ, პაშა ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა.

ბიზნეს კაფეს შეხვედრების სპიკერებს შორის იყვნენ:

-    ლადო გურგენიძე, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ამჟამად „ლიბერთი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს აღმასრულებელი თავმჯდომარე        -“აზრები მენეჯმენტსა და ლიდერობაზე”

-    გიორგი ქადაგიძე, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი -  „ინოვაციების მართვა“

-    ალექსანდრე ჯეჯელავა, ამჟამად საქართველოს განათლების მინისტრი - „ორგანიზაციული კულტურა“

-    დავით გოგიჩაიშვილი, “ღამის შოუს სტუდიის” გენერალური მენეჯერი - „ადამიანური რესურსების მართვა“

-    ანდრო დგებუაძე, ბიზნეს კონსულტანტი - „მენეჯმენტი 3.0, ანუ უკუღმა წაკითხული MBA -ს წიგნები“

-    პაპუნა ტოლიაშვილი, სინერჯი ჯგუფის ხელმძღვანელი და ერთ-ერთი დამფუძნებელი - „წრიული ორგანიზაციული სტრუქტურები“

-    თინათინ რუხაძე, კვლევითი-საკონსულტაციო კომპანია “ეისითის” თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი - „ვინ არის მომავლის ლიდერი?“

-    გუგა ცანავა, ბიზნეს კონსულტანტი და ანტერპრენიორი - “სტენფორდის სტრატეგიული მართვის მოდელი”

-    საშა ტერნესი, კომპანია TERNES Real Estate Fund-ის დამფუძნებელი და პროკრედიტ ბანკის ყოფილი გენერალური დირექტორი - „ორგანიზაციული კულტურა, ბიზნეს ეთიკა და კორპორატიული მართვა“.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:54

    თიბისის ბიზნესკლიენტებს SelectUSA სამიტში მონაწილე...

    თიბისი, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან და საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატასთან ერთად, უკვე მეორე წელია ბიზნესკლიენტებს შესაძლებლობას აძლევს ამერიკაში საინვესტიციო სამიტ...

  • 10:08

    თიბისი, ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე, ...

    2025 წელს საქართველო პირველად წარადგენს მოსწავლეთა ეროვნულ ნაკრებს ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე (IOAI). საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციამ GAIA, IOAI-ისგან ეროვნული ნაკრების შერჩ...

  • 16:02

    თიბისი ტექსკოლის მე-5 სეზონზე მთელი საქართველოდან ...

    გაზაფხულის სემესტრზე, თიბისი ტექსკოლაში, უფროსკლასელები, როგორც საქართველოს 12 რეგიონიდან, ასევე, წელს პირველად საზღვარგარეთ მცხოვრები ემიგრანტი მოსწავლეებიც დარეგისტრირდნენ. კონკურსის საფუძველზე 155...

  • 14:21

    Tegeta Commercial Vehicles-მა სომხეთს, EBRD-ის ტენ...

    „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ Tegeta Commercial Vehicles-მა სომხეთს 30 ერთეული სპეციალიზებული სატვირთო ავტომობილი გადასცა. Renault Trucks-ის პრემიუმ ხარისხის 28 ერთეული ნაგავშემ...

  • 12:58

    პრემია „ელისო“ ნამუშევრების მიღებას იწყებს...

    ნატო ვაჩნაძის ფონდი და თიბისი წარმოგიდგენთ პრემია „ელისოს“, რომელიც წელს, 14 ივნისს, უკვე მეორედ გაიმართება. ნამუშევრების მიღება 25 მარტიდან დაიწყო და ეს პროცესი 15 აპრილამდე გაგრძელდება...

  • 10:14

    „ლუმიერსი“ - ქართული საკონდიტრო, რომელიც თიბისი ბი...

    ალბათ, მომხმარებლების უმეტეს ნაწილს ნაყინისა და დარიჩინის ტკბილი სურნელის სინთეზზე „ლუმიერსი“ ახსენდება. უფრო კონკრეტულად კი, ამ საკონდიტროს ერთადერთი პროდუქტი — “ტრდელნიკი&rd...

  • 12:23

    თიბისი კონცეპტი და Coaching Lab გიწვევთ ტრენინგ პრ...

    თიბისი კონცეპტის და Coaching Lab-ის პარტნიორობის ფარგლებში, 27-29 მარტს გიწვევთ ტრენინგ პროგრამაზე დასასწრებად - „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“. „გუნდური ქოუჩინგი – ფუნდამენტ...