„ვოლვო ქარ კავკასია“ მესამე წელია Excellence Club-...
„ვოლვო ქარ კავკასია” Excellence Club-ის ჯილდოს არ თმობს. Volvo Cars EMEA-ს ყოველწლიურ ბიზნესკონფერენციაზე კომპანიამ მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. Excellence Club-ის ჯილდოსთვის შედ...
|
თბილისის შემოვლითი გზის ტერიტორია, რომელიც გარემოსთვის საზიანო ნარჩენებით, საბურავებით იყო დაბინძურებული, სრულად გაწმენდილია. ათასობით საბურავის გასატანად „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილ ორგანიზაცია „თეგეტა გრინ პლანეტს“ რამდენიმე დღე დასჭირდა.
თეგეტასთვის, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიისთვის, გარემოზე ზრუნვა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სწორედ ამიტომ ტერიტორიის გაწმენდაზე პასუხისმგებლობა ჰოლდინგში შემავალმა ორგანიზაციამ, Tegeta Green Planet-მა, აიღო და საბურავები გადასამუშავებლად პარტნიორ საწარმოებს ჩააბარა, სადაც მათ ნარჩენების მართვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად გადაამუშავებენ.
ნათიკა ბერძული, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი: „თეგეტასთვის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა საქმიანობის განუყოფელი ნაწილია. ჰოლდინგში ნარჩენების მართვა შესაბამისი რეგლამენტით რეგულირდება. როდესაც სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოები ვნახეთ, გადავწყვიტეთ, ჩვენს თავზე აგვეღო პასუხისმგებლობა და ჩვენივე ხარჯებით დაგვესუფთავებინა ტერიტორია, რადგან ზოგისთვის არტად შეფასებული ეს ინსტალაცია სინამდვილეში ბუნებისთვის ძალიან სახიფათოა“.
შალვა ახვლედიანი, Tegeta Green Planet-ის დირექტორი: „Tegeta Green Planet მართავს ისეთ სპეციფიკურ ნარჩენებს, როგორებიც არის მეორადი აკუმულატორები, საბურავები და ზეთები. ჩვენს პირდაპირ მოვალეობაში შედის მხოლოდ თეგეტას ნარჩენების გატანა და არ გვევალება გარემოში გაფანტული ნარჩენების მართვა. თუმცა, ამის მიუხედავად, გვერდს ვერ ავუვლიდით თბილისის შემოვლით გზაზე შექმნილ სიტუაციას და მიხარია, რომ ჩვენი ჩართულობით ტერიტორია გარემოსთვის საზიანო ნარჩენებისგან გაწმენდილია“.
თბილისის შემოვლით გზაზე, გლდანთან ახლოს, მინდორში გადაყრილი ათასობით საბურავის ფოტოები რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში ფოტოგრაფმა ბილი ბილიხოძემ განათავსა. პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ვირუსულად გავრცელდა. ფეისბუკის მომხმარებლების ნაწილმა მწვანე მდელოზე მიმოფანტული საბურავები ხელოვნების ნიმუშად აღიქვა, ნაწილი კი ძალიან აღშფოთდა, რადგან რეალურად საბურავების უზარმაზარ გროვას გარემოსთვის უდიდესი ზიანის მიყენება შეუძლია.
ბილი ბილიხოძე, ფოტოგრაფი: „ადგილზე რომ მივედი, ძალიან შემზარავი სიტუაცია დამხვდა - უამრავი საბურავი და რეზინის საშინელი სუნი. ორი საათის განმავლობაში ვიღებდი ფოტოებს დრონითა და ფოტოაპარატით. ვიცოდი, რომ ეს მასალა ვიღაცამდე უნდა მიმეტანა, ვინც ამ პრობლემას მოაგვარებდა. ერთ-ერთი პირველი, ვინც გამომეხმაურა, იყო თეგეტა, რომელმაც ზუსტად იცოდა, სად უნდა წაეღო საბურავები გადასამუშავებლად. პირობა რამდენიმე დღეში შეასრულეს, ეს ტერიტორია ახლა სრულად გაწმენდილია საბურავებისგან“.
--
თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს: Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები.
Tegeta Green Planet „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი ორგანიზაციაა, რომელიც 2022 წლიდან ფუნქციონირებს. ის ერთ-ერთი პირველია საქართველოში, რომელმაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსაგან ავტორიზაცია მოიპოვა მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ფარგლებში ნარჩენი საბურავების, ზეთებისა და აკუმულატორების მართვაზე. ორგანიზაცია პირველ ეტაპზე ახდენს ზემოაღნიშნული სპეციფიკური ნარჩენების რეგლამენტის მიხედვით შეგროვებას, ტრანსპორტირებას, გადამუშავებას, შემდგომ კი მათ მართვას ცირკულარული ეკონომიკის წესების შესაბამისად.
„ვოლვო ქარ კავკასია” Excellence Club-ის ჯილდოს არ თმობს. Volvo Cars EMEA-ს ყოველწლიურ ბიზნესკონფერენციაზე კომპანიამ მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. Excellence Club-ის ჯილდოსთვის შედ...
თიბისი კონცეპტის სამოგზაურო უპირატესობები ახლა უკვე ერთ სივრცეში -მობაილბანკშია ხელმისაწვდომი. კონცეპტ მომხმარებლებს თიბისის მობაილბანკის შეთავაზებების გვერდზე აეროპორტის სერვისები დაგხვდებათ, სადაც ...
12 მარტიდან 12 აპრილამდე, ყველა მომხმარებელს ექნება საშუალება, თიბისის მობაილბანკიდან უმარტივესად გადაიხადოს ამანათის ტრანსპორტირების თანხა. ამანათის გამოწერისას, მისი ტრანსპორტირების თანხას გადამზი...
„თეგეტა ჰოლდინგი“ მდგრადი განვითარების საუკეთესო ანგარიშისთვის BARTA-ს ჯილდოს მფლობელი გახდა. გამორჩეული კორპორაციული ანგარიშგებისა და გამჭვირვალობის პრაქტიკის მქონე კომპანიები მსოფლიო ბა...
„რენიუ“ - ეს არის პლასტიკური ქირურგიის ცენტრი, რომელიც სულ რამდენიმე თვეა დაფუძნდა და დიდი გეგმებით მიიწევს წინ. განსხვავებით სხვა მსგავსი კლინიკებისა, აქ პლასტიკურ ქირურგიასთან ერთად, რთ...
13 მარტიდან, განახლებული პრემიუმ პაკეტების შეთავაზებით, „საბა“ მკითხველებს უნიკალურ შესაძლებლობას მისცემს, პირველად SABA Reader-ში წაიკითხონ წიგნები, რომლებიც სხვაგან არსადაა ხელმისაწვდომ...
ქართული კომპანია აზერბაიჯანში მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელი მიმდინარე წელს გახდა „თეგეტა“ აზერბაიჯანში Bridgestone-ის ოფიციალური წარმომადგენელია და მეზობელი ქვეყნის ბაზარს იაპონუ...
მარტი 2025 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები