„მაზდა ცენტრი თეგეტამ“ იაპონიის იმპერატორის დაბადე...
· ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს „მაზდას“ გამორჩეული მოდელის, CX90 გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდათ იაპონიის იმპერატორის 65 წლის იუბ...
|
16 სექტემბერს, მსოფლიო დასუფთავების დღესთან დაკავშირებით, 200-ამდე ქვეყანაში დასუფთავების აქცია მოეწყო. მილიონობით მოხალისე გარემოზე ზრუნვის მიზნით გაერთიანდა. გლობალურ ინიციატივას საქართველოში „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „პორშე ცენტრი თბილისი“ შეუერთდა.
მსოფლიო დასუფთავების დღის ფარგლებში, „პორშე ცენტრი თბილისის“ თანამშრომლებმა თბილისში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბუნებრივად გამწვანებული ტერიტორია და ერთადერთი შემორჩენილი ჭალების ტყე - დიღმის ჭალები დაასუფთავეს.
თამარ ხოსროშვილი, „პორშე ცენტრი თბილისის" მარკეტინგის ხელმძღვანელი: "გარემოზე ზრუნვა და მისი მოფრთხილება „პორშე ცენტრი თბილისისთვის“ ძალიან მნიშენლოვანია. ნარჩენების პრობლემის დაძლევა დღევანდელი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა, გარემოზე ზრუნვა კი - თითოეული ჩვენგანის მოვალეობა. სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია, სიხარულით ვერთვებით მსოფლიო დასუფთავების აქციაში. წელს პორშეს გუნდმა, დიღმის ჭალების ტერიტორია დავასუფთავეთ და ჯამში, 100 კგ-ზე მეტი ნარჩენი შევაგროვეთ, მათ შორის პლასტმასა, მინა და ალუმინი. მნიშვნელოვანია, რომ შეგროვებული ნარჩენები პარტნიორ ორგანიზაციებში გავგზავნეთ გადასამუშავებლად. გარდა ამისა "პორშე ცენტრი თბილისი“ აქტიურად მუშაობს მწვანე ოფისის მიმართულებითაც. სწორედ ამ მიზნით, მსოფლიო დასუფთავების დღესთან დაკავშირებით, შოურუმსა და ოფისში მეორადი პლასტმასისა და ქაღალდის შეგროვებისთვის მწვანე ყუთები განვათავსეთ.“
დასუფთავების აქცია „დიღმის ჭალების გარემოსდაცვითი მუზეუმის“ მხარდაჭერით გაიმართა. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა „პორშე ცენტრი თბილისის“ ოფისში თანამშრომლებს ნარჩენების მართვისა და გადამუშავების წესები გააცნეს. ასევე მიაწოდეს ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რისი გაკეთება შეუძლია თითოეულ ჩვენგანს ბუნების დაბინძურების თავიდან ასაცილებლად და რა შესაძლებლობები გვაქვს იმისთვის, რომ გარემოზე ვიზრუნოთ.
ანა ტრაპაიძე, დიღმის ჭალების გარემოსდამცველი აქტივისტი: „დიღმის ჭალები თბილისისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ტერიტორიაა - სარეკრეაციო სივრცე, რომელიც განსაკუთრებულადაა დაბინძურებული სამშენებლო ნარჩენებით. გასატანი ნარჩენების პარალელურად, ტერიტორია მოქალაქეების მხრიდანაც დაბინძურების ადგილადაა ქცეული. დასუფთავების მსოფლიო დღის ფარგლებში, „პორშე ცენტრი თბილისის“ თანამშრომლები გაეცნენ ნარჩენებთან გამკლავების პრობლემას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა კომპანიისგან, რომელსაც სურს, გახდეს კიდევ უფრო პასუხისმგებლობიანი ბიზნესი. ამ კონკრეტული აქციის ფარგლებში, „პორშეს“ წარმომადგენლებს გავაცანით დიღმის ჭალები, მისი სარეკრეაციო მნიშვნელობა. ესაა ორმხრივი თანამშრომლობა, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება. შედეგები არ იქნება თვალსაჩინო, თუ საკუთარი თვალით არ ვნახეთ, რა მდგომარეობაშია დაბინძურებული ტერიტორიები და რა შეიძლება გაკეთდეს ამ პრობლემასთან გასამკლავებლად. დიღმის ჭალები ამ მხრივ კარგი მაგალითი იყო“.
დიღმის ჭალებში ნარჩენები სწორედ ამ გაზიარებული წესების მიხედვით შეგროვდა და გადასამუშავებლად პარტნიორ ორგანიზაციებს გადაეცა.
დასუფთავების მსოფლიო დღე 2008 წლიდან აღინიშნება და 200-ამდე ქვეყანაში მილიონობით მოხალისეს აერთიანებს. მთავრობის, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციისა და კომპანიების წარმომადგენლები ერთიანდებიან მდგრადი განვითარების ხელშეწყობისა და საერთო ძალისხმევით ნარჩენების გლობალური პრობლემის დაძლევის მიზნით.
--
პორშე ცენტრი თბილისი თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანიაა, რომელიც ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. კომპანია მომხმარებელს პრემიუმ ბრენდის უახლეს ავტომობილებს, ასევე სრულ სადიაგნოსტიკო და სარემონტო მომსახურებას, ორიგინალ ნაწილებს და აქსესუარებს სთავაზობს. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ვებგვერდზე კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც "პორშე ცენტრი თბილისი“ უზრუნველყოფს.
· ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს „მაზდას“ გამორჩეული მოდელის, CX90 გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდათ იაპონიის იმპერატორის 65 წლის იუბ...
თიბისის მომხმარებლებს თქვენს სურვილებზე მაქსიმალურად მორგებული საგაზაფხულო შეთავაზებით სარგებლობა 7-8 მარტსაც შეგეძლებათ. გაზაფხულის პირველი კვირის დასასრულს, ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუა...
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, მარტის თვეში, ხუთი სხვადასხვა თემატიკის შეხვედრა გაიმართება. ბიზნესების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, პროფესიონალი ტრენერებისგან მათთვის საინტერესო სა...
ტექნოლოგიებითა და ბიზნეს მიმართულებებით დაინტერესებულ უფროსკლასელებსა და სტუდენტებს, თიბისი, საგანმანათლებლო უფასო პროგრამებს სთავაზობს. მარტიდან, მთელი საქართველოს მასშტაბით, თიბისის ტექსკოლასა და კ...
თიბისი კონცეპტის საგაზაფხულო კვირეული მრავალფეროვანი შეთავაზებებით უწყვეტად გრძელდება. განსხვავებული კატეგორიების პარტნიორ ობიექტში ქეშბექ აქციები 8 მარტის ჩათვლით იქნება. თიბისი კონცეპტ Mastercard ...
თიბისის მხარდაჭერით, „ალტე უნივერსიტეტი“ მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის სასკოლო START-UP მარათონს გამართავს. თიბისი ახალი თაობისთვის უკვე მეორე წელია ამ პროექტის პარტნიორია...
PSP გილოცავთ ქალთა დღეებს და 28 თებერვლიდან 9 მარტის ჩათვლით გთავაზობთ 70%-მდე ფასდაკლებას მსოფლიოში ცნობილი სხვადასხვა ბრენდის თავის მოვლისა და სილამაზის პროდუქტებსა და ექსკლუზიურ ბრენდებზე. მარტივ...
მარტი 2025 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები