თიბისის ESG აკადემია ბიზნესების წარმომადგენლებისთვ...
18 მარტს, თბილისში, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, დაესწრონ თიბისის ESG აკადემიის ტრენინგს - „ბიზნესის გზა მდგრადობისკენ - შ...
|
„ტოიოტა ცენტრი თეგეტასა“ და „ტენეს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. კომპანიაში შეგროვებული ნარჩენი „ტენეს“ დახმარებით ახალ ფუნქციას შეიძენს.
თანამშრომლობის ფარგლებში „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ ოფისსა და სერვისცენტრში მწვანე ურნები განთავსდა, სადაც გამოყენებული პლასტმასა შეგროვდება. ნარჩენი გარემოში აღარ მოხვდება და მის შემდგომ გადამუშავებაზე „ტენე“ იზრუნებს.
მარიამ მელიაშვილი, „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ გენერალური დირექტორი: „მოხარულები ვართ, რომ „ტენესთან“ დამეგობრებით ჩვენს წვლილს შევიტანთ გარემოს დაცვის პროცესში. ეკოლოგიაზე ზრუნვა ის საერთო ღირებულებაა, რამაც ჩვენი კომპანიები გააერთიანა. ეს „ტოიოტასთვის“ უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. იაპონური მწარმოებლის მიზანია, 2050 წლისთვის მის მიერ წარმოებულ ყველა მოდელს ნულოვანი გამონაბოლქვი ჰქონდეს. ცხადია, „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ სრულად იზიარებს და მიჰყვება ამ დიდი პროექტის კონცეფციას. ვგეგმავთ და ვახორციელებთ სხვადასხვა აქტივობას, რაც ჩვენს მიზნებს, ვიყოთ ეკომეგობრული კომპანია, წარმატებით პასუხობს. მაგალითად, აჯამეთის აღკვეთილში, ჩვენს მომხმარებელთან ერთად, გადაშენების პირას მყოფი მუხის 1000 ნერგი დავრგეთ, ხშირად ვერთვებით დასუფთავების აქციებშიც. იმედი გვაქვს, ახლა „ტენესთან“ თანამშრომლობით გარემოზე ზრუნვას საერთო ძალისხმევით უფრო ეფექტურად შევძლებთ“.
„ტენე“ ქართული USB კაბელების მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც წარმოებისთვის მეორადი მოხმარების პლასტმასას, უმეტესად ბოთლის თავსახურებს იყენებს.
კომპანიაში აცხადებენ, რომ, ერთი მხრივ, ნარჩენების შეგროვებით და, მეორე მხრივ, მათგან ახალი პროდუქტის დამზადებით ორმაგად სასარგებლო საქმე კეთდება. ამ პროცესს წლიდან წლამდე სულ უფრო მეტი ორგანიზაცია და კომპანია უერთდება. მათ შორის არის „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“.
სანდრო ლილუაშვილი, „ტენეს“ დამფუძნებელი: „კომპანიების ჩამონათვალი, რომლებიც ჩვენთან ერთად აქტიურად ერთვებიან პლასტმასის ნარჩენების შეგროვების პროცესში, ინტენსიურად იზრდება. „ტენესთვის“ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთ დიდ კომპანიებთან თანამშრომლობა, როგორიც „ტოიოტა ცენტრი თეგეტაა“. ჩვენს ახალ პარტნიორს უკვე იცნობენ, როგორც კომპანიას, რომლისთვისაც გარემოზე ზრუნვა არა უბრალოდ განაცხადი, არამედ საქმიანობის ნაწილია. დარწმუნებული ვარ, „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ გადაწყვეტილება ბევრ სხვა კომპანიას წაახალისებს, რომ მათაც გამოიჩინონ ინიციატივა და დაიწყონ მყარი ნარჩენის დანაწევრება და ჩაბარება“.
მწვანე ურნების განთავსება პლასტმასის ნარჩენების შესაგროვებლად „ტოიოტა ცენტრი თეგეტასა“ და „ტენეს“ პარტნიორობის პირველი ეტაპია. კომპანიები თანამშრომლობას სამომავლოდ სხვა ეკომეგობრულ პროექტებთან დაკავშირებითაც გეგმავენ.
--
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანიაა და საქართველოს ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. კომპანია მონობრენდულია და მისი მომსახურება სრულიად ტოიოტას ავტომობილებზეა ფოკუსირებული. ამ ეტაპზე კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ტოიოტას უახლესი მოდელების ავტომობილებს, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და მომსახურებას. სერვისი აღჭურვილია თანამედროვე ავტორიზებული პროგრამებითა და კვალიფიციური პერსონალით.
18 მარტს, თბილისში, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, დაესწრონ თიბისის ESG აკადემიის ტრენინგს - „ბიზნესის გზა მდგრადობისკენ - შ...
თიბისის გუნდმა, გაზაფხულის გამორჩეული შეთავაზებების ფარგლებში, მომხმარებლებს სპეციალური ქეშბექ აქცია განაწილებით ყიდვის შემთხვევაშიც მოუმზადა. მხოლოდ 8 მარტს, გალერია თბილისში, თიბისის პარტნიორ...
· ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს „მაზდას“ გამორჩეული მოდელის, CX90 გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდათ იაპონიის იმპერატორის 65 წლის იუბ...
თიბისის მომხმარებლებს თქვენს სურვილებზე მაქსიმალურად მორგებული საგაზაფხულო შეთავაზებით სარგებლობა 7-8 მარტსაც შეგეძლებათ. გაზაფხულის პირველი კვირის დასასრულს, ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუა...
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, მარტის თვეში, ხუთი სხვადასხვა თემატიკის შეხვედრა გაიმართება. ბიზნესების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, პროფესიონალი ტრენერებისგან მათთვის საინტერესო სა...
ტექნოლოგიებითა და ბიზნეს მიმართულებებით დაინტერესებულ უფროსკლასელებსა და სტუდენტებს, თიბისი, საგანმანათლებლო უფასო პროგრამებს სთავაზობს. მარტიდან, მთელი საქართველოს მასშტაბით, თიბისის ტექსკოლასა და კ...
თიბისი კონცეპტის საგაზაფხულო კვირეული მრავალფეროვანი შეთავაზებებით უწყვეტად გრძელდება. განსხვავებული კატეგორიების პარტნიორ ობიექტში ქეშბექ აქციები 8 მარტის ჩათვლით იქნება. თიბისი კონცეპტ Mastercard ...
მარტი 2025 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები