„მაზდა ცენტრი თეგეტამ“ იაპონიის იმპერატორის დაბადე...
· ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს „მაზდას“ გამორჩეული მოდელის, CX90 გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდათ იაპონიის იმპერატორის 65 წლის იუბ...
|
თიბისის ციფრული ბანკის საჩუქრების საყოველთაო კამპანიაზე ალბათ უკვე ბევრი გსმენია. კამპანია ნოემბერში დაიწყო და 3 თვის განმავლობაში, მასში 350,000-ზე მეტი მომხმარებელი ჩაერთო. ახლა უკვე ფინალური მარათონისთვის აქტიური სამზადისია, რომელიც 29 იანვარს, 16:00 საათზე დაიწყება და ამავე დღეს, 23:59 საათზე დასრულდება.
რაც მთავარია, ფინალში მონაწილეობის მიღების საშუალება და 50,000; 20,000 და 10,000 ლარის მოგების შანსი ნებისმიერ ადამიანს აქვს, მიუხედავად იმისა, ჩართული იყო თუ არა ის საჩუქრების კამპანიის საწყის ეტაპზე. თუმცა, აუცილებელია, სარგებლობდე ციფრული ბანკის აპლიკაციის განახლებული ვერსიით, რომ 29 იანვარს ფინალური მარათონი აპლიკაციის გახსნისთანავე დაგხვდეს.
სანამ მარათონის წესებს და დეტალებს გაგაცნობთ, ციფრული ბანკის საჩუქრების კამპანიის სტატისტიკასაც გაგიზიარებთ:
საჩუქრების კამპანიის ფინალი იქნება 20 კითხვიანი მარათონი, რომელსაც ყველა მონაწილე ერთდროულად დაიწყებს. ხოლო, გამარჯვებული იქნება პირველი სამეული, რომელიც ყველა კითხვას სწორად გასცემს პასუხს.
2. რა ხდება კითხვაზე არასწორი პასუხის გაცემის შემთხვევაში?
კითხვებზე პასუხი თანმიმდევრობით უნდა გასცე. მარათონს დაიწყებ პირველი შეკითხვით და ყოველი სწორი პასუხის შემდეგ, მომედვნო კითხვაზე გადახვალ. არასწორი პასუხის შემთხვევაში კი მიიღებ 3 წუთიან ჯარიმას, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო 3 წუთის განმავლობაში იმავე კითხვაზე პასუხის გაცემას ვერ შეძლებ. თითოეულ კითხვაზე პასუხის მცდელობების რაოდენობა შეუზღუდავია, თუმცა ყოველ არასწორ მცდელობაზე 3 წუთიანი ჯარიმა თავიდან დაგერიცხება.
3. როდის გაიგებ გაიმარჯვე თუ არა?
როცა ყველა კითხვას უპასუხებ და მარათონის ბოლოში გახვალ, მაშინვე გაიგებ, რომელ ადგილზე გახვედი, მოხვდი თუ არა პირველ სამ გამარჯვებულს შორის და რა დროში დაასრულე ფინალური მარათონი.
4. რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ვერავინ ვერ უპასუხებს 20-ვე კითხვას?
იმ შემთხვევაში, თუ ვერცერთმა მონაწილემ ვერ შეძლო ფინალური ეტაპის 20-ვე კითხვაზე პასუხის გაცემა, გამარჯვებული იქნება პირველი სამეული, რომელმაც ყველაზე მეტ კითხვას უპასუხა, ყველაზე მცირე დროში. დროის ათვლა ხდება ფინალური მარათონის სტარტის მომენტიდან ბოლო პასუხგაცემული კითხვის მომენტამდე. (მაგალითისთვის, თუ ვერავინ ვერ მოახერხა მე-17 კითხვაზე პასუხი, გამარჯვებული სამეული შედგება მე-16 კითხვაზე პასუხის დროით).
5. რამდენი გამარჯვებული ეყოლება ფინალურ ეტაპს და რა იქნება პრიზი?
ფინალურ ეტაპს ეყოლება სამი გამარჯვებული, რომელიც მიიღებს შემდეგ პრიზებს: I ადგილი - 50,000 ლარი II ადგილი - 20,000 ლარი III ადგილი - 10,000 ლარი
6. გამოგადგება თუ არა დაგროვილი ქულები ფინალურ ეტაპზე?
ფინალურ ეტაპში მანამდე დაგროვებული ქულები მონაწილეობას არ იღებს, თუმცა მარათონის დაწყებამდე დარჩენილი ქულების სანაცვლოდ მიიღებ შესაბამისი რაოდენობის მინიშნებებს. 200 ქულა = 1 მინიშნებას. მაგალითად, თუ დარჩენილი გაქვს 1000 გამოუყენებელი ქულა, ფინალურ ეტაპზე მიიღებ 5 მინიშნებას.
7. რაში დაგჭირდება მინიშნებები?
მინიშნებები დაგეხმარება, უპასუხო ფინალური ეტაპის რთულ კითხვებს. თითო კითხვაზე მხოლოდ ერთი მინიშნების გამოყენებას შეძლებ.
8. როგორ ჩაერთო ფინალურ მარათონში?
ფინალში მონაწილეობა შეუძლია ყველა მომხმარებელს, მიუხედავად იმისა, ჩართული იყო თუ არა ის საწყის ეტაპზე. ფინალის დღეს, მარათონში ჩართვას შეძლებ აპლიკაციის გახსნისთანავე, ავტორიზაციის გავლამდე არსებული ფინალური თამაშის გვერდიდან.
9. აპლიკაციის რომელი ვერსია უნდა გქონდეს ფინალში მონაწილეობის მისაღებად?
ფინალში მონაწილეობისათვის, აუცილებელია, ციფრული ბანკის აპლიკაცია განახლებული გქონდეს მინიმუმ შემდეგ ვერსიამდე: Android – 6.29.5, ხოლო iOS – 4.29.0
შეგახსენებთ, რომ ფინალური მარათონი 29 იანვარს, კვირას, 16:00 საათზე დაიწყება. მანამდე კი, არ დაგავიწყდეს თიბისის ციფრული ბანკის აპლიკაციის განახლება.
უფრო ვრცლად ნახეთ აქ: https://www.products.tbconline.ge/digital-bank-gifts-final
· ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს „მაზდას“ გამორჩეული მოდელის, CX90 გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდათ იაპონიის იმპერატორის 65 წლის იუბ...
თიბისის მომხმარებლებს თქვენს სურვილებზე მაქსიმალურად მორგებული საგაზაფხულო შეთავაზებით სარგებლობა 7-8 მარტსაც შეგეძლებათ. გაზაფხულის პირველი კვირის დასასრულს, ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუა...
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, მარტის თვეში, ხუთი სხვადასხვა თემატიკის შეხვედრა გაიმართება. ბიზნესების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, პროფესიონალი ტრენერებისგან მათთვის საინტერესო სა...
ტექნოლოგიებითა და ბიზნეს მიმართულებებით დაინტერესებულ უფროსკლასელებსა და სტუდენტებს, თიბისი, საგანმანათლებლო უფასო პროგრამებს სთავაზობს. მარტიდან, მთელი საქართველოს მასშტაბით, თიბისის ტექსკოლასა და კ...
თიბისი კონცეპტის საგაზაფხულო კვირეული მრავალფეროვანი შეთავაზებებით უწყვეტად გრძელდება. განსხვავებული კატეგორიების პარტნიორ ობიექტში ქეშბექ აქციები 8 მარტის ჩათვლით იქნება. თიბისი კონცეპტ Mastercard ...
თიბისის მხარდაჭერით, „ალტე უნივერსიტეტი“ მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის სასკოლო START-UP მარათონს გამართავს. თიბისი ახალი თაობისთვის უკვე მეორე წელია ამ პროექტის პარტნიორია...
PSP გილოცავთ ქალთა დღეებს და 28 თებერვლიდან 9 მარტის ჩათვლით გთავაზობთ 70%-მდე ფასდაკლებას მსოფლიოში ცნობილი სხვადასხვა ბრენდის თავის მოვლისა და სილამაზის პროდუქტებსა და ექსკლუზიურ ბრენდებზე. მარტივ...
მარტი 2025 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები