„მაზდა ცენტრი თეგეტამ“ იაპონიის იმპერატორის დაბადე...
· ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს „მაზდას“ გამორჩეული მოდელის, CX90 გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდათ იაპონიის იმპერატორის 65 წლის იუბილესად...
|
ელეგანტური, ჭკვიანი, მძლავრი - AUTO GALLERY-მ ქართულ ბაზარზე NISSAN ARIYA-ს გაყიდვები დაიწყო. „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ იაპონური მწარმოებლის გამორჩეული ელექტრომობილი საქართველოში რამდენიმე კვირის წინ შემოიყვანა. მიუხედავად ამისა, ინტერესი მის მიმართ საკმაოდ მაღალია და NISSAN ARIYA-ს ერთი ერთეული უკვე გაყიდულია.
ქართველი მომხმარებელი NISSAN-ის ბრენდს კარგად იცნობს, ელექტრომობილების მიმართულებით კი ამ ბრენდის ღირსებას Nissan leaf იცავდა, თუმცა ARIYA რადიკალურად განსხვავებული და გაუმჯობესებული ავტომობილია. შესაბამისად, იაპონურ ავტომწარმოებელს აქვს ამბიცია, რომ ელექტრული SUV კლასში კონკურენციაში შევიდეს ნებისმიერ ავტომწარმოებელთან.
რაც შეეხება თავად ავტომობილს - ის ორიგინალური და დახვეწილი ექსტერიერითაა წარმოდგენილი. გარეგნულად მოდელი მომავლის ავტომობილს წააგავს, რელიეფზე გამოკვეთილი ხაზებით. მანქანის შემქმნელებმა მოახერხეს ინტერიერის სივრცის მაქსიმალურად გაზრდა. ინტერიერი საკმაოდ მინიმალისტურია. მას აქვს ღილაკების მინიმალური რაოდენობა, ამავე დროს ეფექტიანად იმართება ფუნქციები, რომლებიც თქვენს განკარგულებაშია და უმეტესობის კონტროლი შესაძლებელია ორი დისპლეის გამოყენებით.
NISSAN ARIYA რამდენიმე მოდიფიკაციით იწარმოება, ყველა მათგანი გამორჩეულია სიმძლავრითა და მანძილის დიაპაზონით. ერთამძრავიანი ვერსიის ბატარეების სიმძლავრე 87 კვტ/სთ-ია, რომელიც 242 ცხენის ძალას უზრუნველყოფს. 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას კი, 7,5-7,6 წამში შეძლებთ. მანძილის დიაპაზონი 600 კილომეტრამდეა.
ლევან თაღიაშვილი, AUTO GALLERY-ს გაყიდვებისა და მარკეტინგის მიმართულების ხელმძღვანელი: „უახლოეს მომავალში საქართველოში NISSAN ARIYA-ს სრულამძრავიანი ვერსია იქნება ხელმისაწვდომი. მისი ტექნიკური მახასიათებლებიც შთამბეჭდავად გამოიყურება, განსაკუთრებით აჩქარების დრო, NISSAN ARIYA Performance 0-დან 100კმ-მდე აჩქარებას 5.1 წამს ანდომებს.
მოგეხსენებათ, ავტომობილების შეძენისას, მნიშვნელოვანი კომპონენტია საგარანტიო მომსახურება. AUTO GALLERY მომხმარებლებს NISSAN ARIYA-ს შეძენის შემთხვევაში 2 წლიან გარანტიას (ან 100,000 გარბენი) სთავაზობს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ არა მხოლოდ ისიამოვნებთ ახალი ავტომობილით, არამედ, საჭიროების შემთხვევაში, კომპანიისგან სათანადო მხარდაჭერასაც მიიღებთ“.
ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ „თეგეტა ჰოლდინგი“, აქტიურად მუშაობს ეკოლოგიური ტრანსპორტის სეგმენტის განვითარების მიმართულებით და მიმდინარე ინფრასტრუქტურული გამოწვევების საპასუხოდ, ელექტროდამტენების ქსელის განვითარებას განაგრძობს. 2024 წელს, ჯამში, საქართველოს მასშტაბით 70 დამტენი სადგური მოეწყობა.
--
„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ავტო გალერს“ ქართულ ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს. მულტიბრენდულ შოურუმში წარმოდგენილია როგორც ახალი, ისე მეორადი ელექტრომობილების ფართო არჩევანი. ეკომეგობრული ავტომობილების გარდა კომპანია ახდენს დეფიციტური და ექსკლუზიური ავტომობილების შემოყვანას. 2020 წლიდან „ავტო გალერი“ NIU-ს ელექტრომოპედების ოფიციალური პარტნიორი და შემომყვანია ქართულ ბაზარზე. ბრენდის ერთ-ერთი მთავარი ფასეულობა ეკოლოგიაზე ზრუნვაა.
· ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს „მაზდას“ გამორჩეული მოდელის, CX90 გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდათ იაპონიის იმპერატორის 65 წლის იუბილესად...
თიბისის მომხმარებლებს თქვენს სურვილებზე მაქსიმალურად მორგებული საგაზაფხულო შეთავაზებით სარგებლობა 7-8 მარტსაც შეგეძლებათ. გაზაფხულის პირველი კვირის დასასრულს, ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუა...
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, მარტის თვეში, ხუთი სხვადასხვა თემატიკის შეხვედრა გაიმართება. ბიზნესების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, პროფესიონალი ტრენერებისგან მათთვის საინტერესო სა...
ტექნოლოგიებითა და ბიზნეს მიმართულებებით დაინტერესებულ უფროსკლასელებსა და სტუდენტებს, თიბისი, საგანმანათლებლო უფასო პროგრამებს სთავაზობს. მარტიდან, მთელი საქართველოს მასშტაბით, თიბისის ტექსკოლასა და კ...
თიბისი კონცეპტის საგაზაფხულო კვირეული მრავალფეროვანი შეთავაზებებით უწყვეტად გრძელდება. განსხვავებული კატეგორიების პარტნიორ ობიექტში ქეშბექ აქციები 8 მარტის ჩათვლით იქნება. თიბისი კონცეპტ Mastercard ...
თიბისის მხარდაჭერით, „ალტე უნივერსიტეტი“ მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის სასკოლო START-UP მარათონს გამართავს. თიბისი ახალი თაობისთვის უკვე მეორე წელია ამ პროექტის პარტნიორია...
PSP გილოცავთ ქალთა დღეებს და 28 თებერვლიდან 9 მარტის ჩათვლით გთავაზობთ 70%-მდე ფასდაკლებას მსოფლიოში ცნობილი სხვადასხვა ბრენდის თავის მოვლისა და სილამაზის პროდუქტებსა და ექსკლუზიურ ბრენდებზე. მარტივ...
მარტი 2025 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები