„მაზდა ცენტრი თეგეტამ“ იაპონიის იმპერატორის დაბადე...
· ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს „მაზდას“ გამორჩეული მოდელის, CX90 გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდათ იაპონიის იმპერატორის 65 წლის იუბილესად...
|
საქართველოს ბანკის, GITA-სა და მსოფლიოში წამყვანი გლობალური აქსელერატორის, 500 Global-ის პარტნიორობა გრძელდება. მხარეებს შორის დამატებითი, 4 წლიანი პარტნიორობა დღეს გაფორმდა. პარტნიორობის ფარგლებში 500 Global-ი ოთხი წლის განმავლობაში სტარტაპებს საქართველოში გადაამზადებს. გლობალური დონის აქსელერაციის პროგრამა წელიწადში ორჯერ ჩატარდება და სტარტაპებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით საშუალება ექნებათ, გაიარონ გადამზადების ინტენსიური კურსი, რომელიც დემო დღით დასრულდება. დამატებით, ყოველი ნაკადის გამარჯვებული სტარტაპი, 500 Global-ის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას. ეს იმას ნიშნავს, რომ მომდევნო 4 წლის მანძილზე, ქართული და რეგიონში მოღვაწე სტარტაპების განვითარებისა და მასშტაბირებისთვის, დამატებითი შესაძლებლობები შეიქმნება.
„მოხარული ვართ, რომ ვაგრძელებთ ისეთი გლობალური პროექტის განხორციელებას, როგორიც 500 Georgia-ა. პროექტი წარმოადგენს უნიკალურ შესაძლებლობას ადგილობრივი სტარტაპებისთვის, საკუთარი საქმიანობის გასავითარებლად მსოფლიოში წამყვან, ერთ-ერთ ყველაზე დიდი გამოცდილების მქონე კომპანიასთან და მენტორებთან იმუშაონ. აქსელერაციის პროგრამის პირველი ორი ნაკადი წარმატებით დასრულდა, რაც რეგიონის სტარტაპ ეკოსისტემისთვის უდიდესი წარმატება იყო. დარწმუნებული ვარ, წინ არაერთი საინტერესო აღმოჩენა გველოდება. აღნიშნული პარტნიორობა კიდევ უამრავ სტარტაპს მისცემს შესაძლებლობას განვითარდეს, მასშტაბირდეს და გამოცდილი მენტორების დახმარებით, აითვისოს ახალი შესაძლებლობები გლობალურ ბაზრებზე“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.
მძლავრი გლობალური ვენჩურული კაპიტალის პლატფორმა, 500 Global-ი საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივითა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით შემოვიდა. პირველად სამმხრივი ხელმოწერა 2020 წლის 20 თებერვალს განხორციელდა. 2020-2021 წლის განმავლობაში 500 Global-მა საქართველოში აქსელერაციის ორი პროგრამა ჩაატარა, რომელიც ჯამში 30-მა ქართულმა და საერთაშორისო ტექნოლოგიურმა სტარტაპმა გაიარა. მათგან ოთხი სტარტაპი - CARDEAL, Cargon, Payze, Agrolabs - სილიკონის ველზე გაემგზავრა პროგრამის ფინალურ კომპონენტში მონაწილეობისთვის, რაც ახალი კონტაქტების დამყარების და ინვესტორებთან დაკავშირების აქტივობებს მოიცავდა.
500 Global-მა საქართველოში ბიძგი მისცა ადგილობრივი სტარტაპების ზრდას და განვითარებას. პროგრამის დასრულების შემდეგ, მნიშვნელოვნად გაიზარდა კომპანიების მზაობა უცხოური კერძო კაპიტალისთვის. ბევრი მათგანი გაფართოვდა სხვა ქვეყნის ბაზრებზეც, მათ შორის უკრაინაში, უზბეკეთში, და ინდოეთში.
ინფორმაციისთვის, 500 Global არის გლობალური ვენჩურული კაპიტალის კომპანია, რომელიც ადრეულ ინვესტიციას ახორციელებს სტარტაპ დამფუძნებლებში, რომლებიც აშენებენ სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ კომპანიებს. 2010 წელს დაარსების დღიდან, 500 Global-მა მხარი დაუჭირა 5000-ზე მეტ დამფუძნებელს, რომლებიც წარმოადგენენ 2600-ზე მეტ კომპანიას, რომლებიც მუშაობენ 81 ქვეყანაში. მისი პორტფელი მოიცავს 45 კომპანიას, რომელთა ღირებულება 1 მილიარდ დოლარზე მეტია და 130+ კომპანია, რომელთა ღირებულება 100 მილიონ დოლარზე მეტია. 500 Global მჭიდროდ თანამშრომლობს დაინტერესებულ მხარეებთან და კონსულტაციას უწევს მთავრობებსა და კორპორაციებს შექმნან სამეწარმეო ეკოსისტემები, სადაც სტარტაპები შეძლებენ სწრაფ განვითარებას.
· ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს „მაზდას“ გამორჩეული მოდელის, CX90 გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდათ იაპონიის იმპერატორის 65 წლის იუბილესად...
თიბისის მომხმარებლებს თქვენს სურვილებზე მაქსიმალურად მორგებული საგაზაფხულო შეთავაზებით სარგებლობა 7-8 მარტსაც შეგეძლებათ. გაზაფხულის პირველი კვირის დასასრულს, ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუა...
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, მარტის თვეში, ხუთი სხვადასხვა თემატიკის შეხვედრა გაიმართება. ბიზნესების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, პროფესიონალი ტრენერებისგან მათთვის საინტერესო სა...
ტექნოლოგიებითა და ბიზნეს მიმართულებებით დაინტერესებულ უფროსკლასელებსა და სტუდენტებს, თიბისი, საგანმანათლებლო უფასო პროგრამებს სთავაზობს. მარტიდან, მთელი საქართველოს მასშტაბით, თიბისის ტექსკოლასა და კ...
თიბისი კონცეპტის საგაზაფხულო კვირეული მრავალფეროვანი შეთავაზებებით უწყვეტად გრძელდება. განსხვავებული კატეგორიების პარტნიორ ობიექტში ქეშბექ აქციები 8 მარტის ჩათვლით იქნება. თიბისი კონცეპტ Mastercard ...
თიბისის მხარდაჭერით, „ალტე უნივერსიტეტი“ მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის სასკოლო START-UP მარათონს გამართავს. თიბისი ახალი თაობისთვის უკვე მეორე წელია ამ პროექტის პარტნიორია...
PSP გილოცავთ ქალთა დღეებს და 28 თებერვლიდან 9 მარტის ჩათვლით გთავაზობთ 70%-მდე ფასდაკლებას მსოფლიოში ცნობილი სხვადასხვა ბრენდის თავის მოვლისა და სილამაზის პროდუქტებსა და ექსკლუზიურ ბრენდებზე. მარტივ...
მარტი 2025 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები