0 0 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„თეგეტას” მულტიფუნქციურმა კომპლექსმა კორპორაციული მდგრადობის ჯილდო მიიღო

 

თეგეტა ჰოლდინგი“, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ფარგლებში, ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი კორპორაციული მდგრადობის კონკურსის გამარჯვებულია. პროექტით „თეგეტა X ვოლვოს ენერგოეფექტური კომპლექსი“ ჰოლდინგმა კატეგორიაში „მდგრადი ქალაქები და დასახლებები“ გაიმარჯვა.

კორპორაციული მდგრადობის ჯილდოს კონკურსი, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ინიციატივით, საქართველოში წელს მეშვიდედ გაიმართა. ჯილდო განკუთვნილია იმ კომპანიებისთვის, რომელთა საქმიანობა პროგრესულ, თანამედროვე ღირებულებებზე დაფუძნებულ ბიზნესმოდელებს ეყრდნობა და მიზნად ისახავს მდგრადი განვითარების ხელშეწყობას. ღონისძიება წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდა. ჟიურის მიერ შერჩეული გამარჯვებული კომპანიების წარმომადგენლებმა, დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წევრებთან ერთად, თემატური ნომინაციების ირგვლივ გამართულ პანელურ დისკუსიებში მიიღეს მონაწილეობა.

ეკატერინე ქავთარაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი:თეგეტაში“ მუდმივად ვცდილობთ, მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის სერვისის შეთავაზების პარალელურად, მივყვეთ ცვლილებებს მსოფლიო ავტოინდუსტრიაში და დავნერგოთ ისინი ჩვენს ბიზნესსაქმიანობაში. სწორედ ამიტომ ენერგოეფექტურობაზე ზრუნვა „თეგეტა ჰოლდინგისთვის“ ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად იქცა. „თეგეტასა“ და „ვოლვოს“ მულტიფუნქციური კომპლექსი სწორედ თანამედროვე ენერგოეფექტური სტანდარტების გათვალისწინებით შეიქმნა. მშენებლობის პროცესში გარემოს დაცვასა და, შესაბამისად, მდგრადი გადაწყვეტილებების მიღებას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებდით. შედეგად ის სრულად ეპასუხება გარემოსდაცვით გამოწვევებს და აერთიანებს ისეთ ძირითად მიმართულებებს, როგორიცაა ელექტრიფიკაცია, ენეგოეფექტურობა და სამშენებლო პროცესის საერთაშორისო სტანდარტებთან სრულად შესაბამისობა. მიღებული ჯილდო გარემოს დაცვაში შეტანილი წვლილისთვის, ეს არის მორიგი აღიარება და დასტური, რომ სწორი მიმართულებით ვდგამთ ნაბიჯებს“.

„თეგეტას“ ულტრათანამედროვე, მულტიფუნქციური საავტომობილო კომპლექსი, 1 ჰექტარამდე ტერიტორიაზე „თეგეტა მოტორსისა“ და „ვოლვო ქარ საქართველოს“ სერვისცენტრებს აერთიანებს. მულტიფუნქციურ კომპლექსში დამონტაჟებულია 762 ერთეული მზის პანელი. ობიექტზე განთავსებულია 5 ელექტროდამტენი. შენობებში გამოყენებულია ენერგო და რესურსეფექტიანი პროდუქცია. ობიექტზე დანერგილია სპეციფიკური ნარჩენების სეპარირებული შეგროვება.

თათია ხორბალაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი: კორპორაციული მდგრადობის თვალსაზრისით ჩვენ თანმიმდევრული, კომპლექსური და თვალსაჩინო მიდგომა გვაქვს, რაც არაერთხელ დამტკიცდა ამ წლების განმავლობაში. მიღებული ჯილდო გარემოს დაცვაში შეტანილი წვლილისთვის, ვფიქრობ, ნათლად ცხადყოფს ჩვენს ძალისხმევას. ჯილდო თვითმიზანი არ არის, თუმცა არის დასტური, რომ კომპანია სწორი მიმართულებით ვითარდება, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ფარგლებში საჭირო ნაბიჯებს ვდგამთ. ადგილობრივი და საერთაშორისო ჟიურის აღიარება კიდევ მეტ მოტივაციას გვაძლევს, რათა მაქსიმალურად გავაფართოოთ ჩვენი ინოვაციური ხედვა“.

„თეგეტა ჰოლდინგი“ ყოველდღიურ ბიზნესპროცესებში აქტიურად მოიხმარს განახლებად ენერგიას. საერთაშორისო სტანდარტის, ენერგოეფექტიანი ინფრასტრუქტურული პროექტებით კომპანია ეკოლოგიურად სუფთა და მწვანე საავტომობილო ინდუსტრიის განვითარებას უწყობს ხელს.

--

თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda, Lamborghini, Bentley, Geely, Zeekr,. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:54

    თიბისის ბიზნესკლიენტებს SelectUSA სამიტში მონაწილე...

    თიბისი, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან და საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატასთან ერთად, უკვე მეორე წელია ბიზნესკლიენტებს შესაძლებლობას აძლევს ამერიკაში საინვესტიციო სამიტ...

  • 10:08

    თიბისი, ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე, ...

    2025 წელს საქართველო პირველად წარადგენს მოსწავლეთა ეროვნულ ნაკრებს ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე (IOAI). საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციამ GAIA, IOAI-ისგან ეროვნული ნაკრების შერჩ...

  • 16:02

    თიბისი ტექსკოლის მე-5 სეზონზე მთელი საქართველოდან ...

    გაზაფხულის სემესტრზე, თიბისი ტექსკოლაში, უფროსკლასელები, როგორც საქართველოს 12 რეგიონიდან, ასევე, წელს პირველად საზღვარგარეთ მცხოვრები ემიგრანტი მოსწავლეებიც დარეგისტრირდნენ. კონკურსის საფუძველზე 155...

  • 14:21

    Tegeta Commercial Vehicles-მა სომხეთს, EBRD-ის ტენ...

    „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ Tegeta Commercial Vehicles-მა სომხეთს 30 ერთეული სპეციალიზებული სატვირთო ავტომობილი გადასცა. Renault Trucks-ის პრემიუმ ხარისხის 28 ერთეული ნაგავშემ...

  • 12:58

    პრემია „ელისო“ ნამუშევრების მიღებას იწყებს...

    ნატო ვაჩნაძის ფონდი და თიბისი წარმოგიდგენთ პრემია „ელისოს“, რომელიც წელს, 14 ივნისს, უკვე მეორედ გაიმართება. ნამუშევრების მიღება 25 მარტიდან დაიწყო და ეს პროცესი 15 აპრილამდე გაგრძელდება...

  • 10:14

    „ლუმიერსი“ - ქართული საკონდიტრო, რომელიც თიბისი ბი...

    ალბათ, მომხმარებლების უმეტეს ნაწილს ნაყინისა და დარიჩინის ტკბილი სურნელის სინთეზზე „ლუმიერსი“ ახსენდება. უფრო კონკრეტულად კი, ამ საკონდიტროს ერთადერთი პროდუქტი — “ტრდელნიკი&rd...

  • 12:23

    თიბისი კონცეპტი და Coaching Lab გიწვევთ ტრენინგ პრ...

    თიბისი კონცეპტის და Coaching Lab-ის პარტნიორობის ფარგლებში, 27-29 მარტს გიწვევთ ტრენინგ პროგრამაზე დასასწრებად - „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“. „გუნდური ქოუჩინგი – ფუნდამენტ...