1 2 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

2014 წლიდან რიგით მე-8 ემისია - m² -მა (საქართველოს უძრავი ქონება) 25 მილიონი აშშ დოლარის საჯარო ობლიგაციები გამოუშვა

m² - მა, გალტ ენდ თაგარტისა -ისა და თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, 25 მილიონი აშშ დოლარში დენომინირებული საჯარო ობლიგაციები გამოუშვა.

m² (საქართველოს უძრავი ქონება) პიონერია ქართული ფასიანი ქაღალდების ბაზარზე, 2014 წლიდან ეს უკვე რიგით მერვე ემისიაა, ხოლო ჯამურად მოზიდული სახსრები 185 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, რაც საქართველოში არა ფინანსური სექტორისთვის განსაკუთრებული მაჩვენებელია. 

საჯარო ობლიგაციების გამოშვებას დიდი დაინტერესება მოჰყვა ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორების მხრიდან, რაც განსაზღვრულ თანხაზე მეტ მოთხოვნაში გამოიხატა.

 

აღნიშნული აქტივობა კიდევ ერთხელ ადასტურებს კომპანიის მიმართ არსებულ მაღალ ნდობას ინვესტორების მხრიდან.

ობლიგაციები 2 წლის ვადითაა გამოშვებული, ხოლო კუპონის განაკვეთი 8,5% შეადგენს.

„მოხარული ვართ, რომ    “საქართველოს უძრავმა ქონებამ“, რომელიც m² -ის 100%-იანი წილის მფლობელია  -  ადგილობრივ ბაზარზე კიდევ ერთხელ წარმატებით განათავსა ობლიგაციები. აღნიშნულ ფასიან ქაღალდებზე მოთხოვნამ ჩვენი მოლოდინი გაამართლა, რაც ძალიან სასიხარულო ფაქტია.  ეს წარმატება ჩვენი კომპანიის მაღალ სანდოობაზე და „გალტ & თაგარტისა“ და „თიბისი კაპიტალის“ პროფესიონალიზმზე მეტყველებს“, – განაცხადა „საქართველოს უძრავი ქონების“ გენერალურმა დირექტორმა, გურამ ახვლედიანმა.

 

„მოხარული ვარ, რომ კვლავ გრძელდება „გალტ ენდ თაგარტისა“ და „საქართველოს უძრავი ქონების“ აქტიური თანამშრომლობა, რაზეც მორიგი, უკვე რიგით მე-8 წარმატებული განთავსება მეტყველებს. მსურს, მორიგი წარმატება მივულოცო „საქართველოს უძრავ ქონებას“,  რომელთანაც 2014 წლიდან ვთანამშრომლობთ ობლიგაციების გამოშვების მიმართულებით. საცალო ინვესტორების მხრიდან მაღალი ინტერესი „საქართველოს უძრავი ქონების“ მიმართ ნდობასა და ადგილობრივი ფასიანი ქაღალდების მიმართ მზარდ მოთხოვნაზე მიანიშნებს.“ - განაცხადა ქეთევან თოიძემ, „გალტ ენდ თაგარტის“ დირექტორის მოადგილემ.

 

მერი ჩაჩანიძე, თიბისი კაპიტალის მმართველი დირექტორი: „მოხარული ვართ, რომ „საქართველოს უძრავმა ქონებამ” ადგილობრივ ბაზარზე კიდევ ერთხელ წარმატებით განათავსა ობლიგაციები. ეს თიბისი კაპიტალისა და “საქართველოს უძრავი ქონების” რიგით მეორე ერთობლივი განთავსებაა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ კაპიტალის ბაზრის დახმარებით, დაფინანსების ალტერნატიული წყაროების მოძიებაში ხელს ვუწყობთ კომპანიას, რომელიც ქვეყანაში უმსხვილეს საცხოვრებელ პროექტებს ახორციელებს. აღნიშნულ ობლიგაციებზე მოთხოვნა კომპანიის სანდოობასა და ემიტენტისა და ჩვენს წარმატებულ პარტნიორობას ადასტურებს. 

 

ობლიგაციების გამოშვების პროცესში კომპანიამ არსებული 35 მილიონი ობლიგაციების გამოსყიდვის პროცესიც გამოაცხადა, სადაც 26 მილიონი დოლარის დაინტერესება მიიღო, რომლის რეფინანსირებისთვის, ახალი, 25 მილიონიანი ობლიგაციების გამოყენება მოხდება. 35 მილიონიდან დარჩენილი 9 მილიონის დაფარვა განხორციელდება ოქტომბერში, როგორც ობლიგაციების პირობებით არის განსაზღვრული.

m² უკვე 16 წელია საქართველოში ქმნის კომფორტული ცხოვრების ახალ, თანამედროვე სტანდარტს. კომპანიას მნიშნველოვანი ადგილი უჭირავს ქვეყნის უძრავი ქონების ბაზარზე, რაც განპირობებულია მისი გუნდის მაღალი პროფესიონალიზმითა და ინოვაციური მიდგომებით.

m² - ის აქციების 100% წილის მფლობელია საინვესტიციო კომპანია „საქართველოს კაპიტალი“

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:54

    ბორჯღალოსნები მე-17 ტიტულის მოლოდინში - წინ ფინალი...

    საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში რუმინეთი 43:5 დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც ესპანეთთან დაპირისპირება ელის. ამასთან, ბორჯღალოსნებმა ანთიმოზ ივერი...

  • 13:15

    თიბისის ტექსკოლის ახალ ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო...

    თიბისი, საგანმანათლებლო ინიციატივების ფარგლებში, აგრძელებს სხვადასხვა პროგრამის განვითარებას და უფროსკლასელებისთვის თიბისის ტექსკოლის ახალი ნაკადის მიღებას იწყებს. თიბისი ყოველთვის ითვალისწინებს ახა...

  • 13:04

    თიბისი ბიზნესის ინიციატივით, ბათუმში პანელური დის...

    თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია - “ხუთშაბათის შეხვედრები” ბრუნდება. 2025 წლის პირველი ღონისძიება ბათუმში, 13 მარტს ჩატარდება და ის ორგანიზაციული ზრდის გამოწვევების თემატიკას და...

  • 12:57

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Kaizen Global Award-ის ჯილ...

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ კაიზენის 2024 წლის გლობალური ჯილდოს მფლობელია. კაიზენის ჯილდო ტოიოტას სადილეროებს ყოველწლიურად, სხვადასხვა კრიტერიუმით შეფასების შემდეგ, გადაეცემათ. იაპონური ბრენდი...

  • 19:26

    „ვოლვო ქარ კავკასია“ მესამე წელია Excellence Club-...

    „ვოლვო ქარ კავკასია” Excellence Club-ის ჯილდოს არ თმობს. Volvo Cars EMEA-ს ყოველწლიურ ბიზნესკონფერენციაზე კომპანიამ მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. Excellence Club-ის ჯილდოსთვის შედ...

  • 14:41

    თიბისი კონცეპტის აეროპორტის სერვისები უკვე მობაილბ...

    თიბისი კონცეპტის სამოგზაურო უპირატესობები ახლა უკვე ერთ სივრცეში -მობაილბანკშია ხელმისაწვდომი. კონცეპტ მომხმარებლებს თიბისის მობაილბანკის შეთავაზებების გვერდზე აეროპორტის სერვისები დაგხვდებათ, სადაც ...

  • 13:09

    არანაირი საკომისიო - უმარტივესად გადაიხადეთ ამანათ...

    12 მარტიდან 12 აპრილამდე, ყველა მომხმარებელს ექნება საშუალება, თიბისის მობაილბანკიდან უმარტივესად გადაიხადოს ამანათის ტრანსპორტირების თანხა. ამანათის გამოწერისას, მისი ტრანსპორტირების თანხას გადამზი...