2 2 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„თეგეტა გრინ პლანეტმა“ მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების შესახებ პარტნიორებისთვის პრეზენტაცია გამართა

 

12 ივლისს „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი ორგანიზაციის „თეგეტა გრინ პლანეტის“ ორგანიზებით გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობისა და მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) ორგანიზაციების მიზნებისა და ვალდებულებების შესახებ ღონისძიება გაიმართა.

„თეგეტა გრინ პლანეტის“ დირექტორმა შალვა ახვლედიანმა სტუმრებს ორგანიზაციის საქმიანობა გააცნო და ნარჩენების სწორად მართვის პროცესში პარტნიორების ჩართულობაზე, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების მნიშვნელობასა და არსებულ რეგულაციებზე ისაუბრა. „თეგეტა გრინ პლანეტი“ „თეგეტა მოტორსის“ კორპორაციულ მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, ნარჩენი ზეთები, აკუმულატორები და საბურავები კომპანიის შეგროვების პუნქტებში ჩააბარონ. ამის შემდეგ „თეგეტა გრინ პლანეტი“ უზრუნველყოფს სპეციფიკური ნარჩენების ტრანსპორტირებასა და ლიცენზირებულ გადამმუშავებელ კომპანიებში ჩაბარებას.

შალვა ახვლედიანი,  „თეგეტა გრინ პლანეტის“ დირექტორი: „თეგეტა გრინ პლანეტისთვის” უმთავრესი საზრუნავია გარემოს დაცვა, რაც სპეციფიკური ნარჩენების მართვას გულისხმობს და მათ რეციკლირებას, გადამუშავებასა და აღდგენას მოიცავს. ჩვენი ღონისძიების მიზანი იყო „თეგეტას“ კორპორაციული მომხმარებლების ინფორმირება იმ შესაძლებლობების შესახებ, რასაც მათ ჩვენი ორგანიზაცია სთავაზობს. გვინდა, რომ კიდევ უფრო მეტი თანამოაზრე შემოვიკრიბოთ გარემოზე ზრუნვის საკითხში და მათთან ერთად გადავდგათ ნაბიჯები დადებითი ზეგავლენების გასაზრდელად“. 

ღონისძიებას, სადაც მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ფარგლებში არსებულ შესაძლებლობებზე ისაუბრეს, 100-ამდე ადამიანი დაესწრო. მათ შორის იყვნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

სოლომონ პავლიაშვილი, „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის“ მინისტრის მოადგილე: „დღეს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაციის „თეგეტა გრინ პლანეტის“ 6 თვის შედეგების შეჯამება მოვისმინეთ. ნამდვილად საამაყოა, რომ ამ პერიოდის განმავლობაში მათ ააწყვეს ქსელი, ლოგისტიკა და მოაწყვეს ნარჩენების შეგროვების 46 წერტილი. აღსანიშნავია ციფრებიც, ბოლო 6 თვეში მათი დახმარებით დაახლოებით 600 ტონამდე აკუმულატორი, ზეთი და მეორადი საბურავია ამოღებული გარემოდან. მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი ასეთივე ტემპებით გაგრძელდეს და სხვა ბიზნესებიც ჩაერთონ გარემოსთვის ასეთ მნიშვნელოვან საქმეში“.

თეგეტასთვის გარემოს დაცვაზე ზრუნვა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიის ნაწილია და სწორედ ამ იდეით 2022 წელს ჰოლდინგში კიდევ ერთი შვილობილი კომპანია, არაკომერციული ორგანიზაცია „თეგეტა გრინ პლანეტი“ შეიქმნა. „თეგეტა გრინ პლანეტი“ ერთ-ერთი პირველია საქართველოში, რომელმაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსაგან ავტორიზაცია მოიპოვა. ორგანიზაცია მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) შესრულებაზეა პასუხისმგებელი, რაც გულისხმობს მწარმოებლის/იმპორტიორის ვალდებულებას საკუთარ პროდუქტზე, ამ პროდუქტის მოხმარების შემდეგ ეტაპზეც - პროდუქტის სრული სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში. საქართველოს მასშტაბით „თეგეტა გრინ პლანეტის“ 45-ამდე შეგროვების პუნქტი ფუნქციონირებს, მათ შორის თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ყაზბეგში, თელავში, გორსა და ფოთში.

 

 

„თეგეტა ჰოლდინგის“ შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე, კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით „თეგეტას“ 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს: Porsche, Volvo, Toyota, Mazda.

სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB და სხვები. „თეგეტა“ მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. მათ შორის, Bridgestone, Michelin, Varta, Bosch, Shell, Motul, Pirelli და სხვები. „თეგეტა ჰოლდინგი“, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:54

    თიბისის ბიზნესკლიენტებს SelectUSA სამიტში მონაწილე...

    თიბისი, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან და საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატასთან ერთად, უკვე მეორე წელია ბიზნესკლიენტებს შესაძლებლობას აძლევს ამერიკაში საინვესტიციო სამიტ...

  • 10:08

    თიბისი, ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე, ...

    2025 წელს საქართველო პირველად წარადგენს მოსწავლეთა ეროვნულ ნაკრებს ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე (IOAI). საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციამ GAIA, IOAI-ისგან ეროვნული ნაკრების შერჩ...

  • 16:02

    თიბისი ტექსკოლის მე-5 სეზონზე მთელი საქართველოდან ...

    გაზაფხულის სემესტრზე, თიბისი ტექსკოლაში, უფროსკლასელები, როგორც საქართველოს 12 რეგიონიდან, ასევე, წელს პირველად საზღვარგარეთ მცხოვრები ემიგრანტი მოსწავლეებიც დარეგისტრირდნენ. კონკურსის საფუძველზე 155...

  • 14:21

    Tegeta Commercial Vehicles-მა სომხეთს, EBRD-ის ტენ...

    „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ Tegeta Commercial Vehicles-მა სომხეთს 30 ერთეული სპეციალიზებული სატვირთო ავტომობილი გადასცა. Renault Trucks-ის პრემიუმ ხარისხის 28 ერთეული ნაგავშემ...

  • 12:58

    პრემია „ელისო“ ნამუშევრების მიღებას იწყებს...

    ნატო ვაჩნაძის ფონდი და თიბისი წარმოგიდგენთ პრემია „ელისოს“, რომელიც წელს, 14 ივნისს, უკვე მეორედ გაიმართება. ნამუშევრების მიღება 25 მარტიდან დაიწყო და ეს პროცესი 15 აპრილამდე გაგრძელდება...

  • 10:14

    „ლუმიერსი“ - ქართული საკონდიტრო, რომელიც თიბისი ბი...

    ალბათ, მომხმარებლების უმეტეს ნაწილს ნაყინისა და დარიჩინის ტკბილი სურნელის სინთეზზე „ლუმიერსი“ ახსენდება. უფრო კონკრეტულად კი, ამ საკონდიტროს ერთადერთი პროდუქტი — “ტრდელნიკი&rd...

  • 12:23

    თიბისი კონცეპტი და Coaching Lab გიწვევთ ტრენინგ პრ...

    თიბისი კონცეპტის და Coaching Lab-ის პარტნიორობის ფარგლებში, 27-29 მარტს გიწვევთ ტრენინგ პროგრამაზე დასასწრებად - „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“. „გუნდური ქოუჩინგი – ფუნდამენტ...