„ვოლვო ქარ კავკასია“ მესამე წელია Excellence Club-...
„ვოლვო ქარ კავკასია” Excellence Club-ის ჯილდოს არ თმობს. Volvo Cars EMEA-ს ყოველწლიურ ბიზნესკონფერენციაზე კომპანიამ მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. Excellence Club-ის ჯილდოსთვის შედ...
|
· „თეგეტა ჰოლდინგი“ სომხეთისა და აზერბაიჯანის საავტომობილო ბაზარს Bridgestone-ის საბურავებით მოამარაგებს
· ოფიციალური ხელშეკრულება დუბაიში გაფორმდა. შეთანხმება 2025 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა
„თეგეტა ჰოლდინგი“ სომხეთსა და აზერბაიჯანში მსოფლიო ბრენდის, Bridgestone-ის ოფიციალური დისტრიბუტორი გახდა. საქართველოს შემდეგ მეზობელი სახელმწიფოების ბაზარს კომპანია მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების ტექნიკის საბურავებით მოამარაგებს. პარტნიორობის გაფართოების შესახებ ხელშეკრულებას მხარეებმა ხელი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მოაწერეს.
ეკატერინე ქავთარაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი: „მოხარულები ვართ, რომ „თეგეტასა“ და Bridgestone-ს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდა და პრემიუმ ბრენდის პროდუქციას მიმდინარე წლიდან სომხეთსა და აზერბაიჯანს ვაწვდით.
საავტომობილო სფეროში გლობალურ ბრენდებს შორის Bridgestone-ს წამყვანი ადგილი უჭირავს. კომპანია ლიდერია როგორც პრემიული, ისე გაყიდვების მაჩვენებლებით, რადგან სწორედ ხარისხი, უსაფრთხოება, მდგრადი განვითარება და ინოვაციებისადმი სწრაფვაა Bridgestone-ის სამარკო ნიშანი. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ Bridgestone ჩვენთვის მხოლოდ პარტნიორი არ არის, ჩვენი პარტნიორობა 26 წლის წინათ დაიწყო და, ფაქტობრივად, „თეგეტას“ ისტორიის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ჩვენთვის საამაყოა, რომ ამ ცნობილი ბრენდის პორტფელში „თეგეტას“ მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს და მისი ყველაზე მსხვილი პარტნიორია რეგიონში. ეს ფაქტი, ერთი მხრივ, კიდევ უფრო ამყარებს ჩვენი კომპანიის პოზიციებს საერთაშორისო მასშტაბით, მეორე მხრივ კი, დიდი პასუხისმგებლობაა, ისევე წარმატებით წარმოვადგენდეთ ამ ბრენდს რეგიონში, როგორც საქართველოში“.
Bridgestone Middle East & Africa FZE-სა და „თეგეტას“ შორის პარტნიორობის გაფართოების შესახებ შეთანხმება დუბაიში გაფორმდა. ქართული კომპანია სწორედ Bridgestone-ის დუბაის წარმომადგენლობის შემადგენლობაშია, მსოფლიოს 70 ქვეყანასთან ერთად. არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გამართულ ღონისძიებაზე დოკუმენტს ხელი მოაწერეს „თეგეტა ჰოლდინგის“ დამფუძნებელმა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, თემურ კოხოძემ და Bridgestone Middle East & Africa FZE-ის პრეზიდენტმა, ჟაკ ფურიემ .
დავით ჩხაიძე, „თეგეტა პრაიმ პროდაქტსის“ დირექტორი: „თეგეტასა“ და Bridgestone-ს შორის თანამშრომლობა განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. მოლაპარაკებების პროცესი რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და წარმატებით დასრულდა. დუბაიში გაფორმებული ხელშეკრულება ადასტურებს, რომ კავკასიის რეგიონში „თეგეტა“ Bridgestone-სთვის სტრატეგიული პარტნიორია.
სასიხარულოა, რომ მეზობელ ქვეყნებში უმაღლესი ხარისხის საავტომობილო პროდუქციას მომხმარებელი სწორედ ჩვენს წარმომადგენლობებში მიიღებს. ვფიქრობთ, ეს ახალი შეთანხმება არა მხოლოდ ორი კომპანიის, არამედ ჩვენი ქვეყნისთვისაც მნიშვნელოვანია. საქართველოს როლი რეგიონში კიდევ უფრო იზრდება, ქვეყანა ლოგისტიკურ ჰაბად ყალიბდება და ერთ-ერთი ძლიერი მოთამაშე ხდება“.
Bridgestone ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ბრენდია, რომელმაც კავკასიის რეგიონში ბიზნესსაქმიანობა საქართველოდან და „თეგეტასთან“ პარტნიორობით დაიწყო. Bridgestone-ისა და „თეგეტას“ შორის პირველი გარიგება 1998 წელს შედგა, მაშინ როდესაც ახლად შექმნილი ქართული კომპანია თავის დამკვიდრებას ხარისხითა და ექსკლუზიურობით ცდილობდა. პირველი შეკვეთა მხოლოდ 500 ერთეულ საბურავს ითვალისწინებდა. 2024 წლისათვის ეს რაოდენობა უკვე 100 000-ია. დღეს „თეგეტა“ ავტოინდუსტრიის ლიდერია რეგიონში, Bridgestone კი მსოფლიო ბრენდია 93-წლიანი ისტორიითა და 30-მილიარდიანი შემოსავლით.
გურჰამ სევიკელ, Bridgestone Middle East & Africa-ს მარკეტინგის მთავარი ოფიცერი: „დუბაიში ხელი მოვაწერეთ არა მხოლოდ ჩვენი 26-წლიანი პარტნიორობის განახლებას, არამედ ჩვენი ბიზნესის გაფართოებას კავკასიასა და აზიაში, კერძოდ, სომხეთსა და აზერბაიჯანში. ეს დღე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამ დოკუმენტით კიდევ უფრო მტკიცე ხდება ჩვენი და „თეგეტა ჯგუფის“ 26-წლიანი პარტნიორობის ისტორია.
Bridgestone-ის უპირველესი მისიაა ვემსახუროთ საზოგადოებას, უმაღლესი ხარისხის პროდუქციით. ამ ღირებულებებს იზიარებს „თეგეტა ჯგუფიც“ და ჩვენი მიდგომები ამ მხრივ საერთოა, სწორედ ეს ამყარებს ჩვენს მრავალწლიან პარტიორობას. თეგეტა უკვე მრავალი წელია საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს სთავაზობს მაღალ სტანდარტსა და პრემიუმ ხარისხის პროდუქტებს ავტოინდუსტრიაში“.
დუბაიში ვიზიტის ფარგლებში, ხელმოწერის ცერემონიამდე Bridgestone Middle East & Africa FZE-ის შემადგენლობაში შემავალი ქვეყნების დელეგაციებს შორის შეხვედრები გაიმართა. ბიზნესწრეების წარმომადგენლებმა თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. მათ შორის იყო „თეგეტას“ დელეგაცია. კომპანიის გუნდის წევრებმა პარტნიორებს სამომავლო გეგმები გაუზიარეს.
კომპანია 150-ზე მეტ ქვეყანაში საქმიანობს და ავტომფლობელებს მაღალი ხარისხის სხვადასხვა ტიპის საბურავს აწვდის. სეზონური, სველი ან თოვლიანი გზისთვის თუ სპორტული აქტივობებისთვის განკუთვნილი საბურავები უსაფრთხო, საიმედო და კომფორტულ მგზავრობას უზრუნველყოფს.
სწორედ ნდობასა და მომხმარებლისადმი ერთგულებას ეფუძნება „თეგეტასა“ და Bridgestone-ის პარტნიორობის სიმტკიცე და სამომავლო ხედვები.
--
თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
„ვოლვო ქარ კავკასია” Excellence Club-ის ჯილდოს არ თმობს. Volvo Cars EMEA-ს ყოველწლიურ ბიზნესკონფერენციაზე კომპანიამ მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. Excellence Club-ის ჯილდოსთვის შედ...
თიბისი კონცეპტის სამოგზაურო უპირატესობები ახლა უკვე ერთ სივრცეში -მობაილბანკშია ხელმისაწვდომი. კონცეპტ მომხმარებლებს თიბისის მობაილბანკის შეთავაზებების გვერდზე აეროპორტის სერვისები დაგხვდებათ, სადაც ...
12 მარტიდან 12 აპრილამდე, ყველა მომხმარებელს ექნება საშუალება, თიბისის მობაილბანკიდან უმარტივესად გადაიხადოს ამანათის ტრანსპორტირების თანხა. ამანათის გამოწერისას, მისი ტრანსპორტირების თანხას გადამზი...
„თეგეტა ჰოლდინგი“ მდგრადი განვითარების საუკეთესო ანგარიშისთვის BARTA-ს ჯილდოს მფლობელი გახდა. გამორჩეული კორპორაციული ანგარიშგებისა და გამჭვირვალობის პრაქტიკის მქონე კომპანიები მსოფლიო ბა...
„რენიუ“ - ეს არის პლასტიკური ქირურგიის ცენტრი, რომელიც სულ რამდენიმე თვეა დაფუძნდა და დიდი გეგმებით მიიწევს წინ. განსხვავებით სხვა მსგავსი კლინიკებისა, აქ პლასტიკურ ქირურგიასთან ერთად, რთ...
13 მარტიდან, განახლებული პრემიუმ პაკეტების შეთავაზებით, „საბა“ მკითხველებს უნიკალურ შესაძლებლობას მისცემს, პირველად SABA Reader-ში წაიკითხონ წიგნები, რომლებიც სხვაგან არსადაა ხელმისაწვდომ...
ქართული კომპანია აზერბაიჯანში მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელი მიმდინარე წელს გახდა „თეგეტა“ აზერბაიჯანში Bridgestone-ის ოფიციალური წარმომადგენელია და მეზობელი ქვეყნის ბაზარს იაპონუ...
მარტი 2025 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები