„ვოლვო ქარ კავკასია“ მესამე წელია Excellence Club-...
„ვოლვო ქარ კავკასია” Excellence Club-ის ჯილდოს არ თმობს. Volvo Cars EMEA-ს ყოველწლიურ ბიზნესკონფერენციაზე კომპანიამ მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. Excellence Club-ის ჯილდოსთვის შედ...
|
● Taycan-მა ელექტრომობილების ისტორიაში მე-4 გინესის რეკორდი დაამყარა
● 17,503-კილომეტრიანი დრიფტი 59-მეტრიანი დიამეტრის წრეზე შესრულდა
Porsche Experience-ის გუნდმა ელექტრომობილით ყინულზე ყველაზე ხანგრძლივი, უწყვეტი დრიფტი შეასრულა და გინესის მორიგი რეკორდი დაამყარა. ლაპლანდიაში, იენს რიჰტერმა Taycan GTS-ით 46 წუთში 132 წრე შეასრულა და 17.503 კილომეტრი დაფარა,. რაც Porsche-ს ისტორიაში რიგით მე-4 რეკორდია.
რეკორდის მოხსნისთვის იენს რიჰტერმა ბრძოლა 2025 წლის 14 იანვარს რთულ კლიმატურ პირობებში დაიწყო. „დრიფტის შესრულებისას, მუდმივი ექსტრემალური დატვირთვის გამო, ყინულის ტრასა მოსალოდნელზე სწრაფად ჩატყდა“, - განაცხადა იენს რიჰტერმა. სწორედ ამ სირთულეების გამო პირველი მცდელობის შეწყვეტა დაახლოებით 11 კილომეტრის შემდეგ მოუწია.
მეორე მცდელობისას გუნდმა არჩევანი მოკლე შიპებზე შეაჩერა. დაბნელების შემდეგ ტემპერატურამ იკლო, რაც წარმატებისთვის ხელშემწყობი ფაქტორი აღმოჩნდა. იენს რიჰტერმა Taycan GTS-ის მართვა უწყვეტი დრიფტისას 17 503 კილომეტრის (132 წრე) განმავლობაში შეძლო მხოლოდ გაზის პედლისა და საჭის გამოყენებით. მან მნიშვნელოვნად გააუმჯობესა წინამორბედის შედეგი (14 809 კმ) და გინესის რეკორდსმენი გახდა. ეს იყო ელექტრომობილით ყველაზე ხანგრძლივი უწყვეტი დრიფტი ყინულზე.
„ახალი ტიტულის მოპოვების შემდეგ Taycan-მა კიდევ ერთხელ დაამტკიცა საკუთარი შესაძლებლობები. ის, რომ Taycan GTS-ის მართვა შესაძლებელია ექსტრემალურ პირობებში, ხაზს უსვამს მის უნიკალურ შასებსა და სხვა მახასიათებლებს“.- განაცხადა იენს რიჰტერმა.
დრიფტი ყინულის ტრასაზე, Porsche Arctic Center-ში, ფინეთში, არქტიკული წრის ჩრდილოეთით დაახლოებით 150 კილომეტრში გაიმართა. რეკორდის დასამყარებლად Porsche Experience-ის გუნდმა სადრიფტაო ტრასა შექმნა, რომლის დიამეტრიც 59 მეტრს შეადგენდა. Taycan GTS-ზე Michelin-ის კომერციულად ხელმისაწვდომი სერიული საბურავები დამაგრდა, ერთმილიმეტრიანი შიპებით.
მარშრუტის გასაზომად ავტომობილი აღიჭურვა პროფესიონალური GPS-მოწყობილობით, რომელიც აღრიცხავდა არა მხოლოდ გავლილ მანძილს, არამედ მძღოლის ისეთ ქმედებებს, როგორებიცაა საჭის მოძრაობა, აჩქარება, შენელება და ავტომობილზე მოქმედი გრავიტაციული ძალები.
პროცესს გინესის მსოფლიო რეკორდის ოფიციალური მსაჯი, კარლ სევილი ესწრებოდა. დასრულების შემდეგ მან რეკორდის დამადასტურებელი სერტიფიკატი გადასცა მძღოლს - იენს რიჰტერს და კრისტიან ლეჰვალდს, Porsche Arctic Center-ის მმართველ დირექტორსა და Porsche Experience and New Platforms-ის ხელმძღვანელს.
„ექსპერიმენტული მარკეტინგისადმი ჩვენი მიდგომა გულისხმობს, რომ მუდმივად ვიყოთ სიახლის ძიებაში და მივიღოთ ახალი გამოცდილებები. Porsche Arctic Center-ში საუკეთესო პირობებია ყინულზე დრიფტების განსახორციელებლად. ახალი Taycan GTS-ი ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე მძლავრი ელექტრომობილია. სწორედ ამიტომ დარწმუნებულები ვიყავით, რომ შევძლებდით რეკორდის დამყარებას და ეს გამოწვევა მივიღეთ“, - განაცხადა კრისტიან ლეჰვალდმა.
Taycan-ის კიდევ ერთი მიღწევა: გინესის რეკორდი
უნიკალური მახასიათებლების მეშვეობით ელექტრომობილმა ოთხი რეკორდი დაამყარა: 2023 წელს Taycan Cross Turismo სინციანი-ტიბეტის ტრასის გავლისას ზღვის დონიდან 5 573 მეტრზე მართვისას ქვემოთ დაეშვა და ყველაზე დიდი სხვაობა დააფიქსირა მართვის სიმაღლეებს შორის. ეს ელექტრომობილების ისტორიაში კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი რეკორდი იყო.
2021 წელს მრბოლელმა ლელ კინმა ნიუ-ორლეანის საგამოფენო დარბაზში Taycan-ის მართვისას 165,1 კმ/სთ სიჩქარე განავითარა. მან დახურულ სივრცეში მანქანის ყველაზე სწრაფად მართვა შეძლო და რეკორდი მოხსნა. 2020 წელს კი - Porsche Experience-ის ინსტრუქტორმა, დენის რეტერამ Porsche Experience Center-ში, ჰოკენჰაიმრინგის ტრასაზე 210 წრე შეასრულა და 55 წუთში 42 171 კილომეტრი გაიარა.
საქართველოში პორშეს ოფიციალური იმპორტიორია „თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია პორშე ცენტრი თბილისი. კომპანია ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. მომხმარებელს პრემიუმ ბრენდის უახლეს ავტომობილებს, ასევე სრულ სადიაგნოსტიკო და სარემონტო მომსახურებას, ორიგინალ ნაწილებს და აქსესუარებს სთავაზობს. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ვებგვერდზე კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც „პორშე ცენტრი თბილისი“ უზრუნველყოფს.
„ვოლვო ქარ კავკასია” Excellence Club-ის ჯილდოს არ თმობს. Volvo Cars EMEA-ს ყოველწლიურ ბიზნესკონფერენციაზე კომპანიამ მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. Excellence Club-ის ჯილდოსთვის შედ...
თიბისი კონცეპტის სამოგზაურო უპირატესობები ახლა უკვე ერთ სივრცეში -მობაილბანკშია ხელმისაწვდომი. კონცეპტ მომხმარებლებს თიბისის მობაილბანკის შეთავაზებების გვერდზე აეროპორტის სერვისები დაგხვდებათ, სადაც ...
12 მარტიდან 12 აპრილამდე, ყველა მომხმარებელს ექნება საშუალება, თიბისის მობაილბანკიდან უმარტივესად გადაიხადოს ამანათის ტრანსპორტირების თანხა. ამანათის გამოწერისას, მისი ტრანსპორტირების თანხას გადამზი...
„თეგეტა ჰოლდინგი“ მდგრადი განვითარების საუკეთესო ანგარიშისთვის BARTA-ს ჯილდოს მფლობელი გახდა. გამორჩეული კორპორაციული ანგარიშგებისა და გამჭვირვალობის პრაქტიკის მქონე კომპანიები მსოფლიო ბა...
„რენიუ“ - ეს არის პლასტიკური ქირურგიის ცენტრი, რომელიც სულ რამდენიმე თვეა დაფუძნდა და დიდი გეგმებით მიიწევს წინ. განსხვავებით სხვა მსგავსი კლინიკებისა, აქ პლასტიკურ ქირურგიასთან ერთად, რთ...
13 მარტიდან, განახლებული პრემიუმ პაკეტების შეთავაზებით, „საბა“ მკითხველებს უნიკალურ შესაძლებლობას მისცემს, პირველად SABA Reader-ში წაიკითხონ წიგნები, რომლებიც სხვაგან არსადაა ხელმისაწვდომ...
ქართული კომპანია აზერბაიჯანში მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელი მიმდინარე წელს გახდა „თეგეტა“ აზერბაიჯანში Bridgestone-ის ოფიციალური წარმომადგენელია და მეზობელი ქვეყნის ბაზარს იაპონუ...
მარტი 2025 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები