„ვოლვო ქარ კავკასია“ მესამე წელია Excellence Club-...
„ვოლვო ქარ კავკასია” Excellence Club-ის ჯილდოს არ თმობს. Volvo Cars EMEA-ს ყოველწლიურ ბიზნესკონფერენციაზე კომპანიამ მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. Excellence Club-ის ჯილდოსთვის შედ...
|
„ქოლგა თბილისი ფოტოს“ კვირეული წელს უკვე 23-ედ გაიმართა. ხუთი დღის განმავლობაში თბილისის სხვადასხვა სახელოვნებო სივრცე ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებს, ვორქშოფებსა და ლექციებს დაეთმო. კვირეულის გახსნის ცერემონიაზე ფოტოკონკურს „ქოლგა თბილისი ფოტოს“ გამარჯვებულები ტრადიციულად საერთაშორისო ჟიურის წარმომადგენლებმა გამოავლინეს. მეორე წელია, თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაციის მიზნით დაარსებული საერთაშორისო ფოტოკონკურსის პარტნიორი, „ვოლვო ქარ საქართველოა“.
ეკა კევლიშვილი, „ვოლვო ქარ საქართველოს“მარკეტინგის ხელმძღვანელი: „ვოლვო ქარ საქართველოსთვის“ ხელოვნების სხვადასხვა სფეროს მხარდაჭერა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. „ქოლგა თბილისი ფოტოსთან“ უკვე მეორე წელია, სწორედ არტისტების გაძლიერების მიზნით ვთანამშრომლობთ. ვფიქრობთ, რომ გასული წლის თანამშრომლობა ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. ამან განსაზღვრა ის, რომ ფოტოკონკურსის პარტნიორობას წელსაც ვაგრძელებთ. გვინდა ჩვენი წვლილი შევიტანოთ იმ მიზნის მიღწევაში, რასაც „ქოლგა თბილისი ფოტო“ ემსახურება. ფოტოკონკურსზე გამოვავლინეთ ჩვენირჩეულიც - ნინია საბაძე, რომელსაც „ვოლვო ქარ საქართველოს“ სპეციალური პრიზი გადავეცით. მიგვაჩნია, რომ ფოტოგრაფია,ისევე, როგორც ხელოვნების სხვა სფეროები,ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს საერთაშორისო რუკაზე წარმოსაჩენად“.
ფოტოკონკურს „ქოლგა თბილისი ფოტოში“ 50-მდე ქვეყნის დაახლოებით 500 ფოტოგრაფიმონაწილეობდა. საერთაშორისო ჟიურიმგამარჯვებულები ხუთ ნომინაციაში დაასახელა: დოკუმენტური სერია, რეპორტაჟი, საუკეთესო კადრი, მობილური ფოტო და კონცეპტუალური ფოტოპროექტი, რომელშიც დაშვებული იყო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნილი ნამუშევრების ატვირთვა. ჟიურის შემადგენლობაშიიყვნენ: ამერიკელი ფოტოგრაფები - სტივენ ბენსონი, ჯეფრი ვოლინი, სოლ რობინსი და ჯესიკა ჰაინსი; ქართველი ფოტოგრაფი დინა ოგანოვა და გერმანელი გალერისტი და კურატორი თინა შელჰორნი. საპრიზო ფონდი 6000 დოლარს შეადგენდა.
ბესო ხაინდრავა, „ქოლგა თბილისი ფოტოს“დამფუძნებელი: „ცხადია, ნებისმიერი თანადგომა ძალიან სასარგებლოა ფესტივალის წარმატებით გამართვისთვის. კერძო სექტორის ფინანსური დახმარება მნიშვნელოვნად ზრდის „ქოლგა თბილისი ფოტოს“ ხარისხს და მისი სტატუსის ამაღლებას უწყობს ხელს. ჩვენი ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი მიზანი მისი მონაწილეების შემოქმედების მაქსიმალურად ფართო საზოგადოებისთვის წარდგენაა. შესაბამისად, რაც მეტი მხარდამჭერი ჰყავს მსგავს ფესტივალებს, მით მეტი შესაძლებლობა ჩნდება ამ მიზნების სისრულეში მოსაყვანად“.
„ქოლგა თბილისი ფოტო“, ფოტოკონკურსის გარდა,ადგილობრივ და საერთაშორისო ფოტოგამოფენებს, ლექციებსა და ვორქშოფებსაც მოიცავს. კვირეულისმიზანია თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაციადა ახალგაზრდა ფოტოგრაფების განვითარების ხელშეწყობა, ადგილობრივი და უცხოელიარტისტების დაახლოება, მათთვის გამოცდილების გასაზიარებლად ერთგვარი პლატფორმის შეთავაზება.
--
„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ვოლვო ქარ საქართველო“ შვედურ ბრენდს საქართველოში 2019 წლიდან წარმოადგენს. კომპანია პრემიუმ კლასის ავტომობილების ოფიციალური დილერია. კომპანია მომხმარებელს SUV-ებს, სედანებსა და უნივერსალებს სთავაზობს, მათ შორის არის როგორც დამუხტვადი ჰიბრიდები, ისე შიგაწვის ძრავიანი უახლესი მოდელები. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ციფრული მაღაზიით ისარგებლოს, კომპანიის ვებგვერდზე ავტომობილი 360-გრადუსიანი სისტემით, დისტანციურად შეაფასოს და კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც „ვოლვო ქარ საქართველო“ უზრუნველყოფს.
„ვოლვო ქარ კავკასია” Excellence Club-ის ჯილდოს არ თმობს. Volvo Cars EMEA-ს ყოველწლიურ ბიზნესკონფერენციაზე კომპანიამ მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. Excellence Club-ის ჯილდოსთვის შედ...
თიბისი კონცეპტის სამოგზაურო უპირატესობები ახლა უკვე ერთ სივრცეში -მობაილბანკშია ხელმისაწვდომი. კონცეპტ მომხმარებლებს თიბისის მობაილბანკის შეთავაზებების გვერდზე აეროპორტის სერვისები დაგხვდებათ, სადაც ...
12 მარტიდან 12 აპრილამდე, ყველა მომხმარებელს ექნება საშუალება, თიბისის მობაილბანკიდან უმარტივესად გადაიხადოს ამანათის ტრანსპორტირების თანხა. ამანათის გამოწერისას, მისი ტრანსპორტირების თანხას გადამზი...
„თეგეტა ჰოლდინგი“ მდგრადი განვითარების საუკეთესო ანგარიშისთვის BARTA-ს ჯილდოს მფლობელი გახდა. გამორჩეული კორპორაციული ანგარიშგებისა და გამჭვირვალობის პრაქტიკის მქონე კომპანიები მსოფლიო ბა...
„რენიუ“ - ეს არის პლასტიკური ქირურგიის ცენტრი, რომელიც სულ რამდენიმე თვეა დაფუძნდა და დიდი გეგმებით მიიწევს წინ. განსხვავებით სხვა მსგავსი კლინიკებისა, აქ პლასტიკურ ქირურგიასთან ერთად, რთ...
13 მარტიდან, განახლებული პრემიუმ პაკეტების შეთავაზებით, „საბა“ მკითხველებს უნიკალურ შესაძლებლობას მისცემს, პირველად SABA Reader-ში წაიკითხონ წიგნები, რომლებიც სხვაგან არსადაა ხელმისაწვდომ...
ქართული კომპანია აზერბაიჯანში მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელი მიმდინარე წელს გახდა „თეგეტა“ აზერბაიჯანში Bridgestone-ის ოფიციალური წარმომადგენელია და მეზობელი ქვეყნის ბაზარს იაპონუ...
მარტი 2025 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები