1 2 : 1 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„თეგეტა გრინ პლანეტმა“ „დებატების ეროვნული ტურნირის“ მონაწილეები დააჯილდოვა

 

სასტუმრო „ბილტმორში“ პროექტის „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. საზეიმო ცერემონიაზე „დებატების ეროვნული ტურნირის“ საუკეთესო მომხსენებლები დააჯილდოვეს. დებატებისა და განათლების ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული ტურნირის 2024 წლის მთავარი თემა გარემოს დაცვა და კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მოქმედება იყო. ტურნირი, რომელიც გარემოსდაცვით თემატიკაზე, „თეგეტა გრინ პლანეტისა“ და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით გაიმართა, ქვეყნის მასშტაბით 400-ზე მეტ მონაწილეს აერთიანებდა. „თეგეტა გრინ პლანეტისგან“ საუკეთესო მოდებატეებს სპეციალური საჩუქრები გადაეცათ.

შალვა ახვლედიანი, თეგეტა გრინ პლანეტის დირექტორი: „თეგეტა გრინ პლანეტისთვის”, რომლის უმთავრესი საზრუნავი სწორედ გარემოს დაცვაა, დებატების ინსტიტუტთან თანამშრომლობა და ეროვნული ტურნირის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო. მიზანი, რის გამოც ამ პროექტის მხარდამჭერი გავხდით, ვფიქრობ, მიღწეულია -  400-ზე მეტმა ახალგაზრდამ აიმაღლა ცნობიერება და მიიღო ინფორმაცია ნარჩენების მართვის მნიშვნელობაზე. გვჯერა, რომ სამომავლოდ თავად გახდებიან ცვლილებების ინიციატორები უკეთესი ეკომეგობრული პრაქტიკების დანერგვის მხრივ. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს გავუზიარეთ ინფორმაცია ჩვენი საქმიანობის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სპეციფიკური ნარჩენების სწორად მართვა, გადამუშავება და რეციკლირება. ეს პროექტი მათთვის გარემოსდაცვით თემებზე სიღრმისეული ცოდნის მიღების ერთ-ერთი საუკეთესო გზა აღმოჩნდა.

 „დებატების ეროვნული ტურნირისთვის“ მზადება 5 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში მთელი საქართველოს მასშტაბით 30-მდე სკოლის 400-ზე მეტი მოსწავლე იყო ჩართული. მზადება ითვალისწინებდა შემდეგი ტიპის აქტივობებს: თითოეულ კლუბში მოსწავლეების დებატების ტექნიკის მიმართულებით მომზადებას, მოდებატე გუნდების დაკომპლექტებას; გარემოსდაცვით თემატიკებზე ექსპერტებთან შეხვედრებს. მათ შორის მოდებატეები შეხვდნენ „თეგეტას“ წარმომადგენლებს, UNDP-ის EU4-ის კლიმატის ცვლილების ეროვნულ ხელმძღვანელებს და სხვა.

რეგიონებში არსებული დებატების კლუბებიდან შერჩეულმა მოსწავლეებმა რეგიონულ ტურნირებში მიიღეს მონაწილეობა. მათგან შერჩეულმა საუკეთესო მოდებატეებმა კი უკვე 23 ივნისს ეროვნულ ტურნირში იასპარეზეს. დებატების ტექნიკების გამოყენებით იმსჯელეს თემის ირგვლივ არსებულ გამოწვევებზე და ერთმანეთს გაუზიარეს ცოდნა და გამოცდილება.

თინათინ ცერცვაძე, საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის (GIDE) თავმჯდომარე: ყველა ის უნარი, რომელსაც დებატების ტექნიკა ავითარებს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ნებისმიერი სფეროთი დაინტერესებული ადამიანისთვის. ჩვენთვის  ერთიორად სასიხარულოა, რომ ამ ტექნიკის დაუფლებასთან ერთად დებატების კლუბებს მთელი საქართველოს მასშტაბით, „თეგეტა გრინ პლანეტის“ მხარდაჭერით, შესაძლებლობა ჰქონდათ გარემოს დაცვით საკითხებს გასცნობოდნენ, სიღრმისეულად შეესწავლათ და განეხილათ ისინი. შედეგად, მათ შეძლეს თავისუფალი მსჯელობა ყველა მიმართულებით, იქნებოდა ეს ნარჩენების გადამუშავება, კლიმატის ცვლილება, საქართველოს პოზიციონირება ამ კუთხით თუ სხვა.“

ცნობისთვის, მასშტაბური ტურნირი პროექტის „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ ფარგლებში გაიმართა, რომელიც უკვე რამდენიმე წელია „გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის“ მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანი სკოლებში დებატკლუბების შექმნა და ახალგაზრდებში დასაბუთებული მსჯელობისათვის საჭირო ცოდნისა და უნარების განვითარებაა.

--

Tegeta Green Planet „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი ორგანიზაციაა, რომელიც 2022 წლიდან ფუნქციონირებს. ის ერთ-ერთი პირველია საქართველოში, რომელმაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსაგან ავტორიზაცია მოიპოვა მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ფარგლებში ნარჩენი საბურავების, ზეთებისა და აკუმულატორების მართვაზე. ორგანიზაცია პირველ ეტაპზე ახდენს ზემოაღნიშნული სპეციფიკური ნარჩენების რეგლამენტის მიხედვით შეგროვებას, ტრანსპორტირებას, გადამუშავებას, შემდგომ კი მათ მართვას ცირკულარული ეკონომიკის წესების შესაბამისად.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:54

    ბორჯღალოსნები მე-17 ტიტულის მოლოდინში - წინ ფინალი...

    საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში რუმინეთი 43:5 დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც ესპანეთთან დაპირისპირება ელის. ამასთან, ბორჯღალოსნებმა ანთიმოზ ივერი...

  • 13:15

    თიბისის ტექსკოლის ახალ ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო...

    თიბისი, საგანმანათლებლო ინიციატივების ფარგლებში, აგრძელებს სხვადასხვა პროგრამის განვითარებას და უფროსკლასელებისთვის თიბისის ტექსკოლის ახალი ნაკადის მიღებას იწყებს. თიბისი ყოველთვის ითვალისწინებს ახა...

  • 13:04

    თიბისი ბიზნესის ინიციატივით, ბათუმში პანელური დის...

    თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია - “ხუთშაბათის შეხვედრები” ბრუნდება. 2025 წლის პირველი ღონისძიება ბათუმში, 13 მარტს ჩატარდება და ის ორგანიზაციული ზრდის გამოწვევების თემატიკას და...

  • 12:57

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Kaizen Global Award-ის ჯილ...

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ კაიზენის 2024 წლის გლობალური ჯილდოს მფლობელია. კაიზენის ჯილდო ტოიოტას სადილეროებს ყოველწლიურად, სხვადასხვა კრიტერიუმით შეფასების შემდეგ, გადაეცემათ. იაპონური ბრენდი...

  • 19:26

    „ვოლვო ქარ კავკასია“ მესამე წელია Excellence Club-...

    „ვოლვო ქარ კავკასია” Excellence Club-ის ჯილდოს არ თმობს. Volvo Cars EMEA-ს ყოველწლიურ ბიზნესკონფერენციაზე კომპანიამ მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. Excellence Club-ის ჯილდოსთვის შედ...

  • 14:41

    თიბისი კონცეპტის აეროპორტის სერვისები უკვე მობაილბ...

    თიბისი კონცეპტის სამოგზაურო უპირატესობები ახლა უკვე ერთ სივრცეში -მობაილბანკშია ხელმისაწვდომი. კონცეპტ მომხმარებლებს თიბისის მობაილბანკის შეთავაზებების გვერდზე აეროპორტის სერვისები დაგხვდებათ, სადაც ...

  • 13:09

    არანაირი საკომისიო - უმარტივესად გადაიხადეთ ამანათ...

    12 მარტიდან 12 აპრილამდე, ყველა მომხმარებელს ექნება საშუალება, თიბისის მობაილბანკიდან უმარტივესად გადაიხადოს ამანათის ტრანსპორტირების თანხა. ამანათის გამოწერისას, მისი ტრანსპორტირების თანხას გადამზი...